ანაბელას pov:
ერთი თვე იმაზე ნელა გავიდა ვიდრე მოველოდი. საშინელი მოწყენილობაა... ქეთი და ანასტასია რაც შეიძლება ხშირად მაკითხავენ ციხეშია რათა არ მოვიწყინო. დღეს სასამართლოა და იმედია დავაღწევ თავს ამ ჯოჯოხეთს. ბადრაგი მოვიდა და ბორკილები დამადო, შემდეგ კი მანქანაში მომათავსეს და სასამართლოში წამიყვანეს.ქეთის pov:
-ანასტასია! სადარის ჩემი ბიტების კოლექცია? -გავყვიროდი სახლში.-მე მაქ. -მითხრა და ძლივს მოათრია ყუთი.
-მადლობა. -ვთქვი და მანქანამდე ჩავიტანეთ, შემდეგ კი უკანა სავარძელზე დავდეთ და საჭესთან მე დავჯექი.
მესამე პირი:
სასამართლო დარბაზში გამაღიზიანებელი სიჩუმე დასადგურებულიყო. ამდენი ხნის შემდეგ ისევ მსჯავდებულის როლი მოერგო ანაბელს და განაჩენს ელოდა. უცებ ვიღაც შავებში ჩაფუთნული ადამიანი ადგა და მოსამართლეს რაღაც დისკი გადასცა. მალევე ჩაირთეს და იქ ასახულმა კადრებმა ყველა შეძრა. კარგად ჩანდა თუ როგორ გამოართვა ქრთამი ადვოკატმა ვიღაც კაცს და თან ეუბნეოდა, რომ ანაბელი ვერ გამოვიდოდა ციხიდან.-სასამართლოს გადაწყვეტილებით ანაბელი განთავისუფლებული იქნება სასამართლო დარბაზიდან. ადვოკატ სუკს კი ჩამოერთმევა ადვოკატის სტატუსი და დაკავებული იქნება მის სასამართლომდე რომელიც გამიმართება 2 კვირაში. -გამოაცხადა მოსამართლემ და დარბაზი დატოვა. სუკს კი ბორკილი დაადეს და წაიყვანეს.
-აიშ! ნახე ვითომ გეხმარებოდა! დავკლავ და გავატყავებ. -გაიძახოდა ქეთი.
-დაწყნარდი რა ქეთ. წამო წავიდეთ ეხლა აქედან. -თქვა ანაბელმა და სამივენი შენობიდან გავიდნენ. მანქანაში ჩასხდნენ და გზაში საუბარი დაიწყეს.
-ისე ნეტა ვინიყო ის ბიჭი? მგონი ანაბელს თაყვანისმცემელი ყავს. -თქვა ქეთიმ.
-დაიწყო ეხლა... არანაირი თაყვანისმცელემელი არ მყავს მე. -თქვა და სხვა თემაზე გადავიდნენ.