მესამე პირი:
დარბაზში მხოლოდ და მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა.-დავიღალე. -ამოიწუწუნა ანაბელმა და იატაკზე გაწვა.-
რათქმაუნდა პირბადი ეკეთა და სახეს მალავდა, თუმცა თვალები მაინც უჩანდა.-კარგი შევისვენოთ დაიღლებოდი უკვე.-თქვა ჯიმინმა და მის გვერდით მოკალათდა. ქუქი კი მათ შეჰყურებდა და 1 წუთითაც არ გასულა დარბაზიდან.
-ქუქ შეგიძლია მითხრა აქ დამსწრესავით რატომ ზიხარ? -უთხრა ჯიმინმა და წყალი მოსვა.
-არ ვენდობი და დაცვად ვარ აქ რამე პრობლემაა?! -თქვა გაღიზიანებულმა და ვითომც არაფერი მათი ყურება ისევ განაგრძო.
-ისე ანაბელ შემოკლებით რას გეძახიან? -კითხა ჯიმინმა.
-ანასაც და ბელასაც გააჩნია ვინ მელაპარაკება.
-ან იქნებ 789-ს?!-თქვა ქუქმა და დამპლური სახით გახედა.
-ისე იცი რა მაინტერესებს?! რა მოსწონთ შენში გოგონებს?! -არაფრისმთქმელი სახით გახედა ბიჭს და პირბადე უკეთ შეისწორა.
-გრძელი ენაც გქონია. -თქვა უკმაყოფილოდ ქუქმა.
-ჯიმინ არ შეიძლება ცეკვა გავაგრძელოთ? -ქუქის ნათქვამი დააიგნორა და ცეკვა განაგრძეს. რას გრძნობდა ქუქი ამ დროს?! არ იცის ეს რის ნიშანია, მაგრამ ბრაზობს ანაბელზე. ჯიმინთან ერთად ხომ იცინის და ცეკვავს, ხოლო ქუქს მხოლოდ უბღვერს და მწარე სიტყვებს ესვრის. ანაბელს კი უკვირდა რა დაუშავა ქუქს? რატომ ექცევა სულ ცუდად?..
ჯიმინის pov:
უკვე 5 საათზე მეტია, რაც ანაბელს ცეკვას ვასწავლი. ქუქი არ გვშორდება. ამბობს, რომ ეშინია რამე არ დამიშავოს, მაგრამ კარგად ვხვდები მხოლოდ ეს არ არის მიზეზი.-კარგი მოდი ეხლა დაგემშვიდობები და ხვალ გავაგრძელოთ.- ვუთხარი ანაბელს და ხელი ჩამოვართვი.
-მადლობა ჯიმინ. ისე ჩიმჩიმს გეძახიან და არ გაღიზიანებს?!-მკითხა ღიმილით.
-არა. -ვუთხარი ღიმილით და მის ბავშვურობაზე მეცინებოდა. ანაბელა წავიდა თუ არა ქუქთან ერთად სახლში წავედი.
ანაბელას pov:
მიუხედავად იმისა, რომ ქუქის სიტყვები მეწყინა არ შევიმჩნიე. 5 საათია რეპეტიციის, შემდეგ საკანში დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი. ანასტასიას დავეხმარე და დავიძინეთ. ძირითადად ჩვენ გვაკისრია მთელი საქმე, რადგან დანარჩენები თითსაც არ ანძრევენ და 24 საათი მანიკურს ისვავენ.ქუქის pov:
სახლში მისვლისთანავე ჯინი ჯიმინთან მივიდა და ყველაფრის გამოკითხვა დაუწყო.-აბა რა ქენი? ქუქმა ნერვებზე აგშალათ? მისი სახე გამოაჩინ...
-ცოტა ნელა მკითხე და ჯერ მშია. -თქვა და სამზარეულოში მყოფ ბიჭებს შეურთდა.
-აბა ეხლა მოყევი. -თქვა ვიმ და ჯიმინმაც ყველაფერი მოუყვა ბიჭებს ქუქის სიტყვების ჩათვლით რის გამოც ჯგუფის მაკნეს ყველამ უსაყვედურა.
-ახალი ამბები მაქვს თქვენთვის.-თქვა ნამჯუნმა.
-აბა რა ხდება?- იკითხა შუგამ სერიოზული სახით.
-ანაბელას საქმე გავარკვიე. მალე ადვოკატები სარჩელს შეიტანენ და მის გამოშვებას მოითხოვენ. დიდი შანსია, რომ გამოუშვან.
-ძალიან კარგი! ანუ მალე ჩვენც გავიცნობთ. -თქვა გახარებულმა თეჰიონმა.
-ხო. უკვე დასავით მიყვარს. სულ იცინოდა დღეს და ქუქსაც გასცა პასუხი.- ჯიმინმა თქვა თუ არა ყველამ დაამშვიდა სახე. მხოლოდ ქუქი იყურებოდა დაბღვერილი.
-დაიშალეთ ღამის 3 საათია. -განაცხადა ჯინმა და ყველანი ოთახებში აგვყარა მიუხედავად იმისა, რომ შუგას გარდა არავის ეძინებოდა. ძილი ოდნავ გამიჭირდა, რადგან ემოციებისა და ჩემი ფიქრებისგან გადავიღალე...