ახალი ცხოვრების დასაწყისი ✨

401 52 10
                                    

ამ ორი დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ დედასთან უფრო დიდი დრო გამეტარებინა. ვიცი მასაც გაუჭირდება ჩემს გარეშე, ასევე კასისაც.
    საღამოს 7 საათზე უკვე აეროპორტში ვიყავით.
თინა_ ჩემო ანგელოზო ძალიან მომენატრები. აუცილებლად დამირეკე ხოლმე და მამიკოს მიმიხედე.
ჩამეღიმა. ავხედე ცრემლიანი თვალებით  და ვუთხარი:
კირა_ დედა ყველაზე მეტად მიყვარხარ.
და ჩავეხუტე.
გავიგონე როგორ გამოაცხადეს გაფრთხილება რომ რეისი ტაილანდი-კორეა 15 წუთში გადიოდა.
დედას ფრთხილად მოვცილდი ვაკოცე და თვითმფრინავისკენ დავიძარი. შემოწმება გავიარე და თვითმფრინავში ავედი. ჩემს ადგილას დავჯექი, ფანჯრის მხარეს. ხელჩანთაში ყურსასმენებს ვეძებდი როდესაც  გვერდით  ახალგაზრდა ბიჭი მომიჯდა. მკაცრი და ცივი სახით იყურებოდა. რატომღაც დავიძაბე, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ ყურადღება მუსიკაზე გადამეტანა. ყურსასმენები მობილურს მოვარგე და ფლეილისთიდან Sasha Sloan _ Older ჩავრთე. ყოველთვის, როდესაც ამ მუსიკას ვუსმენ ვმშვიდდები.
ვერც კი მივხვდი, როდის ჩამეძინა სანამ ვიღაცის უხეში შეხება არ ვიგრძენი მკლავზე. გონს მოვედი და მივხვდი რომ იმ ბიჭის მხარზე ჩამძინებია. მან ბოხი და უხეში ხმით მითხრა:
**_ ჩამოვფრინდით და იქნებ გაიღვიძო.
ეს მითხრა, პირპადე გაიკეთა და გასასვლელისაკენ დაიძრა.
ვერაფრის თქმაც ვერ მოვასწარი წამში აორთქლდა. მეც გასასვლელისაკენ დავიძარი. ჩემი ჩემოდანი მოვძებნე და გასასვლელისაკენ გავემართე.
დავინახე მამა, რომელიც ცრემლიანი თვალებით მიყურებდა. გავიქეცი და ჩავეხუტე.
ლი ჩანგი_ მომენატრე ჩემო პრინცესა.
კირა_ მეც მამიკო.
კ.მ_ წამოდი სახლამდე მე მიგიყვან, დაისვენე, მეც ოფისში საქმეები მაქვს მოვაწესრიგებ და საღამოს რესტორანში მინდა ვივახშმო ჩემს შვილთან ერთად.
კირა_ კარგი მამიკო მასე იყოს.
და გავეკრიჭე.
ის სახლი, რომელიც მამამ მიქირავა ბუსანში იყო, რადგან თვითონ იქ მუშაობდა. უნდოდა რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი. გზაში მუსიკებს ვუსმენდით მე და მამა. უცებ ის დრო გამახსენდა, როდესაც დედა და მამა ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდნენ და მთლიანი ოჯახი  ვიყავით. მაგრამ ვიცი რომ მათ ერთმანეთი ისევ უყვართ. ფიქრებში გართულმა ვერც კი მივხვდი, რომ უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით. ლამაზი, ატმისფერი 5 სართულიანი შენობის წინ გააჩერა მამამ მანქანა და მანიშნა მეორე სართულზე.
კ.მ_ ის სახლი შენია ჩემო ლამაზო. შენს გემოვნებაზე მოვაწყვე. 3 თვის როგორც გითხარი უკვე გადაგიხადე.
გამიღიმა.
კირა_ მამა ძალიან დიდი მადლობა. ამიერიდან ჩემს ხარჯებზე მეთვითონ მინდა რომ ვიზრუნო.
მანაც თავი დამიქნია და მანქანიდან გადავიდა. მეც მასე მივბაძე და მამასთან ერთად სახლისკენ გავემართე.
ისეთი მყუდრო და ლამაზი იყოო ნათელი ფერებით და სხვადასხვა დეკორაციებით მორთული. მცენარეებიც ამშვენებდა მისაღებს. მამა დამემშვიდობა და მითხრა რომ 8 საათზე გამომივლიდა.
მე ბარგი ამოვალაგე, რაღაცეები გადავაადგილე და შხაპი მივიღე.
ისე მესიამოვნა დავწექი და ჩამეძინა.
საათ ნახევარში გამეღვიძა და მივხვდი რომ მოსამზადებლად მხოლოს ერთი საათიღა მრჩებოდა. ავდექი, კლასიკურად ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.

მამამ მომწერა, რომ უკვე მოსულიყო და მელოდებოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მამამ მომწერა, რომ უკვე მოსულიყო და მელოდებოდა. ჩავედი და მანქანით ბუსანის ულამაზეს ქუჩებში დავდიოდით.
მივედით რესტორანში. ულამაზესი ნათურებით განათებული, შუშაბანდის იქით ულამაზესი ინტერიერი მოჩანდა.
მე და მამა შეკვეთილ მაგიდას მივუსხედით და ძველი ამბების გახსენება დავიწყეთ. ღამით საშინლად დაღლილს და დაქანცულს მკვდარივით ჩამეძინა.

ესეც მეორე თავი. დააVOTEთ და დააკომენტარეთ, თქვენი თითოეული კომენტარი ჩემთვის სტიმულია. მადლობა💜✨🌹💞🌿🌙

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Where stories live. Discover now