მესამე პირი:
ოთახში მხოლოდ 2 ადამიანის მშვიდი სუნთქვა ისმოდა. ქუქს ბელას გვერდით ეძინა და თან ბელა ჩახუტებული ჰყავდა. ბელას კი მშვიდად ეძინა.ამ დროს მისაღებში:
-აბა ქეთი დაიწყე რა ხდებოდა.-თქვა ჯუნმა.-რადგან აქ ჩვენი რომეო და ჯულიეტა არ არიან თავისუფლად მოგიყვებით. -ეშმაკურად ჩაიცინა ქეთიმ და მოყოლა დაიწყო.
-რომეო და ჯულიეტაში ვინ იგულისხმე? -იკითხა გაკვირვებულმა ვიმ.
-ბელა და ქუქი. ეხლა კი არ შემაწყვეტინოთ მოყოლა, რადგან მერე აღარ გავაგრძელებ.-გამაფრთხილებელი ხმით თქვა ქეეთიმ. საპასუხოდ კი მოყევიო ანიშნეს.
-ჯინი და ნამჯუნი კინაღამ დაქორწინდნენ. ნამჯუნმა აიტეხა მეორე ნახევარი მინდაო და ჯინი დაასახელა.-ამაზე ნამჯუნსაც და ჯინსაც თვალები შუბლზე აუვიდათ.
-ხო ვამბობდი ჯინი დედაა ხოლო ნამჯუნი მამა.-თქვა ჰობიმ და მდივნის უკან დაიმალა,რადგან ჯინის მიერ ნასროლი ვაზა აეცილებინა.
-მიდი გააგრძელე მოყოლა.- უთხრა აწითლებულმა ნამჯუნმა ქეთის.
-რადგან ჰობიმ შემაწყვეტინა საუბარი ეხლა მისი ჯერია. ჰობიმ აიჩემა ცხენი ვარო და ცხენის ფორმა ჩაიცვა,შემდეგ კი ვიდეოები და ფოტოები გადამაღებინა რომლებიც მე მაქვს. ჯიმინს ჯემები ვაჭამეთ თნ იმდენი, რომ ჯემის დანახვა აღარ უნდოდა. ვიმ მისი საყვარელი გუჩის ტანსაცმელი გამოიტანა უნდა გავამზიუროო და ყველაფერი ზედ ჩაიცვა. ეხლა კი რომეოს და ჯულიეტას მივხედოთ. ქუქმა ვეღარ მოითკინა და გამწარებულმა უყვირა ბელს, რომ უყვარს. ბელმა კი ასე უბრალოდ დატოვა და ეხლა არაფერიც არ ახსოვს სიმთვრალის გამო. -დაასრულა მონოლოგი ქეთიმ და შუგას წინ მდგარი ყავა ააცალა.
-აჰამ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შენზე და შუგაზე არაფერს იტყვი?-იკითხა გამომცდელად ანასტასიამ რაზეც ქეთის მიერ ნასროლი ბალიში მოხვდა თავში.