▪️ უნდა გადავრჩე▪️

215 35 8
                                    

ქუქი_ ცდები ძუკნავ! კიდევ ერთხელ შეეხები მას და ხელი არ ამიკანკალდება ისე გამოვკრავ სასხლეტს თითს! REMEMBER, MAYBE DEVIL WORKS HARD, BUT WE WORK HARDER!
ის წამი, როდესაც ქუქი დავინახე, იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ მათ ვანაღვლებდი, სიკვდილისთვისაც კი მზად ვიყავი.
სანი_ შევცდი, ისევ შევცდი!
დაიღრიალა ბოლო ხმაზე და ქამრიდან იარაღი ამოიღო. ის ქუქს დაუმიზნა, შეჩერდა და შემდეგ სამიზნე ჩემზე გადმოიტანა.
სანი_ არაფერი მოიმოქმედო თორემ ვესვრი.
ქუქი_ თყ ვინმე ისვრის ეს მე ვიქნები ან ჩემი 2 სნაიპერი. მიზანში გვყავხარ სამივეს. ერთი არასწორი მოძრაობა და მკვდარი ხარ!
სანის შევატყვე რომ აშკარად გაოცებული იყო.
სანი_ მეზიზღება სიტუაცია რომელსაც ვერ ვაკონტროლეებ! ახლა კი შენს ხალხს გადაეცი რომ მე აქედან უვნებელი გავალ და ლეას შევეშვები. გარიგება დავდოთ, რას იტყვი?

ქუქი'ს POV:
ის მე გარიგება მთავაზობდა, ცხოვრებაში პირველად, ამდენი დავალების მერე, არ ვიცოდი რა მექნა. აჰჰ, ლეა სულ შენი ბრალია. უცებ გადამცემში თაემ დაილაპარაკა.
თაე_ ქუქ არც გაბედო და ის არ გაუშვა, როგორც კი გარეთ გამოვა, რომც ვესროლოთ ყველაფერი ჰაერში აიწევა.
მას ყურადღებით ვუსმენდი. სანიმ ეს შეამჩნია რომ ისინი მელაპარაკებოდნენ.
თაე_ ბომბი მთელ სახლზე ვრცელდება, ის ხელნაკეთია და ტელეფონზეა მიერთებული, შუგამ დაადგინა რომ ეს ტელეფონი სანის ეკუთვნის და ერთი ღილაკის დაჭერით ის გაააქტიურდება და სულ რაღაც 3 წუთში აფეთქდება, ეს უნდა შეძლო, ქუქ ვერ დავუშვებთ რომ დაგკარგოთ!
მას ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ეს უკანასკნელი წუთები ყოფილიყო. მე ლეას ვერ მივატოვებდი  იმიტომ რომ მის მიმართ გრძნობები მქონდა, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ის ამას არ იმსახურებს.
ქუქი_ დამშვიდობება დღეს ნამდვილად არ მინდა, არც იმას დავუშვებ, რომ მას რამე დაემართოს. როგორმე უნდა დრო მომაგებინოთ!
ახლა შუგა ალაპარაკდა.
შუგა_ ქუქ შემიძლია მისი ტელეფონი მხოლოდ 4 წუთით გავხადო მიუწვდომელი, სულ 7 წუთი გექნება, გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ ვიცი ეს შენთვის არაფერს ნიშნავს, ვიცი და მჯერა რომ ამას შეძლებ! განიშნებ როდის გავთიშავ შენ კი შენს საქმეს მიხედავ.
ქუქი_ კარგი.
სანი_ უკვე იცი არა ბომბის შესახებ? აქედან ცოცხალი ვერც ერთი ვერ გავალთ! მირჩევნია აქ მოვკვდე და ეს პარაზიტიც თან გავიყოლო!
მის მოკვლას ლეას თვალწინ ვერ შევძლებდი, კიდე  ერთ ფსიქოლოგიურ დარტყმას მივაყენებდი, ჯანდაბა დიდ რისკზე მივდივარ მაგრამ ამას შევძლებ.
სანიმ ტელეფონი ამოიღო, მეორე ხელით იარაღი ეჭირა, რომელიც ლეას თავზე ჰქონდა მიბჯენილი. სანამ ის ტელეფონს დაჰყურებდა მე....
შუგა_ მიუწვდომელიაა მისი ტელეფონი მიდი.
ქუქი_ ლეაა თავი დახარეე!
დავიყვირე და რამდენჯერმე გავისროლე, შედეგმა მეც გამაკვირვა. სანის გამაყრუებელი ღრიალი მთელს სახლში ისმოდა. მისი ხელის მტევანი ძირს ეგდო.
სანი_ ეს რაა გააკეთეეეეეეეეე, ჯანდაბაააა ღმერთმა დაგწყევლოსს.
ის ტელეფონს ეჯაჯგურებოდა, მაგრამ ამაოდ, 4 წუთი ვერ გააქტიურებდა. მას ფეხში ვესროლე და ხელი ვკარი, ის კედელთან ჩაიკეცა. მე კი ლეას მივვარდი, სისხლით იყო დასვრილი, ხელები და ფეხები გავუხსენი, ხელში ავიყვანე და ოთახიდან გამოვიყვანე.
შუგა_ ქუქ მალე გამოა*ვი მაქედან, ბომბი უკონტროლო გახდაა და არც კი ვიცი როდის აფეთქდება მალეეეე!
ქუქი_ სახლს მოსცილდით!
სახლიდან 7 მეტრი გავიარე და აფეთქების ხმამ ყურები დამიხშო, ძალა გამომეცალა, ლეასთან ერთად ძირს დავეცი, მისი ხელი მეჭირა და ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი გონებას.

კირა'ს POV:
@Flashback@
მანქანა იმ სახლთან გავაჩერეთ, რომლის მისამართიც ჰონგმა მოგვცა. არ ვიცოდით ლეა რომელ ოთახში ჰყავდათ. ჯიმინი და თაე ემზადებოდნენ, ისინი ხომ სნაიპერები იყვნენ..
ქუქი_ მოკლედ სახლში მე შევალ, გპირდებით ფრთხილად ვიქნები. გეტყვით, რომელ ოთახში იქნება, თქვენ კი ყველაზე კარგ რაკურსს იპოვით. დანარჩენი თქვენ იცით. თუ დამხმარე დამჭირდა გეტყვით. აუ გადამცემი მომეცით რომელიმემ ჩემს ხარვეზები აქვს.
კირა_ აიღე და დაიმახსოვრე სიკვდილი არ გაბედო შე ლაწირაკო ბავშვო.
მოვიდა და ჩამეხუტა.
ქუქი_ კარგი. აბა ჰე წავედი, შეხვედრამდე.

ქუქი'ს POV:
სახლში ჩუმად შევედი, არანაირი სიგნალიზაციაა, საერრთოდ არ იყო დაცული, ცოტა გამიკვირდა. ჯერ პირველი სართული შევამოწმე.
სააბაზანოდან წყლის ხმა მესმოდა, კედელს ამოვეფარე და დაველოდე ვინ იყო, ჯანდაბა თუ გამიმართლა და ლეაა აქედან თავისუფლად გავიყვან. კარები გაიღო და იქიდან ნაცნობი სილუეტი დავლანდე. ის ჩემსკენ მოდიოდა, მე რაც შემეძლო კედელს ავეკარი და ჩემს წინ სანიმ გაიარა. კიბეებს აუყვა. მივხვდი რომ ლეა მაღლა ჰყავდათ, ეს ბიჭებს ვაცნობე. ცოტა ხანი დავიცადე.
ჯიმინი_ ქუქ მისმინე, ვიპოვეთ! მეორე სართულზე კიბიდან მარჯვნივ, მეორე ოთახია, ხელს არაფერი გვიშლის, ლეას გარდა იქ ორი კაცია და სანი. რა გავაკეთოთ.
ქუქი_ ჯანდაბა. ნამჯუნი ან ჯინი რას ამბობენ?
ჯინი_ მისმინე  რომეო თუ არაფრის თავი არ გაქ გამოეთრიე ახლავე!
ქუქი_ კაი კაი დედა ჯინ დაწყნარდი. ის ორი მიზანში მოაქციე როგორც კი დახვრიტავთ მაშინვე შევალ.
ჯიმინი&თაე_ კარგი, ორივე მიზანშია.
მაღლა ჩუმად და ნელა ავედი, კარებს ყური მივადე. სანის ღრიალი გავიგონე.
სანი_ აჰაჰაჰა ქუქს არ აინტერესებ!
და შემდეგ ბრძანება გავეცი. კარები შევამტვრიე და საწოლზე მიბმული ლეა დავინახე.

ფლეშბექის დასასრული.

იმდენად გამიხარდა რომ ლეა იქიდან გამოვიყვანე, თავი ყველაზე იღბლიანი მეგონა. შემდეგ კი აფეთქების ხმამ ძალა წამართვა, ყურში წუილის ხმა არ ჩერდებოდა. ძირს დავეცი. მე ლეას ხელი მეჭირა და გონებას ვკარგავდი, თან მისი ტკბილი ხმა ჩამესმოდა.
ლეა_ ქუქ არ გაბედო, თვალები არ დახუჭო, ჩემო ბიჭო გთხოვ.... შენ უნდა გადარჩე!
და სიცივემ სხეულის ყველა ნაწილი მოიცვა.

მაინც რა დამპალი ვარ! ახალ თავს ხვალ საღამოს დავდებ, დაVOTEება მაინც ნუ დაგეზარებათ, თუ კომენტარის წერა გეზარებათ! ♥️🌿💗💖💙🌙🌹💜

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Where stories live. Discover now