▪️ სეული▪️

274 38 7
                                    

მე და ქუქი სახლში მისულები ბიჭებს ველოდებოდით. აი, ისინიც მათი მანქანა ელვისებური სისწრაფით ეზოში შემოვარდა, გაჩერდა და იქიდან გახარებულები გადმოვიდნენ, განსაკუთრებით ჰობი.
ქუქი_ ესეც ასეე, ჩვენმა გოგომ კარგად გაართვა თავი პირველ დავალებას!
შუგა_ ჰო ასეა, ყოჩაღ კირა, ახლა ნამდვილად მომწონხარ.
კირა_ რა პატივიაა.
ვიცინოდით და თან ერთმანეთს ვულოცავდით.
    გამოვიცვალე და ცხელი აბაზანა მივიღე. კომფორტულად ჩავიცვი, ჯინსის შორტი და თეთრი გრძელი მაისური. თმა სველი მქონდა, არ გავიშრე, რადგან ზაფხულია და არ ცივა, თან დამეზარა. ქვემოთ ჩავედი. მისაღებში ვიდეოთამაშებს შუგა და თაე თამაშობდნენ. სამზარეულოში კი ჯინი და ქუქი იყვნენ, ჯინი საჭმელს აკეთებდა, ქუქი კი ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
კირა_ ბიჭებო დანარჩენები სად არიან?
თაე_ ქვემოთ სპეცოპერაციის ოთახში, თუ გინდა ჩადი.
კირა_ ჰოო?
შუგა_ შენ უკვე ჩვენიანი ხარ მიდი ჩადი მოგვშორდი.
კირა_ წადი შენი მინ იუნგი!
დავეჭყანე და კიბეებზე დავეშვი. ჰობის ლაპარაკი მესმოდა, როგორ აჯამებდა დღევანდელ დღეს. როდესაც დამინახეს მომაშტერდნენ.
კირა_ არ უნდა ჩამოვსულიყავი? კარგი წავალ.
ჯიმინი_ არა არაა მოდი აქ.
ჯუნი_ უბრალოდ ასეთ ფორმაში პირველად გხედავთ.
კირა_ და როგორ ფორმაში ვარ?
ჰობი_ დაივიწყე, მშვენივრად გამოიყურები. მოდი აბა შენი ემოციები გაგვიზიარე.
და შემომანათა თავისი ღიმილი.
მე ერთერთ მაგიდაზე დავჯექი. წინ ჰობი დამიჯდა, მოშორებით ჯიმინი იდგა, მის გვერდით კი ჯუნი იდგა. ელოდებოდნენ რას ვიტყოდი.
კირა_ ძალიან მაგარი იყოოოოოო!
ვიყვირე.
კირა_ მე და ქუქი ძალიან მაგრად გამოვიყურებოდით, თავი ფილმში მეგონა, მერე როგორ შევიპარეთ კაბინეტში და ჭაღში დამალული ჩიპი რომ ვიპოვნეთ.
ჰობიმ ჩაახველა.
კირა_ ნუ იპოვა. შემდეგ ლეა და ქუქი რომ დავინახე, მინდოდა გამეცინა ბოლო ხმაზე, მაგრამ თავი მოვთოკე და მემგონი ყველაფერი კარგად გამოგვივიდა არა?!
ჯიმინი_ შესანიშნავად!
ჯუნი_ ჰო მეც კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ისევე როგორც ალბათ ყველა. სანამ მოვიდოდით ჯეის გადავეცით უკვე ჩიპი 5 დღეში თანხა დაჯდება ანგარიშზე. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძვირი ღირს ჩიპი ყველას, თითოეულს მხოლოდ 70,000 შეხვდება.
კირა_ ღადაოობ ჰო? მაგარიაააა. სულ არაფერს ჯობია. თან ცოტაც გავერთეთ.
ჰობი_ ნუ კირა მართალია, თან ფული უკვე საკმარისად გვაქვს არა ნამჯუნ?
ბოლო სიტყვები გამოკვეთა. ვერ მივხვდი რატომ.
ნამჯუნმა ცერად გახედა. ჯიმინი ჩემთან მოვიდა.
ჯიმინი_ წამოდი თმებს გაგიშრობ.
კირა_ აჰ არმინდა იყოს.
ჯიმინი_ მემგონი დაგავიწყდა რომ ჩემთვის უნდა გაგაშრო.
კირა_ ვერ გიტან, კარგი წამო.
მაგიდიდან უნდა ავმდგარიყავი, როდესაც ჯიმინიმ ზურგზე გადამიკიდა და ისე აირბინა კიბეები.
კირა_ დაამსვიიიი! დამსვიიი იდიოტოოოიიი.
ჯიმინი_ ნუ ფართხალეეებ, თორემ დამივარდები.
კირა_ თაეეეეე მიშველეეეე, შუგააააა!
შუგა_ წადი შენი!
კირა_ ვერ გიტანთ.
ქუქი_ ჩვენც გვიყვარხარ!
ჯიმინიმ ჩემს ოთახში შემიყვანა და დამსვა.
კირა_ მადლობა ღმერთს.
ჯიმინიმ ეშმაკური მზერით შემომხედა.
ჯიმინი_ თმის საშრობი აქ გაქვს?
კირა_ აი აქაა, აიღე.
საშრობი გავუწოდე და უზურგო სკამზე მოვკალათდი. ჯიმინი მომიახლოვდა და ჩემი თმის გაშრობა დაიწყო, ღმერთო რა საყვარელია. ერთობოდა, ხან წინ დამიდგებოდა, ხან უკან, ცდილობდა არ მოეწიწკნა, მიფრთხილდება? ჩემი ჩიმჩიმი.
მან საშრობი გამორთო. ჩემს წინ ჩაიმუხლა და თვალებში მიყურებდა. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით, შემდეგ მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა. ტუჩები შუბლზე მომაწება, გაჩერდა, შემდეგ მომცილდა.
ჯიმინი_ დაიძინე ალბათ დაიღალე, თან გვიანია.
კირა_ დარჩი.
ჯიმინიმ გაკვირვებულმა შემომხედა.
კირა_ ცოტახანი აქ იყავი, სანამ არ ჩამეძინება.
პატარა ბავშვივით ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე.
ჯიმინი_ აჰ პატარავ, რაიყო ჰო არ გეშინია?
მე ავდექი და საწოლზე დავწექი ისიც გვერდით მომიწვა, ისე რომ ჩვენს შორის პატარა დისტანცია დატოვა. თმებზე მეფერებოდა, მე კი ფანჯარაში ვიყურებოდი და მთვარეს შევცქეროდი. მთვარე ბავშვობიდან მიყვარდა, მისი სიკაშკაშე ბნელით მოცულ დედამიწაზე ყველაზე ნათელია. ფიქრებში წასულს ჩამეძინა.

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Where stories live. Discover now