▪️გამოცდა▪️

324 35 21
                                    

ოთახიდან გასვლა მინდოდად. თე მამშვიდებდა, ძალიან საყვარელი იყო. 15 წუთში კარები ჯინმა შემოაღო.
ჯინი_ კირა, თე. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ. კირა მისალაგებელია მისაღები ოთახი, სისხლითაა დასვრილი იქნებ მიხედო?
კირა_ კარგი ჯინ.
ჯინი ოთახიდან გავიდა.
თე_ მისმინე, შემიძლია მე მოვწმინდო იქაურობა თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია.
კირა_ თე მადლობა, მაგრამ შემიძლია მასეთი სუსტიც არ ვარ.
ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მამაც ასე დაჭრეს 8 წლის წინ. მაშინ 11 წლის ვიყავი. საავადმყოფოში არ მიდიოდა, ვერც კი ვხვდებოდი რატომ. შემდეგ დედა და მამა გაეყარნენ. მიზეზი კი 2 წლის წინ გავიგე. ეს კი ჩემმა მშობლებმა არ იცინ.
თეს ძახილმა გამომაფხიზლა.
თე_ კირა არ მოდიხარ??
კირა_ აჰჰ ხო ახლავე, რაღაცაზე ჩავფიქრდი.
თე_ ვიცი რომ სუსტი არ ხარ.
გამიღიმა.
ქვევით სრული ქაოსი იყო. ჯიმინი არსად არ ჩანდა არც ნამჯუნი და ჯინი. მხოლოდ ქუქი, ჰობი და შუგა იყვნენ. სკამებზე ისხდნენ ჩაფიქრებულები.
შუგა_ კირა გთხოვ ეს ყველაფერი მიალაგე და როდესაც ყველაფერს მორჩები ჩემს ოთახში ამოდი.
გაკვირვებულმა მხოლოდ თავი დავუქნიე. შემდეგ ბიჭებს გადავხედე. ისინიც გაკვირვებულები ჩანდნენ. ყველაფრის ალაგება და გაწმენდა დავიწყე. ჰობი და ქუქი მეხმარებოდნენ. ჩვენს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა. ალბათ, იმიტომ, რომ ეშინოდათ კითხვები არ დამესვა. მე ჩუმად ვიყავი და არ ვაპირებდი არაფრის კითხვას.
ყველაფერი ავალაგე და მეორე სართულზე ავედი. შუგას კარზე დავაკაკუნე. იქიდან კი შუგას ხმა მომესმა "შემოდი".
კირა_ მოვედი, რაიმის თქმა გინდოდა?
შუგა_ არცერთისთვის კითხვა არ დაგისვამს. გამიკვირდა, მეგონა კითხვებს მოგვაყრიდი და ნერვებს უფრო აგვიშლიდი.
ის სარკაზმულად მელაპარაკებოდა.
შუგა_ ნუთუ არ გაინტერესებს რა მოხდა. სად ვიყავით? ან, არვიცი, მომხდარმა შეგაშინა, მაგრამ ისე არა, რომ გული წაგსვლოდა ან ისტერიკა გაგემართა, ისე როგორც ჩვენმა წინა მოსამსახურემ გააკეთა. იცი თავიდან არ მომწონდი, ნუუ არც ახლა მომწონხარ დიდად, მგონია რომ ჩვენთვის დიდ სადრთხეს წარმოადგენ, მაგრამ ნამჯუნი ასე არ ფიქრობს, ის იძახის რომ ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებული ხარ.
თვალებში შემომხედა და ელოდებოდა რას ვეტყოდი.
კირა_ ვხედავ, რომ საიდუმლოებებით ხართ სავსე თითოეული თქვენგანი. ვცდილობ თქვენს საქმეში არ ჩავერიო, როგორც მითხრეს. მე ადრეც მინახავს მსგავსი სიტუაცია.
ხმა დამეძაბა, არვიცოდი გამემხილა თუ არა ის რასაც აქამდე ვმალავდი.
კირა_ 8 წლის წინ მამაც მხარში დაჭრეს, ზუსტად ასე. მაშინ მხოლოდ 11 წლის ვიყავი. მახსოვს როგორ შემეშინდა, ის საავადმყოფოში არ მიდიოდა, მაშინ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ორი წლის წინ კი გავიგე, რომ ადრე მამა რაღაც ბანდის წევრი იყო. ეს ყველაფერი კი 5 წლის წინ დაამთავრა.
ხმა მიკანკალებდა, შუგა გაკვირვებული მისმენდა, მისი გაოცება შევძელი.
შუგა_ ძალიან საინტერესო ხარ. არვიცი იქნებ ჯუნი მართალია. არვიცი, არვიცი. დაგტოვებთ თუ არა ამას მერე გადავწყვეტთ. ახლა კი გადი იმაზე მეტი მოვისმინე ვიდრე ველოდი. ჯიმინზე არ ინერვიულო, მისთვის ეს ახალი რამ არაა.
ოთახი შოკირებულმა დავტოვე. ჯიმინზე ვფიქრობდი, მისთვის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ისინი სახიფათო საქმეებს ასრულებენ. ქვემოთ ჩავედი არავინ იყო, უკვე საღამოვდებოდა. ჰობის კარებთან ვიდექი, როდესაც კარი უცებ გაიღო და რამის ჯინს დავეტაკე.
ჯინი_ აჰ კირა შემაშინე. ჰობისთან მოხვედი? მოდი შემოდი.
ჰობი_ მოდი კირა.
კირა_ ისაა ტაქსის გამოძახება მინდა, მაგრამ მისამართი არ ვიცი დაა იქნებ დაეხმარო. არმინდა შეგაწუხოთ ისედაც ასეთ მდგომარეობაში ხართ.
ჰობი_ კირა შეგიძლია ამაღამ აქ დარჩე თუ გინდა. ეს პრობლემა არ იქნება, ცარიელი ოთახიც გვაქვს, სტუმრებისათვის.
კირა_ თქვენ რა სტუმრებიც გყავთ ხოლმე?
გაგვეცინა ორივეს.
კირა_ კარგი ამაღამ აქ დავრჩები.
ამ დროს კარები ჯიმინმა შემოაღო.
ჯიმინი_ ჰობიი გთხოვ კირა სახლამდე მიაც....
გაანალიზა რომ ჰობი მარტო არ იყო.
ჰობი_ კირა ამაღამ ჩვენთან რჩება.
და გაუღიმა.
ჯიმინი_ აჰამ, გასაგებია. კარგია.
შემომხედა. ვცდილობდი არ გამღიმებოდა.
კირა_ მიხარია, რომ კარგად ხარ.
ჯიმინი_ აჰ მადლობა კირა.
ჩემი სახელი უცნაურად წარმოთქვა, ან უბრალოდ მე მომესმა ასე.
ჰობი_ ჯიმინ ვიცი დაშავებული ხარ მაგრამ სიარული შეგიძლია ასე, რომ კირა "თავის" ოთახამდე მიაცილე.
წარბები ეშმაკურად აათამაშა.
ჯიმინი_ აჰ ჰობიი. წამოდი კირა "შენს" ოთახამდე მიგაცილებ.
მეც უხმოდ გავყევი. ჰობის გაყოლებაზე მეორე ოთახი იყო. კარები ჯიმინიმ შეაღო. შესვლას ვაპირებდი, როდესაც ჯიმინმა ხელი დამიჭირა და შემაჩერა.
ჯიმინი_ კირა, ვიცი დღეს დაიბენი, მაგრამ პასუხებს აუცილებლად მიიღებ. ახლა კი დაისვენე და მომხდარზე არ იფიქრო. მე შენს წინ, აი ამ ოთახში ვარ, თუ რამე გამაღვიძე.
კირა_ მადლობა ჯიმინ. თუ ხელი აგტკივდეს გამაღვიძე.
თვალი ჩავუკარი, მან კი ეშმაკურად გამიღიმა. დავინახე, როგორ გაუჩინარდა თავის ოთახში. მეც ჩემს ოთახში შევედი, ძალიან ლამაზი იყო. შხაპის მიღება მინდოდა, მაგრამ მე ხომ სახლში არ ვიყავი. ამიტომ დავწექი და დაძინება გადავწყვიტე.

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz