კირა'ს POV:
საავადმყოფოში ვიყავით, ვიცდიდით...
წამები იწელებოდა, ყველანი ვნერვიულობდით. ქუქი პალატაში იყო, ექიმებთან ერთად, არაფერს გვეუბნებოდნენ. ლეას კი ნაკერებს ადებდნენ. ორივეზე ისე ვნერვიულობდი, აფეთქების ხმაზე სახლისკენ გავიქეცი, ჯიმინი, ჩემი ჯიმინი მაკავებდა. ახლა მის მკერდზე მიდევს თავი, ის კი თმებზე მეფერება და ყურში მიჩურჩულებს რომ იმედი არ დავკარგო. ძლიერ ვხვევ ხელებს და ისიც გულში მიკრავს. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა, ამ 7 ადამიანმა შემცვალა და მეგობრობა მასწავლა. ფიქრებში გართულს, ექიმის ხმამ გამომაფხიზლა.
ექიმი_ ჯეონ ჯანგკუკთან რომელია?
ყველანი წამოვიშალეთ და ექიმს მივუახლოვდით.
ექიმი_ უჰ ბევრნი ყოფილხართ. მას მარცხენა ყურის ბარაბანი დაუზიანდა. პატარა ტვინის შერყევა აქვს, მაგრამ სანერვიულო აღარაფერია, მას დასვენება სჭირდება, ერთი თვე უნდა მოერიდოს ისეთ ადგილებს სადაც ხმაური იქნება, არ შეიძლება ფრენა და დატვირთვა. ახლა კი თუ ნებას მომცემთ დაგტოვებთ სხვა პაციენტები მყავს. და კიდევ კირა მანობანი რომელია?
კირა_ მე ვარ!
ექიმი_ მას თქვენი ნახვა სურს, ახლა ეს არ შეიძლება მაგრამ რახან მოითხოვს უბრალოდ არ შემიძლია არ შეგიშვათ.
გაგვიღიმა და დაგვტოვა. მე ბიჭებს გადავხედე, ყველამ ნაღვლიანი თვალით შემომხედა. ჯიმინი მომიახლოვდა.
ჯიმინი_ მიდი პატარავ შედი, ის შენ გეძახის.
თავი დავუქნიე და პალატაში შევაბიჯე. პატარა ლეკვი, იწვა და თვალებს ძლივს ახელდა. მის გვერდით ჩამოვჯექი და მისი ხელი ჩემს ხელის გულში მოვიქციე. მან ცრემლიანი თვალებით გამომხედა, ავტირდი.
ქუქი_ კირა, შენ როგორც ჩემი უმცროსი და ისე ხარ, რაც ჩვენს ოჯახში შემოხვედი იმის შემდეგ ყველანი შევიცვალეთ უკეთესობისკენ და სტიმული მოგვეცი. გთხოვ ლეას მიხედე სანამ მე ეს არ შემიძლია.
ვუსმენდი და ვამაყობდი რომ ასეთი მეგობარი მყავდა.
კირა_ ქუქიიი, არ ინერვიულო არაფერზე მას მე მივხედავ. ჩემო ლეკვო, მინდა რომ დაისვენო და გამოჯანმრთელდე. ახლა კი დაგტოვებ მაგრამ გახსოვდეს მთელი ღამე აქ ვართ.
დავემშვიდობე და ფოიეში გავედი. არცერთი იქ არ დამხვდა, შემეშინდასავით. იქვე მდგარ ექთანს ვკითხე და ქუქის გვერდითა პალატაზე მიმითია რომ იქ იყვნენ. ლეასთან.
კარები გავაღე და შვიდივემ მე გამომხედა.
კირა_ ჰეიი ლეა როგორ ხარ?
ლეა_ კირააა მოდი აქ.
მივედი ის კი გადამეხვია, მეც მივიხუტე.
ლეა_ კარგად ვარ და ქუქი?
კირა_ კარგადაა. მან შენი დაცვა მთხოვა, ისეთი საყვარელიაა.
ჯიმინი_ უკაცრავად?!
კირა_ კარგი რა ჩიმ!
ჯუნი_ ოპპაააა.
ლეას ვესაუბრებოდით და დროც გადიოდა. ლეას ხვალ შუადღით უკვე გაწერდნენ. აი ქუქი კი აქ 1 კვირა მაინც უნდა ყოფილიყო.
ეს ერთი კვირა საუკუნედ გაიწელა ქუქისთვის, ლეა აკითხავდა, ისევე როგორც ჩვენ, მონაცვლეობით ვრჩებოდით მასთან. მე და ჯიმინი ერთმანეთს ვერ ვცილდებოდით, ერთმანეთს სიყვარულის თვალებით შევცქეროდით. ლეა და ქუქიც დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მე და ლეაც და არაჩვეულებრივი ადამიანია. დედამისის გარდაცვალების შემდეგ ჰონგმა უთხრა რომ მას მაინც შვილივით უყვარდა, მიუხედავად იმისა რომ მასთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ ლეას ჩვენთან ცხოვრება შევთავაზეთ, ის სიხარულით დაგვთანხმდა, იტირა კიდეც. ჰონგმა მას მემკვიდრეობით იახტა, დუბაიში სასტუმროს 2 VIP აპარტამენტი, 2 მანქანა, ანგარიშზე 1.000.000.000$ და საგვარეულო ბეჭედი დაუტოვა. ლეა გადაირიაა, ისევე როგორც ყველა. ჯანდაბა არ უნდა რომ მიშვილოს?
აი დადგააა ის დღე როდესაც ქუქი უნდა გამოეწერათ. ყველანი ავიბარგეთ დილაადრიან. სახლის მისაღები გავალამაზეთ, ტორტიც ვიყიდეთ, დიდი პლაკატი წარწერით "კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბაჭია ქუქ" გავაკარით და ქუქისთან დავიძარით.
შევაბიჯეთ საავადმყოფოში, მოსაცდელში ვიცდიდით. აი ქუქი და ჯინი მოდიან. გადავეხვიეთ და სალაროსკენ წავედით მე და ჩიმი. მოლარემ გვითხრა რომ ხარჯები უკვე დაფარული იყო და გადამხდელი ანონიმური იყო.
ჯინი_ იქნებ ჰონგმა გადაიხადა?
და ამ დროს ლეას ტელეფონი აწკრიალდა.
ლეა_ ჰოონგ! გამარჯობა. კიკი იქ ვართ, მართლააა? მადლობა უღრმესი მართლა. კარგი კარგი ნახვამდის. ჯინი მართალია.
ქუქი_ ნუ პატივში ვარ.
გადავიხარხარეთ და მანქანებში გადავნაწილდით. სახლში მისვლისას ქუქი და ვერც ჩვენ ემოციებს ვერ ვმალავდით. ტორტი გავჭერით და საჭმელად მისაღებში დავსხედით, ზოგი სად, ზოგი სად. ვიხსენებდით ძველ ამბებს.
ჯუნი_ აუ გახსოვთ? კირა რომ პირველად მოვიდა ჩვენთან? როგორი უცხო იყო, ვინ იფიქრებდა რომ ახლა ის ჯიმინის შეყვარებული იქნებოდა და ჩვენთან ერთად "იმუშავებდა".
კირა_ როგორ არ ახსოვთ. ის თუ გახსოვთ პარკში რომ ვიყავით და თაე რომ წუწუნებდა რატო მეტჯერ არ დავჯექი ეშმაკის ბორბალზეო?! და მერე ბამბის ნაყინით რომ გავაჩუმეთ?
ვიცინოდით და ვმხიარულობდით. წამიერად მომეჩვენა რომ ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებდი. ყველანი ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ვგრძნობდი რომ მომავალში რაღაც საფრთხე იმალებოდა. ფიქრები ჯიმინის თბილმა შეხებამ გამიქარწყლა. თვალებში ვუყურებდი და მეღიმებოდა. რბილად ვაკოცე მის ტუჩებს და თავი მის კისერში ჩავრგე. ქუქი წამოდგა და თვალი ჩამიკრა, ჯანდაბაა ახლა გადაწყვიტა ამ შტერმაა? ფანტაზია არ უვარგა.
ქუქი_ მოკლედ. არ ვიცი როგორ ვთქვა, ძალიან ვნერვიულობ. (იცინის) ლეა იმ დღეს,როდესაც შენს დაბადების დღეზე, ფეიერვერკის დროს ჩამეხუტე, თავი უცნაურად ვიგრძენი, იმის შემდეგ ვვოცნებობდი რომ კიდევ შეგხვედროდი. როდესაც გავიგე რომ საფრთხეში იყავი მზად ვიყავი სიცოცხლე გამერისკა შენს დასაცავად. ლეა, მე შენ მომწონხარ!
ლეა შოკირებული და დამუნჯებული უსმენდა, ისევე როგორც ყველა ჩემს გარდა. მე ვიცოდი ყველაფერი მაგრამ დრო არა..
ლეა გაექანა ქუქისკენ და ჩაეხუტა. მანაც მკლავები მოხვია და მიიკრა, ისე თითქოს ვინმე ართმევდეს.
ჰობი_ მომესწრო ბიჭი.
შუგა_ ამას ყავს შეყვარებული და მე არა?
ჯუნი_ გილოცავთ ბარტყებო!
ყველა _ გილოცაავთ!
ლეა&ქუქი_ მადლობა!
ქუქი_ იცით, კირამ ყველაფერი იცოდა. (ხითხითებს) ვიცი რომ ვერ გადავურჩები მაგრამ მაინც ვიძახი.
ჯიმინი_ მეღადავები? დაისჯები პატარაავ.
ლოყაზე მიჩქმიტა.
ჯინი_ კირა არ გეწყინოს! შეეე მამაძაღლო ჩვენ მთელი ცხოვრებააა გიცნობთ და არაფერი გვითხარი?
თაე_ ნუუ მეწყინა.
ჯუნი_ რომელ ერთს გქონიათ გოგოსთან წესიერი ურთიერთობა რომ მაგალითი აეღო თქვენგან? კირა გოგოა და მან უკეთ იცის, თუ რამე მეც მას მივმართავ ან ლეასთან მივალ.
ლეა&კირა_ თქვენს სამსახურში გვიგულეთ!
ეს დღე ძალიან კარგი და თბილი იყო. საღამოს ჯიმინიმ დაიჟინა ჩემთან დაიძინებო, უარი არ მითქვამს.
ოთახში ვიყავი და ვიცვლიდი, თეთრი ნაჭრის შორტი და ჯიმინის წითელი გრძელი მაისური მეცვა. თმა გავიშალე და ჯიმინის ოთახში შევედი. ჯანდაბააა დამცხაააააააა. ჯიმინი წელს ზემოთ შიშველი იყო. ვაიმე დამმცხა.
კირა_ ეს ჩემი ჩიმჩიმი აღარააა.
ჯიმინი_ მინდა გითხრა რომ ჩემს მაისურში უზომოდ სექსუალური და საყვარელიც ხარ.
ჯიმინი ჩემსკენ დაიძრა, ტუჩებზე დამაცხრა, მეც ავყევი და მის თმაში ხელები შევაცურე. მან ხელში ამიყვანა და საწოლზე ნელა დამაწვინა, ის კი ზემოდან მოექცა.
ჯიმინი_ მიყვარხარ პატარავ!
კირა_ ყველაფერზე მეტად!მაპატიეთ რომ გალოდინეთ! 🌿💜🌿❤️🌙💙🌹♥️💗
YOU ARE READING
🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃
Fanfictionკირა მანობანი, რომელიც საცხოვრებლად კორეაში გადადის, რათა აიწყოს კარიერა. მას საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში უწევს მუშაობა, სადაც 7 ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ისიმი შენიღბული კრიმინალები არიან. ამის შესახებ კი კირას წარმოდგენაც არ აქვს.... ✨🌙☀️🌹