ჯიმინი_ კირა მანობან ცოლად გამომყვები?
ამ სიტყვების გაგონებაზე, გულმა საშინლად დაიწყო ფეთქვა. თითქოს სამყარო გაჩერდა.
კირა_ კიიიიიი!
ჩიმჩიმმა ბეჭედი ამოიღო და თითზე მომარგო. როგორც კი ეს მოხდა, აფეთქების ხმა გავიგე და მივხვდი რომ ეს ფეიერვერკი იყო, ჯიმინს მკერდზე ავეკარი, ლურჯ ცაზე ულამაზესი იყო სხვადასხვა ფერის ფეიერვერკი. ლეა და ქუქიც ჩახუტებულები იდგნენ, დანარჩენები კი შამპანურს სვამდნენ.
ჯიმინი_ ყველაფერს მირჩევნიხარ!
თვალებში ჩავხედე და ვუპასუხე:
კირა_ მეც.
და ვაკოცე. შეძახილებით აგვიკლეს.
ბიჭებმა მოგვილოცეს, დაგვლოცეს ნუ მოკლედ ბედნიერება გვისურვეს.
ლეა_ სიძეე ჩემს გოგო მიხედე.
ჯიმინი_ გპირდებით მადამმ!
შუგა_ ძალიან ბანალურად ჟღერს მაგრამ ძალიან მიყვარხართ.
თაე_ ვაიმეე შუგა მოდი აქქ!
თაე შუგას მიეწება, შუგამ კიდე წვალება დაუწყო. ასეთი არასდროს მინახავს.სანაპიროზე ნახევარსაათში დავბრუნდით. მე და ჯიმინი ერთ ოთახში მოვთავსდით. ოთახიში სასიამოვნო აურა იყო, სანთლები.... ვათვალიერებდი და ამ დროს ჯიმინიმ წელზე ხელები შემომხვია.
ჯიმინი_ პატარავ დაიღალე?
კირა_ ჰო ცოტათი, შენ?
ჯიმინი_ ჰო მეც, მაგრამ....
მაცდურად გამომხედა.
შემოვტრიალდი,ხელები კისერზე შემოვაწყვე, მან კი თეძოებზე მომკიდა და ხელში ამიყვანა. კოცნა ვნებიანი და საოცარი იყო. საწოლზე ნელა და ფაქიზად დამაწვინა, შემდეგ კი ტანსაცმლის გახდა დაიწყო....
(აღარ გავაგრძელებ.... მიხვდით ხდდ)5 დღის შემდეგ.
დილის 10 საათია და სასადილოში ვარ მარტო, მომშივდა რაღაც სასწაულად. მენიუს გადავხედე. ბრინჯი და ქათამი ავირჩიე. ვჭამე და ის იყო უნდა გავსულიყავი რომ ტელეფონმა დამირეკა. დედა. ღმერთო როგორ მომენატრა. სწრაფად დავაჭირე ღილაკს და მონატრებული ხმა გავიგონე.
თინა_ ჩემო გოგო....
კირა_ დედაა... ყველაფერი რიგზეა? რატომ გაქვს ასეთი ხმა?
თინა_ მეე... მეე ძალიან დაუცველი ვარ. გუშინ სახლში ვიღაც იყო, წერილი დატოვა....
კირა_ რააა? დედა სასწრაფოდ კორეაში უნდა ჩამოხვიდე! ახლავე იყიდე ბილეთი და მეც დავბრუნდები.
თინა_ კი მაგრამ ასე ჰო დასვენებას ჩაგიშხამებ.
კირა_ დედა!
თინა_ კარგი კარგი, როგორც კი ჩამოვალ დაგირეკავ. მიყვარხარ.
კირა_ მეც დე.
ტელეფონი გავთიშე და ოთახისკენ ავიღე გეზი. გულის რევის შეგრძნება მაქვს, ჯანდაბა, თავბრუც მეხვევა, ახლა დავეცემი. იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ხარბად ვსუნთქავდი. ოფლი მასხავდა. ვიღაც მომიახლოვდა, ავიხედე და ჯინი დავინახე.
ჯინი_ კირაა კარგად ხარ?
კირა_ არ ვიცი არა.
ჯინი_ წამოდი მე წაგიყვან.
თავი დავუქნიე და ნება მივეცი ხელში ავეყვანე. ოთახში ჯიმინი და ქუქი იყვნენ, დანარჩენები კი საცურაოდ იყვნენ გასულები.
ჯიმინი_ რახდება, რა მოუვიდაა.
კირა_ ჩიმ კარგად ვარ, უბრალოდ თავბრუ მეხვევა მეტი არაფერია.
ჯიმინი_ წყალს მოგიტან.
ქუქი_ მასთან იყავი მე მოვუტან.
კირა_ ჯიმინ, დედაჩემს უთვალთვალებენ, გუშინ სახლშიც შეიჭრა ვიღაც, ვუთხარი რომ კორეაში ჩამოვიდეს.
ჯიმინი_ ჩემო პატარა ჩვენ დავიცავთ მას არ ინერვიულო.
შუბლზე მაკოცა. ქუქიმ წყალი მომაწოდა დავლიე და გავუღიმე.
კირა_ უკეთესად ვარ მართლა. ჯინ იქნებ დანარჩენებს უთხრა რომ ბარგის ჩალაგება დაიწყონ?
ჯინი_ კარგი. ქუქ წამოხვალ?
ქუქი_ კიკიი.
ŞİMDİ OKUDUĞUN
🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃
Hayran Kurguკირა მანობანი, რომელიც საცხოვრებლად კორეაში გადადის, რათა აიწყოს კარიერა. მას საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში უწევს მუშაობა, სადაც 7 ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ისიმი შენიღბული კრიმინალები არიან. ამის შესახებ კი კირას წარმოდგენაც არ აქვს.... ✨🌙☀️🌹