მესამე პირი:
1 კვირა ისე გავიდა ვერავინ ვერ შეატყო. გოგონები კი წესისამებრ საკანში იმყოფებოდნენ და საუბრობდნენ.-ქეთი, ანასტასია და ანაბელ წამოდით დროა. -თქვა ბადრაგმა და სამივე საკნიდან გაიყვანა. სპეციალურად პატიმრებისთვის დამზადებულ პოლიციის მანქანაში ჩასვეს და გზას გაუყვნენ.
გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია. რა ხდება და რას გრძნობენ რთული გასაგები არაა.
ბელა ჩაფიქრებული ზის და იცის, რომ ასე ადვილად არ გამოუშვებენ ციხიდან და იმედი აქვს ქეთი და ანასტასია დააღწევენ თავს. ქეთი უკვე გეგმებს აწყობდა იმის შესახებ თუ რა გიჟობებს ჩაიდენდა გოგონებთან ერთად. ანასტასია კი უბრალოდ არაფერზე არ ფიქრობდა განვლილი წლების გარდა. დამღლელი მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს სასამართლოს შენობასთან. სამი ეს ორივე მხრიდან პოლიციელი ეგდა და თან ბორკილები ედოთ ხელზე. სასამართლოს შენობაში შევიდნენ და სასამართლო დარბაზსაც მიაღწიეს.-იმედია საქმე ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. -თქვა ადვოკატმა და მსჯავდებულებთან ერთად დარბაზში შეაბიჯა. მალევე მოსამართლეც მოვიდა და სასამართლო დაიწყო. უამრავი საუბრის შემდეგ კი მოსამართლეც გავიდა და დანარჩენებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ლოდინიღა დარჩენოდათ.
-თქვენი აზრით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე?-იკითხა ანატასიამ.
-რას და აქედან გაგვიშვებენ. -თქვა ბელამ, მაგრამ მისი სიტყვების თვითონაც არ სჯეროდა.
-ხო და თუ არ გაგვიშვებენ მაშინ ჩემი ბიტით ვცემ.-თქვა ქეთიმ.
-ქეთი სადაც ვართ არ დაგავიწყდეს და რაცარუნდა მოხდეს აქედან მშვიდად გახვალთ აურზაურის გარეშე. -თქვა ბელამ თან სერიოზული და თან ღიმილიანი სახით.
-ნუ ბოდავ გოგო აქედან სამივენი გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კი თავში მოგვივა. -თქვა ქეთიმ და მალევე მოსამართლეც მოვიდა.
-ყურადღება! სასამართლომ მოისმინა ბრალდებულებისა და მოსარჩლის მხარის პოზიციები. ასევე გვაქვს ინფორმაცია თუ როგორ იქცეოდნენ მსჯავრადებულნი. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 მსჯავრდებული ანასტასია და ქეთი სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან, ხოლო ანაბელა კვლავ პატიმრობაში დარჩება შემდეგ სასამართლო მდე, რომელიც 1 თვის შემდეგ გაიმართება. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. -თქვა თუ არა სასამართლო დარბაზი თითქმის სულ დაიცალა.
-აბა ხო გახსოვთ რა გვითხარით?! წადით და თავისუფლებით დატკბით. -თქვა ანაბელმა და დარბაზი კვლავ ხელბორკილებით და 2 პოლიციელთან ერთად დატოვა სასამართლოს შენობა. ის მართალი აღმოჩნდა. "მკვლელის" სტატუსი კვლავ ჰქონდა და ვერ მოიცილა, თუმცა მისი მეგობრები ხო მაინც განთავისუფლდნენ...
ქეთის pov:
დავინახე როგორ გაიყვანეს ანაბელა სასამართლოს შენობიდან. მასთან საუბარიც კი არ გვაცადეს.-რა ჯანდაბაა?! ესაა ყველაფერი კარგად იქნებაო?! ანაბელა ციხეშია და ჩვენ გარეთ. არ მაინტერესებს როგორ, მაგრამ თუ ანაბელს არ გაათავისუფლებენ, რაც შეიძლება მალე შენს გვამსაც კი ვერ იპოვიან.- კბილებში გამოვცერი. ანასტასია კი ხმას ვერ იღებდა.
-მაპატიეთ... შევეცდები ისევ მალე შემოგიერთდეთ მანამ კი გთხოვთ მოთმინება შეინარჩუნოთ. -თქვა ადვოკატმა მე კი მუშტი ჩავცხე.
-გპირდები თუ არ გამოვა ციხიდან განანებ. -ვთქვი და ანასტასიასთან ერთად ჩვენი ახალი მისამართისკენ გავუწიეთ, მაგრამ მანამდე ანაბელა უნდა ვნახოთ.
ანაბელას pov:
ციხეში დამაბრუნეს და კვლავ ჩემს საკანში ამოვყავი თავი. აქამდე ცივი არ მეჩვენებოდა, მაგრამ ეხლა საშინლად ცივია აქ ხომ სრულიად მარტო ვარ.-იმედია მალე გავალ ამ ჯოჯოხეთიდან. -ვთქვი და ისევ ძველ საწოლზე დავწექი.
-ანაბელა მნახველები გყავს.-თქვა ბადრაგმა და მნახველების ოთახში გამიყვანა. იქ კი ჩემი გოგოები დამხვდნენ ს კინაღამ გამჭყლიტეს.
-ანაბელ. აქ არ უნდა იყო ეხლა. იმ ადვოკატს ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს თუ აქედან მინიმუმ 1 კვირაში არ გამოვიყვანს. -თქვა ქეთიმ. მისი დამყარება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ბოლოს წავიდნენ და კვლავ საკანში დავბრუნდი.