▪️ DWHBWWH▪️

240 36 6
                                    

კირა'ს POV:
ყველანი ვნერვიულობდით და შუგას, ჯინს და თაეს ველოდებოდით. გავიდა 10 წუთი, 15, 20. ისევ არაფერი. თაე ჩამოვიდა, გახარებული სახით.
თაე_ ბავშვებოო! წამოდით რაღაც გვაქვს!
თაეს უხმოდ დავემორჩილეთ და კიბეებზე ავცვივდით.
შუგა_ მოკლედ სეულსა და ბუსანს შორის გადასაკვეთთან დიდი ტყე იშლება, კვალს იქ ვკარგავთ. სასწრაფოდ სანი და ჰონგი უნდა დავკითხოთ, იქნებ იცოდნენ რამე ამ ადგილთან დაკავშირებით.
ჯინი_ ვეთანხმები. მე და კირა სანის მივხედავთ თქვენ ჰონგს დაურეკეთ.
ბიჭები უკვე ჰონგს ურეკავდნენ. მე და ჯინი კი სანის ოთახისკენ მივდიოდით. კარი შევაღეთ და სანი იქ არ დაგვხვდა.

ნამჯუნი'ს POV:
კირა და ჯინი სანის ოთახისკენ წავიდნენ. ჩვენ კი ჰონგთან ვრეკავდით. აი აიღო.
ჰონგი_ გისმენ ნამჯუნ. რამე ახალი ხომ არაა?
ჯუნი_ გამარჯობა. მისმინეთ. რაღაც მაინტერესებს, სეულსა და ბუსანს შორის, რომ ტყეა ჰომ იცით, იქ იკარგება კვალი, რამეს ხომ არ გახსენებთ ეს ტყე ან არვიცი.
ჰონგი_ ნამჯუნ! მანდ 5 წლის წინ სახლი ავაშენე, სანის და ლეას ძალიან უნდოდათ, მოგეხსენებათ მე ცნობილი პიროვნება ვარ და განმარტოება გვჭირდებოდა ხოლმე. მისამაერთს ახლავე გეტყვით ******.
ნამჯუნი_ ბიჭეებო ჩაიწერეთ!
ჰონგი_ დაგეხმარეთ?
ნამჯუნი_ ყველაზე მეტად ბატონო.
გავუთიშე და ამ დროს ჯინი და კირა შეშფოთებული სახეებით შემოვარდნენ ოთახში.
კირა&ჯინი_ სანი იქ არ არის!

კირა'ს POV:
კირა&ჯინი_ სანი იქ არ არის!
ჯიმინი_ როგორ თუ არ არის?
ჯინი_ ოთახში არ არის ჯიმინ, სად შეიძლება წასულიყო?
ნამჯუნი_ მისმინეთ მისამართი გვაქ სადაც შეიძლება ლეა იყოს.
ქუქი_ რაღაას ველოდებით?! დავაი ავითესეეეთ!
ყველანი მზად ყოფნაში ვიყავით და მანქანისკენ მივრბოდით....

ლეა'ს POV:
ოთახში გაკოჭილი ვიყავი, მტკიოდა ხელები და ის უხეში თოკი, კანს მიღიზიანებდა და მწიწკნიდა. დაყვირებას აზრი არ ჰქონდა, რადგან შუა ტყეში მარტო ჩვენ ვიყავით. ამ დროს ჯეისი შემოვიდა.
ჯეისი_ პატარა პრინცესააა! რაოო ჰოარ მოგშივდა ან მოგწყურდა?
ლეა_ წადი შენი ჯეის!
ჯეისი მომიახლოვდა, სახესთან ისე ახლოს იყო, რომ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი. პატარა ჯიბის დანა ამოიღო და ჩემს სახეზე უმისამართოდ დაასრიალებდა, კანს არ მჭრიდა, უბრალოდ ათამაშებდა, მე ვკანკალებდი.
ლეა_ გთხოვ გამიშვი! არაფერს ვიტყვი. თუ ეს მან დაგავაალა გადაეცი რომ მოვცილდები და მის ცხოვრებაში აღარ გამოვჩნდები!
ჯეისი_ დააა ვინ არის ეს ადამიანი შენი აზრით ვინც ასე გაწამებს ფსიქოლოგიურად?
ლეა_ ბ.ჰონგი.
ჯეისმა ხარხარი დაიწყო. ისე გულიანად იცინოდა, მეთქი სულ გაგიჟდა...
ამდროს ტომი შემოვიდა.
ტომი_ ჯეის! რა ჯანდაბა გაცინებს?
ჯეისი_ მანნ... მან ბ.ჰონგიოოოო. ვაიმეე არაააა.
ისევ განაგრძნობდა სიცილის.
ტომმა უბრალოდ ცალყბად ჩაიცინა.
ტომი_ ჯეის "ის" აქ არის.
ჯეისი წამში გაჩერდა და შეწყვიტა სიცილი, დასერიოზულდა და ისევ მომიახლოვდა. დანა ლავიწის ძვალთან ახლოს მომაბჯინა, მიაჭირა და სისხლი წამოვიდა. ტკივილისგან წამოვიყვირე.
ჯეისი_ ეს ჯერ კიდევ არაფერია. დაიმახსოვრე ჩვენს მფარველს იმ ნაბიჭვარს ნუ ადარებ!
ბოლო სიტყვები ბოლო ხმაზე დაიღრიალა. ისევ ვცახცახებდი. ამ დროს კარში კარგად ნაცნობი სახე შემოვიდა. თავიდან გამიხარდასავით, მაგრამ მივხვდი რომ მაინც მაგარ შარში ვიყავი.
ოთახში, ჩემს წინ დედაჩემი იდგა.
სანი_ აჰჰ, მაინც როგორი ლამაზი ხარ, ასეთ მდგომარეობაშიც კი. დაიწყევლოს ის დღე შენ რომ გაგაჩინე კიმ ლეა!
საზიზღარი! მან მოაწყოო ყველაფერიიი, როგორ?! როგორ გააკეთაა, ფუ ამის!
ლეა_ რანაირი ადამიანი ხარ საერთოოდ? საკუთარ შვილს იტაცებ და აწამეებ. მე შენს გამო ისეთი რაღაც გავაკეთე, რაც ბ.ჰონგს დააზარალებს და შენ? სუფთა ძუკნა ხარ! მიუხედავად იმისა რომ ვიცი ის მამაჩემი არაა, როგორ უღალატე? ნდობა არ მქონდა ერთი პერიოდი არავის მიმართ, მაგრამ ისეთი მსახიობი აღმოჩნდი, აღარაფერი გამიკვირდება.
ის გულისყურით მისმენდა.
სანი_ პატარავ, როგორი ღვარძლიანი ხარ. ნეტავ იცოდე, როგორ ვნანობ რომ გაგაჩინე, ჰონგთან იმდენ პრობლემას შემიქმნი მალე, რომ არ შემიძლია იმის უფლება მოგცე რომ იცოცხლო.
ლეა_ ვრწმუნდები, იმაში რომ ყველაზე საზიზღარი ადამიანი ხარ! დაიმახსოვრე ყველაფერზე პასუხს აგებ!
სანი_ აიშ, სულელი გოგო. ჰონგმა უკვე იცის რომ მისი შვილი არ ხარ. ამ ქვეყნად არავის არ ადარდებ! არავიიის.
ბოლო ხმაზე იყვირა ბოლო სიტყვა.
ლეა_ ცდები!
სანი_ ოჰოჰჰ, ვისი იმედი გაქვს ერთი? იმ ცხვირმოუხოცავების?
სიცილი დაიწყო მომიახლოვდა და სილა გამაწნა.
ლეა_ კი მე მათი იმედი მაქვს!
სანი_ მისმინე, ახლა შევეცდები ძალიან მოკლედ მოგიყვე რა მოხდა მაშინ 18 წლის წინ და მერე გადავწყვეტ უმტკივნეულოდ მოგკლა თუ ცოტა გავერთო!
ბოროტულად ჩაიცინა, ტომმა სკამი მოუტანა და ჩემს წინ დაჯდა. მოყოლა დაიწყო.
სანი_ 18 წლის წინ ჰონგს შევხვდი, ისე მომხიბლა მან, ცოლად გავყევი. არ ვიცი ერთი პერიოდი მეგონა რომ ეს უბრალოდ ვნება იყო. ერთ საღამოს ვიჩხუბეთ, მას შვილი უნდოდა, მე კი არა. იმ საღამოს კლუბში გამოვთვერი, ნარკოტიკები მივიღე და შემდეგ ერთ ბიჭთან დავწექი. უსიმპატიურესი იყო. იმ ღამის მერე არც კი მინახავს, მისი სახელიც კი არ ვიცი არამც თუ გვარი. შემდეგ აღმოვაჩინე რომ ორსულად ვიყავი, ჰონგმა ეს გაიგო და იმდენად გაუხარდა არ მომცა იმის უფლება რომ მომეშორებინე შე პარაზიტო. გაჩნდი, იზრდებოდი, მე ჰონგი მიყვარდა, ვგიჟდებოდი მასზე და ვნანობდი ბევრ რამეს, ის შენ უფრო მეტ ყურადღებას გაქცევდა. შემდეგ გაიგო რომ მისი შვილი არ იყავი, ის მცემდა, სახლში ნასვამი მოდიოდა. შემდეგ მუცელი მომეშალა, ეს იცი შენც. იმის. შემდეგ შენზე გული აუცრუვდა, სწორედ ეგ მინდოდა. ჩიპის მოშორებაც მე გიბრძანე. ახლა კი რადგან უკვე ჰონგსაც არ ადარდებ და არც შენს ცხვირმოუხოცავებს, ისე მოგკლავ, შემეხვეწები შემიბრალეო. დაგინახე იმ საღამოს ქუქს როგორ ეხუტებოდი. გგონია მოვა და გადაგარჩენს? აჰჰაჰ რა სისულელეა. მასაც ისე კიდიხარ ფეხებზე როგორც ყველას. თუ მართლა აინტერესებ მათ, რატომ არ არიან აქ? ჰაჰჰჰაჰ, ქუქს არ აინტერესებ!
ამ დროს გასროლის და შუშის მტვრევის ხმა გავიგე. ჯეისი და ტომი ძირს იწვნენ. კარები ქუქმა შემოამტვრია.
ქუქი_ ცდები ძუკნავ! კიდევ ერთხელ შეეხები მას და ხელი არ ამიკანკალდება ისე გამოვკრავ სასხლეტს თითს! REMEMBER, MAYBE DEVIL WORKS HARD, BUT WE WORK HARDER!

სიურპრიზებით სავსე თავიაა! რომელია თქვენი ფავორიტი პერსონაჟი? და რატომ?
მადლობა მათ ვინც კითხულობთ 🌹💗☀️💞🌿🌙💙

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang