ბარბექიუს ღამის შემდეგ, დავიშალეთ და დასაძინებლად დავწექით.
მეორე დღეს დილის 8 საათზე ავდეგი. ამ 3 თვის განმავლობაში ფაქტიურად ბიჭებთან ვცხოვრობდი, ტანსაცმელი და საჭირო ნივთები აქ მქონდა, რაც მჭირდებოდა. ბიჭები ყოველთვის შავ და კომფორტულ ტანისამოსს იცვამდნენ, მე შევიძინე ყველაფერი რაც სპეცოპერაციისთვის მჭირდებოდა, ძირითადად ტანსაცმელი.
იარაღები, ჯიბის დანა და ათასი სხვა ნივთები ბიჭებს ჰქონდათ.
ჩავიცვი.სამზეროულოში ჩავედი და სუფრის გაშლა დავიწყე. ლიმნის წვენი გავაკეთე, კვერცხი შევწვი და ლორიც დავჭერი. მეორე სართულზე ავედი, პირველი ოთახი ნამჯუნის იყო, კარებზე დავაკაკუნე და შევძახე
კირა_ ნამჯუნ! გაიღვიძეე და ქვემოთ ჩამოდი!
ნამჯუნი_ კარგი ახლაავეე!
თაეს, ჰობის, ქუქისაც შევძახე. შუგას კარებთან მივედი დაკაკუნებას ვაპირებდი, რომ კარები გაიღო და იქიდან შუგა გამოვიდა.
შუგა_ დილამშვიდობია, ოჰო გემრიელი სუნიააა.
კირა_ ჩადი და ჭამე, თორემ დავაგვიანებთ. მე ჯიმინს გავაღვიძებ.
შუგა_ ჰმმ.... ცუღლუტო.
კირა_ დააახვიე რაა.
ჯიმინის კარზე დავაკაკუნე. არაფერი. კიდევ დავაკაკუნე. კიდეევ არაფერი.
კარი შევაღე, საწოლი არეული იყო დანარჩენი ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული იყო ბიჭის ოთახის კვალობაზე. ოთახს ვათვალიერებდი, როდესაც ჯიმინი აბაზანიდან გამოვიდა. წელს ზემოთ შიშველი იყო. მივაშტერდი, ისიც მომჩერებოდა გაკვირვებული, უცებ შევტრიალდი და ვუთხარი:
კირა_ მაპატიე, ვაკაკუნებდი და ხმა, რომ არ გამეცი შემოვედი.
ჯიმინი_ მოტრიალდი უკვე ჩავიცვი. (იცინის)
მე შევტრიალდი, ის კი თმას იმშრალებდა.
კირა_ წამოდი საჭმელი ვჭამოთ და მერე გაიშრე თმა.
ჯიმინი_ კარგი, ახლა წავიდეთ და მერე შენ გამიშრობ თმას.
მოგების ნიშნად მხარი გამკრა და ოთახიდან გავიდა, მეც მას გავყევი.
ქვემოთ ჩავედით და როგორც ყოველთვის ყველა ერთად ლაპარაკობდა.
ჯიმინი_ რა ხდება? რა აამბავია ღმერთო ჩემო, თქვენი მარტო დატოვება არ შეიძლება.
ჯინი_ ოჰ ოჰ, სად ხარ ამდენი ხანი? ნამდვილად არ მინდა დაგვაგვიანდეს.
თაე_ დაიწყო....
ჯინი_ რას ვამბობ არასწორს?
ნამჯუნი _ არაფერს, გეყოთ, აალაგეთ და ავიბარგეთ მალე.
მივალაგეთ და მისაღებში დავსხედით.
ნამჯუნი_ ჰობი მოდი მოკლედ და ხარისხიანად გეგმა ჩამოაყალიბე. შეეცადე დეტალები არ გამოგრჩეს.
ჰიბი_ ესეიგი, მილიარდელის ოჯახია, დღეს დილით ანუ ახლა სიტუაციას დავაკვირდებით, ვიცით, რომ ამაღამ დიდი წვეულება იქნება მათ სახლში, იმიტომ რომ მისტერ კიმის, ქალიშვილის დაბადების დღეა, იქ ბევრი ხალხი იქნება, პატარა შეცდომაც და შეიძლება გავიფაქტოთ. კირა შენ და ქუქი ახლა, როგორც წვეულების მგეგმავები ისე მიხვალთ, თქვენ უნდა გაიგოთ სად და რამდენი კამერა აყენია, როგორი დაცვის სისტემა აქვთ, რამდენი ხალხია დაპატიჟებული და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ამჯერად მარტო ინფორმაციას მოიპოვებთ, რაც შეიძლება დამაჯარებლად ილაპარაკეთ, ყურსასმენებს გაიკეთებთ, თუ რამე მოხდება გაცნობებთ. გასაგებია?
ყველა_ კი!
ჯინი_ ჰოდა წავედით!
ყველაფერი გავიგე, ადვილია, ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ ეს ჩვეულებრივია. მანქანაში ჩავსხედით, გზაში ღამის ამბებს განიხილავდნენ. მალევე მივედით, მანქანაშივე ჩავიცვით მე და ქუქიმ.
DU LIEST GERADE
🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃
Fanfictionკირა მანობანი, რომელიც საცხოვრებლად კორეაში გადადის, რათა აიწყოს კარიერა. მას საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში უწევს მუშაობა, სადაც 7 ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ისიმი შენიღბული კრიმინალები არიან. ამის შესახებ კი კირას წარმოდგენაც არ აქვს.... ✨🌙☀️🌹