ჯიმინი_ გისმენთ.
***_ ჯჯჯჯიმინ კირრა ვარ.... მე მე ძალიან მიყვარხარ, არ ვიცი სად ვარ მაგრამ შევეცდები იმდენხანს ვილაპარაკო რომ შუგამ სიგნალი დაიჭიროს, ცოტასაც გავუძლებ დაგელოდებით.... მე თქვენ მიყვარხართ, დედაჩემს მიხედე. ის მოდის, ვთიშავ.....ჯიმინი განადგურებული დაჰყურებდა ტელეფონს და უცრო ნომერს, საიდანაც კირამ დარეკა. შინაგანად ცარიელი და განადგურებული სკამზე ჩამოჯდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა და რითი დახმარებოდა მისთვის საყვარელ ადამიანს. შუგა მიუახლოვდა, ზურგზე ხელი დაადო და ჰკითხა.
შუგა_ ეი ჯიმინ, ძმაო კარგად ხარ?
ბიჭმა დაბნეული და აწყლიანებული თვალებით ახედა მეგობარს.
ჯიმინი_ აიშ, არა არ ვარ კარგად. ადამიანი ვის გამოც შემიძლია საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დავდო, ვერაფრით ვერ ვეხმარები. რამე რომ დაემართოს, ალბათ სიცოცხლესაც ვერ შევძლებ. თინას როგორ შევხედავ თვალებში...
შუგა_ ეი ეიი, მშვიდად! სიგნალი ორი ანძიდან დავიჭირე მაგრამ გეოგრაფიული გამოთვლე...
ჯიმინი_ პირდაპირ მითხარი რაა.
შუგა_ კაი კაი კაი... მოკლედ ვიპოვე რა კოორდინატები ჩავიწერე, გეგმაც შეიმუშავა ჰობიმ, ჰოდა ეხლა აწიე შენი გასიებული უკანალი და წამამოდი. დროა კირა სახლში დაბრუნდეს!ბიჭები შეიკრიბნენ, ლეა და თინაც მათთან იყვნენ. ნერვიულობა და დაძაბულობა იგრძნობოდა. ჰობი სანამ გეგმას საბოლოოდ დააწყობდა, თავს იმშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
ჰობი_ მოკლედ, ვეცადე რომ ყველაფერი ზუსტად გამეთვალა. თინა როგორც შენ აღწერე იუშინი, ყველა ის დეტალი რაც გვითხარი დაგვეხმარა. ამდენი ხანი იმისთვის იცდიდა რომ კირა ენახა, არამგონია "თავიდან მოიშოროს" ასე მალე. როგორც თაემ აღნიშნა ფსიქოლოგიური დარღვევები უეჭველი აქვს. სახლიდან, სადღააც 5 მეტრის მოშორებით გავჩერდებით, გავიყოფით და ისე ვიმოქმედებთ, როგორც ადრე, ჩვენებურად. არცერთმა არ დაუშვათ შეცდომა, თორემ ყველაფერი ცუდად წავა და არც კი მინდა წარმოვიდგინო იქ რა მოხდება. დროა ის ნაბიჭვარი ჩავაძაღლოთ.
ნამჯუნმა ჩაახველა და თავით თინაზე ანიშნა.
ჰობი_ აჰ მომიტევეთ.
თინა_ არაუშავს... დიდი მადლობა რომ ჩემს გოგოზე ასე ზრუნავთ.
ბიჭებს მადლიერი სახით შეხედა და გაუღიმა.
ლეა_ მე და თინა აქ დაგელოდებით, თუ რამე მოხდება ჰო დაგვირეკავთ?
ქუქი_ აუცილებლად ჩემოგოგო.
ლეა ქუქის ჩაეხუტა, არ უნდოდა რომ გაეშვა. თითქოს ბოლოჯერ ხედავდა.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ადგილიდან დაიძრნენ.
YOU ARE READING
🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃
Fanfictionკირა მანობანი, რომელიც საცხოვრებლად კორეაში გადადის, რათა აიწყოს კარიერა. მას საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში უწევს მუშაობა, სადაც 7 ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ისიმი შენიღბული კრიმინალები არიან. ამის შესახებ კი კირას წარმოდგენაც არ აქვს.... ✨🌙☀️🌹