მესამე პირი:
წითურთმიანი გოგონა არც თუ ისე დიდი მუცლით პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და მის წინ მჯდომ ოფიცერს ესაუბრებოდა.-სარჩელის შეტანა მსურს კიმ ანაბელას სახელზე. -უთხრა ოფიცერს მკაცრი ტონით რაზეც ოფიცერმა სერიოზული სახით გამოხედა.
-მესმის რომ კარგად არ ხართ, მაგრამ ტონი აკონტროლეთ. ეხლა კი მითხარით რაზეა სარჩელი. -უთხრა მკაცრად და მოსასმენად მოემზადა.
-მან ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა სცადა ,რომელიც ჯერ არც კი დაბადებულა.
-მკვლელობის მცდელობის მოტივი?
-მემკვიდრეობა რათქმაუნდა. ის და მისი ძმა კიმ ტომასი მუდამ კამათობდნენ და კარგი ურთიერთობა არ ქონდათ. ერთხელ კი მათმა მშობლება გაბაცხადეს, რომ ქონებას იმას დაუტოვებდნენ ვინც პირველი აჩუქებდათ შვილიშვილის ყოლის ბედნიერებას.
-გასაგებია ქალბატონო ლილიენ გთხოვთ რაც მიამბეთ ყველაფერი დამიწეროთ. -უთხრა თითქოს უკვე დაზეპირებული ტექსტი და ფუქცელი და კალამი წინ დაუდო. ლილიენმაც რაც შეიძლება მალე დაწერა სარჩელი და ხელიც მოაწერა, შემდეგ კი კმაყოფილმა დატოვა პოლიციის შენობა.
-ამ გოგოს ძალიან გადაეკიდნენ. -ამოიოხრა ოფიცერმა და ბელას სახლში წავიდა და თან რამდენიმე ოფიცერიც წაიყოლა. კარზე დააკაკუნა თუ არა მალევე გაუღო კარი მომღიმარმა ბელამ, მაგრამ მათი დანახვისას სახეზე დაბნეულობა შეეტყო.
-გისმენთ. -უთხრა და შეეცადა დაბნეულობა დაემალა. მას ხომ არაფერი არ დაუდავებია და რატომ მივიდნენ?!
-კიმ ანაბელას დაკავების ორდერი გვაქვს. თქვენ ხართ ხო? -იკითხა მაინც დასაზუსტებლად, მაგრამ ამ გოგონას რა დაავიწყებდა.
-დიახ მე ვარ, მაგრამ იქნებ მითხრათ ბრალი რაში მედება? -იკითხა უკვე ჩამწყდარი ხმით. მას ხომ სძულს ციხე და უკან დაბრინება ნამდვილად არ უნდა თანაც მისი "რძლის" წყალობით რომელმაც ღმერთმა იცის რა ისტორია მოიგონა ამჯერად.