პ რ ო ლ ო გ ი

475 43 6
                                    

კირა მანობანი. 19 წლის გოგონაა, დედით ტაილანდელი, მამით კორეელი. ცხოვრობს ტაილანდში მოსიყვარულე დედასთან თინა  და თავის კატა კასისთან ერთად. მამა ლი ჩანი  კი კორეაშია, პატარა კომპანიას მართავს.
კირა საშუალო სიმაღლის გოგონაა, განსხვავებული გარეგნობით:
ღია ყავისფერი თმა, მარწყვისფერი ტუჩები, ნაზი ნაკვთები და ვარდისფრად შეფერილი ლოყები.

კირა საშუალო სიმაღლის გოგონაა, განსხვავებული გარეგნობით:ღია ყავისფერი თმა, მარწყვისფერი ტუჩები, ნაზი ნაკვთები და ვარდისფრად შეფერილი ლოყები

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

ის 19 წლის ახლახანს გახდა 7 აპრილს და უნდა რომ მამასთან, კორეაში გააგრძელოს ცხოვრება. მისი ოცნებაა გახსნას სახელოსნო სადაც ხელნაკეთ ნივთებს, ნახატებს და ათას წვრილმანს  დაამზადებს.
კირა'ს POV:
დილით ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. წამოვდექი და საათს დავხედე 11 საათი იწყებოდა. ამ დროს კასი(კატა) ჩემს საწოლზე ამოძვრა და მოსაფერებლად მომეტმასნა. ისე მიყვარს შემიძლია მთელი დღე მასთან ერთად გავატარო, მითუმეტეს მაშინ როცა კრუტუნებს ყველაზე საყვარელია.
მაშინ როდესაც საწოლიდან წამოვდექი და აბაზანაში ვაპირებდი შესვლას დედაჩემმა შემოყო თავი ოთახში.
თინა_ ჩემო ანგელოზო უკვე გაგიღვიძია, მიდი შხაპი მიიღე, მე კი მანამდე საუზმეს(მემგონი რომ საუზმე ქვია ხდ) მოგიმზადებ.
კირა_ კარგი დე, 20 წუთში გამოვალ.
მივაძახე და სააბაზანოში შევვარდი. ყოველი შხაპის მიღების დროს მუსიკებს ვრთავ. ამჯერად ფლეილისტიდან Chase Atlantic - into it ჩავრთე. 20 წუთში მართლაც რომ უკვე მზად ვიყავი. წითელი ტოპი, შავი შორტი და  შავი დაბალყელიანი ვანსები ჩავიცვი.
სახლი ორ სართულიანი პატარა და მყუდროა. დედაჩემი დიზაინერია და არაჩვეულებრივი, გემოვნებიანი, დახვეწილი გემოვნება აქვს. მეც მან მიბიძგა დიზაინერობისკენ, მან მასწავლა ხატვაც.
კიბეებზე კასისთან ერთად ჩავდიოდი, თან ვღიღინებდი ჩემთვის. დედა გაზქურასთან იდგა, მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე, შემდეგ კი მაგიდასთან დავსხედით და ვისაუზმეთ. თან ჩემს სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით.
მინდოდა კორეაში მამასთამ წასვლა, რადგან უკვე 19 წლის ვარ ოფიციალურად ყველაფრის უფლება მქონდა. იქ სახელოსნოს გახსნა მინდოდა ჩემივე ხარჯებით. საუბრის დროს დედას მობილურზე მამამ დაურეკა:
ლი ჩანგი_ დილამშვიდობის ჩემო პრინცესებო. ძალიან მენატრებით.
კ.დ' (კირას დედა) კირა_ ჩვეენც.
ლ.ჩ_ კირა შენთვის კარგი ამბავი მაქვს. როგორც დაგპირდი ჩემთან კორეაში წამოგიყვან, 2 დღე მოსამზადებლად მემგონი გეყოფა, პატარა ორ ოთახიანი ბინა გიქირავე 3 თვის უკვე გადავიხადე, ამიტომ ამაზე არ ინერვიულო. თინა ვიცი მის გარეშე გაგიჭირდება, მაგრამ ის უკვე დიდი გოგოა.
კ.დ_ კარგი ამბავია ნამდვილად, არვიცი ჩემი ანგელოზის გარეშე რა  მეშველება. ბავშვს კარგად მიმიხედე თორემ არ ვიცი რას გიზავ.
მათ ასეთ საუბარზე ყოველთვის ვიცინოდი. იმდენად მიხაროდა, რომ ხელები მიკანკალებდა. დედას დატოვება არმინდოდა, არც კასის. მაგრამ დროა ჩემს ცხოვრებას მივხედო.
დედას ვაკოცე და ოთახში ავირბინე. დავიწყე ტანსაცმლის გადარჩევა, რა წამეღო და  რა დამეტოვებინა. კომფორტული ტანსაცმელი ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს, კაბებს იშვიათად ვიცვამ.
ამსაღამოს მე და დედა საყიდლებზე წავალთ და ყველაფერს შევიძენ რაც მჭირდება. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს როცა კორეაში ჩავალ და მამას მოვინახულებ.

ესეც პირველი თავი.... 💜 დიდი არ არის რადგან მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგრძელო თუ არა 😄 ყველანაირ შენიშვნას მივიღებ! ♥️ ✨

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang