▪️ მოულოდნელი გადაწყვეტილება ▪️

318 35 9
                                    

ტყვიის გასროლის ხმამ ყურები დამიცო. სუნთქვა წამით დამავიწყდა. შემდეგ კი ნამჯუნს ნელა მოვცილდი, ისე რომ ბექიონი არ დამენახა.
კირა_ ყველაფერს მე ავალაგებ, შემდეგ კი აქედან წავალ.
უეცრად ნამჯუნის ზურგის უკან მდგარი ბექიონი დავინახე, რომელიც სიცილისგან იხრჩობოდა.
  დ ა ვ ი ბ ე ნ ი.
კირა_ რა ჯანდაბა ხდება აქ???
ჯიმინის გარდა ყველა იცინოდა. რახდება?
შუგა_ ყოჩაღ გამოცდა კარგად ჩააბარე. ამიერიდან თუ ეცდები ნუ თუ ძაალიან ეცდები შეიძლება მომეწონო(როგორცმეგობარი).
კირა_ მოიცაა რა გამოცდა? ბიჭებო ძალიან დავიბენი.
ყველას  გადავხედე სათითაოდ.
ბექიონი_ აჰაჰჰჰ კირაა. მე უბრალოდ დამიქირავეს. აინტერესებდათ შენი რეაქცია, რას მოიმოქმედებდი. იმედი მაქვს იქ, მაღლა ოთახში, რომ ვიყავით არაფერი დაგიშავე, ისე მაგარი ილეთები კი ჩამიტარე, მეგონა ყბა მომტეხე.
ნამჯუნმა წყნარი ხმით მითხრა:
ნამჯუნი_ კირა, ეს უბრალოდ გამოცდა იყო. ვიცოდი, რომ რაღაცეები გაეჭვებდა, ვერ გაგიშვებდით, რადგან სანდო ადამიანი გვჭირდება. გვაპატიე თუ ძალიან შეგეშინდა. ყველაფერს ხვალ აგიხსნით. ჯიმინ მაპატიე რომ არ გითხარი, ალბათ დამავიწყდა.
ეს თქვა და თვალი ჩაუკრა.
კირა_ მეორედ ასე აღარ გააკეთოთ! რამის უკან გავყევი ბექიონს. ხვალე კი ყველაფერს ამიხსნით! ყველაფერს.
კიბეებისაკენ გავიქეცი, ბიჭები ისევე დავტოვე და ოთახში ავედი. ფიქრი დავიწყე.
  ხვალე ყველაფერს ამიხსნიდნენ, რას საქმიანობდნენ და რას წარმოადგენენ საერთოდ. არც კი ვიცი ვენდო თუ არა. ფიქრებში გართულს კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა. ჰობი იყო.
ჰობი_ კირა შეიძლება?
კირა_ მოდი ჰობი. იმედი მაქვს ამჯერად შენ არ დამესხმევი თავს.
სარკაზმულად ვთქვი.
ჰობი_ კარგი რა კირა. ეს არვიცი უბრალოდ სავალდებულო იყო, იმედი გვაქვს გვაპატიებ. ხვალ ყველაფერს აგიხსნით, მაგრამ უბრალოდ ის არ გააკეთო რისიც ყველაზე მეტად მეშინია. არ დაგვასმინო. შეგვიძულე მაგრამ უბრალოდ არ დაგვასმინო, შენ გადაწყვეთ დარჩები თუ წახვალ. ვიცი გაბნევ, მაგრამ. ყველაფერს გაიგებ.
ლოყაზე მომეფერა და გავიდა.
  ფიქრის თავიც არ მქონდა, დაწოლიდან მალევე ჩამეძინა.
  დილით ადრე 8 საათზე გამეღვიძა. ავდექი მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. მისაღებში არავინ იყო, ალბათ არც სამზარეულოში, მაგრამ შევცდი. დავინახე ჯიმინი, როგორ ცდილობდა ყავა მოედუღებინა. ღმერთო რასაყვარელია. ვაიმე კირა რაზე ფიქრობ. ჯიმინს მივაშტერდი, ისიც მომჩერებოდა. თვალი მოვაშორე და მასთან მივედი, ჩაიდანი გამოვართვი და მისთვის ყავის გაკეტება დავიწყე. ის კი იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა და მიყურებდა. ჭიქა მის წინ დავდე.
კირა_ გემრიელად დალიე.
ჯიმინი_ ასეთი მზრუნველი იმიტომ ხარ, რომ დამჭრეს თუუუ?
კირა_ ნუუ, ალბათ იმიტომ რომ დაჭრილი ხარ.
გავეკრიჭე. მან კი სიცილი ატეხა.
ჯიმინი_ თავს როგორ გრძნობ, არ ვიცოდი რომ ამას გეგმავდნენ, ვიცოდი რომ უნდა გამოგვეცადე, მაგრამ ასე მოკლე დროში თუ მოხდებოდა არ ვიცოდი, ერთ თვეში ვაპირებდით, ალბათ იმიტომ გადაიფიქრეს, რომ მე ასეთ მდგომარეობაში მნახე და კითხვებიც გაგიჩნდა.
კირა_ მე კარგად ვარ, ეს ჩემთვის ახალი რამ არაა. მამა ადრე მაფიის წევრი იყო, მაშინ ეს არ ვიცოდი, 17 წლის ასაკში გავიგე. ის ახლა კომპანიაში მუშაობს. მემგონი ვხვდები რასაც საქმიანობთ, მაგრამ ამის მოსმენა თქვენგან მინდა.
ამ დროს ქუქი შემოვიდა სამზარეულოში, თმები აჩეჩილი ჰქონდა, ტუჩები და ლოყები წითელი, კეფას იფხანდა.
ქუქი_ გვრიტებო რა ხდება აქ?
კირა_ ვიღაცას მოშივდაა.
ქუქი_ ჰო მშია. რამიონს გამიკეთებ?
აიგოო ჩასაყლაპია. ბავშვივით იყო, თაეც ასეთი იყო.
კირა_ ჰო აბა რას ვიზავ, ჯიმინ შენც გინდა?
ჯიმინი_ კი დიდი სიამოვნებით.
ჰობი&თე&ჯუნი&ჯინი_ მეც!
კირა_ აუუჰ გაიღვიძეთ?! შუგა სადაა?
ჰობი_ სძინავს სად უნდა იყოს(ხითხითებდა). ჩვენი მძინარე მზეთუნახავიაა.
სიცილი ავტეხეთ. და ამდროს შუგა გაკვირვებული სახით შემოვიდა.
შუგა_ ერთი რამიონი მის კირაა.
კირა_ შეკვეთა მიღებულია მისტერ!
ჩემთვისაც გავიკეთე და მათთან ერთად დავჯექი. უმნიშვნელო რაღაცეებზე ლაპარაკობდნენ. რომ დავამთავრეთ უცებ ჩავრეცხე ჭურჭელი, მე ვრეცხავდი თე ამშრალებდა.
მოვრჩით და მისაღებში გავედით.
ჯინი_ კირა მოდი აქ და დაჯექი, მემგონი დროა გაიგო რაღაცეები, შემდეგ კი გადაწყვეტ წახვალ თუ დარჩები.
კირა_ ამმ, კარგით მზად ვარ. გისმენთ!
ნამჯუნი_ მოკლედ კირა, ჩვენ ცუდ საქმეებს ჩავდივართ: მკვლელობა, ძარცვა, ჰაკერობა და ასე შემდეგ. მე მათი ლიდერი ვარ, ჯინი ჩვენი მძღოლია, ის მანქანას არაჩვეულებრივად მართავს, იცის ყველა ქუჩა ბუსანში, ასევე სეულში, ჰობიმაც იცის ქუჩები, მაგრამ ის ძირითადად იარაღებს ამოწმებს და გეგმავს. შუგა კი ჰაკერია, თავის საქმეში ნომერ პირველია, წამის მეასედები სჭირდება, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია გაიგოს. ჯიმინი და თე, ისინი კარგი სნაიპერები არიან, იციან საბრძოლო ხელოვნება, ხოლოო ჩვენი ბანდის ყველაზე პატარა წევრი კი ბევრ რამეს ასრულებს, ჰაკერია მაგრამ კოჭლი, მოტოს ტარებაც იცის. ადამიანის მოკვლაც მოგვიწია რამდენჯერმე, ვიცი საშინლად ჟღერს, მაგრამ ვცდილობთ ნაკლები ადამიანი შემოგვაკვდეს. დაბლა სარდაფში ყველა ის საჭირო ნივთია რაც გვჭირდება სპეცოპერაციის დროს. შენ ჯეის უკვე იცნობ, ის ჩვენი უფროსია. მან გაგვზარდა, რადგან ჩვენ ყველას მშობლები დაგვიხოცეს პატარა ასაკში. ჩვენი მშობლები და ჯეი ერთად მუშაობდნენ. სპეცოპერაციის დროს ერთერთი ბანდის წევრი გატყდა და უღალატა, რის გამოც ჯეის გარდა ყველა დაიღუპა. მან გაგვწვრთნა, ასე, რომ ვთქვათ. ის სხვების მიერ მოცემულ დავალებებს ჩვენთან აგზავნის ჩვენ კი ვაგვარებთ. ალბათ ყველაფერი გასაგებია.
კირა_ შოკირებული ვარ, ვაღიარებ. ყოჩაღთ ბიჭებო. რაღაცნაირად მაგარია როდესაც ცუდი ტიპი ხარ, მაგრამ კაცის კვლა ცოტაა ზედმეტია, ქურდობა და რამე მოსულა. ჯიმინი წინა დავალებაზე დაშავდა არა?
ჯიმინმა თავი დამიქნია.
ჯიმინი_ მეგონა მცველი გავთიშე, მაგრამ იმ ნაბიჭვარმა მესროლა, როდესაც სახლს ვტოვებდით. ჯინმა მედიცინა კარგად იცის, ფაქტიურად ექიმია. მან დამადოო ნაკერები და ტყვიაც მან ამომიღო.
კირა_ აჰამ გასაგებია ყველაფერი. იცით რა? გიჟები ხართ! ჯანდაბა შეიძლება ვინანო, მაგრამ ამის დედაც! ვრჩები.
  ფეხი ფეხზე გადავიდე და ბიჭების რეაქციას დაველოდე.
შუგა_ ჯანდაბა მართლა მაგარი გოგოა!
ჯინი_ ვამბობდი რაა გაამართლეს თქო.
თე_ ჰაჰ ჰოდაა ეგრე.
ჰობი_ ჩემი გოგოა რააა.
ამდროს ყველამ მას გახედა. ჯიმინიმ შეუბღვირა. ამაზე გამეცინა, კიდევ კაი ბიჭებმა ვერაფერი შენიშნეს.
ჰობი_ კაი კაი ვხუმრობ სხვანაირად ვთქვი.
ქუქი_ კირა ისე რას იტყვი არ გინდა შემოგვიერთდე? შენ ხომ საბრძოლო ილეთები მამაშენმა გასწავლა, როგორც თქვი?
შუგა_ მოიცა! მოიცაა, ჰო იცი რომ ვერ გავრისკავთ. ის არაფრის აზრზე არაა, იარაღის ხმარება მაინც თუ იცის?
ნამჯუნი_ ნუ შუგა მართალია. შეიძლება იცოდე კირა რამდენიმე ილეთი, მაგრამ არვიცი. შეიძლება გასწავლოთ, მაგრამ დროის საკითხია მოსაგვარებელი.
ჯიმინი_ შემიძლია მე ვასწავლო საბრძოლო ხელოვნება, თან თუ იცის რამდენიმე არ გაუჭირდება.
თე_ მე სნაიპერი ვარ შემიძლია სროლა და მიზანი ვასწავლო.
ქუქი_ მეც დაგეხმარები!
კირა_ ბიჭებო მოიცადეთ, ისაა მეეე მშვილდოსანი ვიყავი, ნუ ვარ 13 წელი ვიარე, მანქანის მართვაც ვიცი, მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს. მოტოც რამდენჯერმე გამიტარებია, ადვილია.
ბიჭები პირდაღებულები მისმენდნენ.
შუგა_ ჯანდაბა, მაგარია. ნამჯუნ იქნებ ვიფიქროთ? მშვილდოსანი არ გვაწყენდა, თან თუ მიზანი აქვს სროლაც არ გაუჭირდება. ჰაჰა 3 თვე დასჭირდეს, მერე კიდე ნელნელა ისწავლის, თან მის თვალებში ვხედავ ძალიან უნდა, რომ შემოგვიერთდეს.
წარბები აათამაშა, მე თავი დავუქნიე ნამჯუნს.
ბიჭები_ ნამჯუნ გთხოვ!
ნამჯუნი _ ჯანდაბას, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჯეის არ ეტყვით!
კირა&ბიჭები_ გპირდებით!
   რაღაცნაირად გამიხარდა, ასწორებს. ყოველთვის კარგი გოგო არ ვყოფილვარ, მახსოვს სკოლაში ერთი გოგო ვცემე იმის გამო, რომ ჩემს კლასელს გამუდმებით ჩაგრავდა. ბოქსზეც დავდიოდი 1 წელი მაგრამ ხელი მოვიტეხე და ყველა აქტივობას თავი დავანებე.
   და აი ხვალიდან დაიწყებოდა ჩემი წვრთვნაც. ბიჭებმა 3 კვირიანი შვებულება აიღეს.

ესეც ახალი თავი💖 თავებს ვდებ ყოველდღე! შეიძლება ახალ წელს და შემდეგ დღეებში ვერ დავდო, მაგრამ აუცილებლად ვეცდები 😊 დააკომენტარეთ რომელი პერსონაჟი მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ😋
მადლობა რომ კითხულობთ ✨💝🌙✨☀️💞💗🌹

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Where stories live. Discover now