▪️ JUNGSHOOK ▪️

259 31 7
                                    

დიდი ხანი ვიწექი საწოლში. სადღაც 2 საათზე ავდექი, სახე თბილი წყლით დავიბანე, თხელი ნაჭრის შარვალი ამოვიცვი და ტოპიც ჩავიცვი. საწოლზე დავწექი და დედას დავურეკე, როგორ მომენატრააა.
ზარი გადიოდა, ის კი არ მპასუხობდა.
დედა_ კირააააა! როგორ ხარრ ჩემო ლამაზო?
კირა_ დე! კარგად შენ როგორ ხარ, კასი როგორაა?
დედა_ მე კარგად ვარ, კასისაც არაუშავს, შენ რომ წახვედი საჭმელს ნორმალურად არ ჭამდა. მამა როგორაა რაშვება?
კირა_ არაუშავს სულ კომპანიაშია, კაი ხანია არ მინახავს.
დედა_ რაქენი სახელოსნოსთვის ფულს აგროვებ?
დავიბენი უცებ და მერე გამახსენდა, რატომ დავიწყე საერთოდ მუშაობა, მეკიდე სახლებს ვძარცვავ.
კირა_ ააა ჰოო კიი, როგორ არა.
დედა_ ჰოო კარგია. კირა ახლა გავდივარ სუზი უნდა ვნახო, ჩემი მეგობარი ჰოიცი?
კირა_ კიკი ვიცი მიდი გკოცნიი!
გავუთიშე და საწოლზე გადავწექი. კარზე კაკუნია.
კირა_ შემოდიიით.
მეგონა ჰობი ან თაე იქნებოდა.
ჯიმინი_ შუადღე მშვიდობის!
მე გავსწორდი, ისეთი წამოვხტი თავბრუ დამეხვა.
კირა_ აჰ ჯიმინი მოდი.
მან კარები მიხურა და საწოლზე ჩამოჯდა, თან მათვალიერებდა.
ჯიმინი_ კირა დღეს თავისუფალი ვარ და იქნებ ამ საღამოს სადმე გავსულიყავით?
კირა_ შენ რა პაემანზე მპატიჟებ?
ჯიმინი_ ნუუ შეიძლება ასეც ითქვას.
ისე საყვარლად გაიღიმა, თავი ვერ შევიკავე და ჩავეხუტე.
ჯიმინი_ ჰეიი პატარაავ დამშვიდდი.
კირა_ მე შენი პატარა არ ვარ.
და გამოვეცალე, თან ვუღიმოდი.
ჯიმინი_ ამაღამ ვნახავთ!
წარბები აათამაშა.
კირა_ ვნახოთ!
და სიცილი დავიწყეთ.
კარები გაიღო და ჰობი შემოვიდა, ჩვენ სიცილი შევწყვიტეთ.
ჰობი_ უიი ისაა ვაიმეე ბოდიშით გვრიტებო, იქნებ ქვემოთ ჩამოხვიდეთ ნამჯუნს საქმე აქვს.
ჯიმინი_ ჰობი აორთქლდი ახლავე და ჩამოვალთ 5 წუთში.
ჯობი_ ავვვვვვ კარგით.
ჰობი გავიდა, ახლა ჯიმინი მე მომიბრუნდა.
ჯიმინი_ თუ დღეს დავალება მოგვცეს ჯეის ნაკუწებად ვაქცევ.
ხითხითებდა.
კირა_ არაუშავს პატარავ!
საწოლიდან ავდექი და კარებისკენ წავედი. კარები გავაღე და უცებ ჯიმინიმ ცალი ხელით დახურა. მის ხელებს შორის მოვექეცი. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. ცდუნებას ვერ გავუძელი და მის ტუჩებს დავაცხრი. ისიც კოცნით მპასუხობდა, ტუჩზე მიკბინა, ამაზე ამოვიკნავლე. ჯიმინს გაეღიმა, კოცნა შეწყვიტა.
ჯიმინი_ რა მოუთმენელი ხარ. წამოდი ჩავიდეთ, თორემ ცოცხლად დაგვმარხავენ.
კირა_ ჰო წამო.
ქვემოთ მარტო შუგა იყო.
შუგა_ დიდება ღმერთს! წამოდით ქვემოთ არიან სარდაფში.
ქვემოთ ჩავედით, ყველა სერიოზული სახით იჯდა.
ნამჯუნი_ ახლა ყველამ ყურადღებით მისმინეთ. ჯეიმ კუთვნილი თანხა დროზე ადრე ჩაგვირიცხა, დღეს პატარა დავალება გვაქვს 3_4 საათი არც გვინდა. მოკლედ, იცით ბატონ კიმს ვისაც ჰქონდა ჩიპი, მის ქალიშვილს ლეას უთვალთვალებენ. ბატონი კიმი მთავრობის კაცია, მას დიდი პრიორიტეტი აქვს, არ უნდა გახმაურდეს ეს ამბავი. ვიცით რომ ჯეი დაფარული სახელით მოძრაობს საზოგადოებაში, ბატონმა კიმმა მას სთხოვა დახმარება, რომ თავიდან მოაცილოს მის ქალიშვილს ის ვინც უთვალთვალებს. 2 მილიონს გადაიხდის. დღეს მას უნდა ვუთვალთვალოთ, შუგა მის პირად მონაცემებს გაარკვევს, ლეას დაცვა გააძლიერეს. სახლიდან არ უშვებენ. საღამოს 7 ისკენ იმედი მაქვს ყველაფერს მოვრჩებით. გასაგებია ყველაფერი?
ჯიმინი_ კი გასაგებია მაგრამ ადრე რომ ეთქვათ უფრი ჯობდა ვიდრე შუადღის 3 საათზე.
ბუზღუნა.
ჯინი_ როდიდან განაღვლებს დრო?
მე დაუფიქრებლად წამოვიძახე.
კირა_ პაემანზე მიდის!
ბიჭები_ რააა?
ჯიმინი_ მივდივართ!
შემისწორა.
ბიჭებმა ხმადაბალი "ოოოო" ამოუშვეს.
ჯანდაბა ვიცი ახლა ჭარხალს ვგავარ.
კირა_ ჰორაიყო არ შეიძლება?
ჯინი_ დიახაც რომ შეიძლება, ჩვენ დავრჩებით ასე შინაბერები..
ჯუნი_ კარგით, 7 საათამდე მოვრჩებით არ იდარდოთ. ახლა გაემზადეთ უკვე გავდივართ. ქუქ, კირა თქვენ პირპადეები გაიკეთეთ, ლეა უნდა მოვინახულოთ, გავაფრთხილოთ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას და რჩევები მივცეთ. ჩვენ არამგონია ვახსოვდეთ.
დავიშალეთ და მზადება დავიწყეთ. როფორც ჯუნმა გაგვაფრთხილა მე და ქუქიმ შავი პირბადეები გავიკეთეთ. ჩექმაში ჩავმალე პატარა დანა, ყოველი შემთხვევისთვის, ტყავის ხელთათმანები ჩავიცვი და ქუდი დავიფარე, თმა კი ჩავიწანი. მანქანაში ჩავსხედით ყველა, ქუქის და ჯიმინის გარდა. ისინი მოტოზე ისხდნენ, ღმერთო ჩემო ჯიმინი ისეთი ცეცხლიააა! ისინი ჩვენზე წინ მიდიოდნენ, სეულში შევედით და გუშინდელი დღე გამახსენდა. კიმების სახლში უამრავ დაცვას მოეყარა თავი. მანქანიდან გადავედით, დაცვამ კარი გაგვიღო. სახლში შევედით, მისაღებში მის კიმი, ბატონი კიმი და ლეა იყვნენ დაცვასთან ერთად, შეშფოთებულები ჩანდნენ.
ჯუნი_ მოგესალმებით, შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ! თქვენს ქალიშვილს ყველანაირი ძალებით დავიცავთ. მინდა უსაფრთხოების საკითხებზე ვისაუბროთ.
სანი_ დასხედით თუ შეიძლება, ჩვენ ყურადღებით გისმენთ.
მე და ქუქი ვცდილობდით თვალში არ მოვხვედროდით სანის და ლეას. დაფარულ სახელებს ვიყენებდით ქუქს როგორც ჯეონს ისე მივმართავდით, მე კი უბრალოდ კიმი.
ჯინი_ ლეა შეეცადეთ, რომ ფანჯრებს არ გაეკაროთ, ნურც ტელეფონს გამოყენებით და კომპიუტერს, შეიძლება თვალთვალი დაგიწყონ.  იუნგი გამოცდილი პროგრამისტია, ის ამ საქმეს მიხედავს, სახლში დაცვის გარდა არავინ თუ არ შემოვა უკეთესი იქნება. არც მოახლე და არც ვინმე ნაცნობი. ბატონო კიმ თქვენ პოლიტიკოსი ხართ და ბევრი მტერიც გყავთ, შეეცადეთ მარტო არ იაროთ. არც ხალხმრავალ ადგილას გახვიდეთ. მემგონი ყველაფერი გასაგებია.
ბატონი კიმი_ დიდი მადლობა ბიჭებო.
მე ჩავახველე. ყველამ ჩემსკენ გამოიხედა, დაცვამაც კი.
ჰობი_ ის გოგოა.
ბ. კიმი_ მომიტევეთ.
კირა_ არაუშავს.
ხმა შეევეცადე შემეცვალა.
ჯუნი_ ჯეონ და იუნგი თქვენ ლეა თავის ოთახში აიყვანეთ, იუნგი შენ ტექნიკას მიხედე, ჯეონ შენ უსაფრთხოების მიზნით გაყოლებ.
თვალი ჩაუკრა. დანარჩენებმა სახლი დაათვალიერეთ შეიძლება სადმე მოსასმენი იყოს დამონტაჟებული ან კამერა!

ქუქის POV:
მე და შუგამ ლეა თავის ოთახში ავიყვანეთ. დიდი ოთახი იყო, ამავდროულად კარგად მოწყობილი. შუგა კომპიუტერს მიუჯდა და უსაფრთოების აპლიკაციების ჩამოტვირთვას შეუდგა. ლეა პატარა სავარძელზე იჯდა, მე კი მის პირდაპირ ვიდექი. ლეას სახეზე ნერვიულობას ვამჩნევდი, შავი შარვალი თეთრი ზედა და წითელი შემოსაცმელი ეცვა, სახეზე მაკიაჟი არ ესვა და მაინც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ლეა გვაკვირდებოდა, ვცდილობდი თვალებში არ შემეხედა.
შუგა_ მე დავასრულე, ჯეონ შენ აქ დარჩი, ყოველი შემთხვევისათვის.
მე თავი დავუქნიე.
ლეა ადგა, ფარდები უნდა გაეფარებინა.
ქუქი_ ლეა ფანჯარას არ მიეკარო!
ის გაშეშდა და ნელნელა უკან დაიხია. მე ფანჯარასთან მივედი და ფარდები გადავწიე.
ქუქი_ მემგონი გაგაფრთხილეს, თუ ხელს არ შეგვიწყობ არაფერი გამოვა.
ლეა_ ჰო მაპატიეთ, ისე როგორი ძნელია იცავდე სხვას შენი სიცოცხლის ფასად ასე არაა?
ქუქი_ ჰო ასეა, მაგრამ რას ვიზავთ, ეს ჩემი სამუშაოა, უფროსწორად ჩვენი.
ლეა_ ამ ფორმაში უფრო მომწონხართ სიმართლე, რომ გითხრათ.
ვერ გავიგეე? რას გულისხმობს.
ქუქი_ ამმმ უკაცრავად?!
ლეა_ კარგი რაა ქუქ გიცანი.
გავშრი, გავქვავდიი.
ლეა_ არაფერს არ ვიტყვი დაწყნარდით. მამაჩემმა ჯერ არ იცის რომ ჩიპი დაიკარგა, რადგან მისი ასლი მე მქონდა და შევცვალე.
კმაყოფილი ღიმილით შემომხედა, გაოცებული ვუყურებდი. პირბადე მოვიხსენი.
მე სერიოზული და ბოხი ხმით ვუთხარი.
ქუქი_ როდის მიხვდი?
ლეა_ ჩიპის მოპარვა მე დაგიკვეთეთ. ის მე საფრთხეს მიქმნიდა, ასევე დედაჩემს. ქუქ რაღაცას გეტყვი და ეს ჩემმა "მშობლებმა" არ უნდა გაიგონ! ბატონი კიმი მამაჩემი არ არის და ეს ვიცი.
გამოვშტერდი......

ესეც ასეეე.... დღეს კიდევ დაიდება 2 თავიი! ♥️ მადლობა

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Where stories live. Discover now