შავებში გამოვეწყვე და ქვემოთ, სპეცოპერაციის ოთახში ჩავედი. ჯიმინის და შუგას გარდა ყველა იქ იყო. საქაღალდეებში იქექებოდნენ, ქუქი კი მონიტორს უყურებდა, თან ისე რომ თვალს არ სწყვეტდა, მივუახლოვდი და ეკრანზე გოგონა ვიცანი, ეს ლეა იყო.
კირა_ ქუქ, მითხარი რომ მთელი ღამე აქ არ გაგიტარებია.
ქუქი_ რა?! აჰ თვალები დასიებული მაქვს?
კირა_ წადი წაუძინე სანამ გავალთ, მანამდე მე მივაქცევ ყურადღებას.
ქუქი_ აუუ ჯიგარი ხარ რაა!
ლოყაზე მაკოცა და გაიქცა. როგორი დაღლილია, სკამზე დავჯექი და ეკრანებს მივაშტერდი. უკნიდან ჰობი მომეპარა და შემაშინა.
ჰობი_ აბა გუშინ როგორი დრო ატარე?
კირა_ აიიიშ შემაშინე სულელო. არაჩვეულებრივი იყო, ვიცეკვეთ კიდეც.
ჰობი_ ჩვენი ჯიმინი არასდროს ყოფილა ძაან რომანტიკოსი, მაგრამ ყოჩაღ მაგას, ისა დაა ღამე როგორი იყო?
ბოლო შეკითხვა ჩუმად დასვა, მე. გავწითლდი და შემდეგ მუშტი ნეკნებში ჩავარტყი, ოღონდ ძალიან არა, რომ სტკენოდა.
ჰობი_ ჰაჰჰ ანუ მოხდაა, უიუიიი ეგ მოუთმეენელი.
კირა_ ჰობი აძუძგეეე ეხლაავე, მაცდენ ვერ ხედავ?
ჰობი სიცილით გამეცალა. მე კამერებს მივუბრუნდი, ვუყურებდი ლეას, როგორ კითხულობდა წიგნს, მისი "მამა" კი კაბინეტში იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა, აშკარად გამწარებული იყო. დედამისი კი სახლში არ იყო. ისევ ლეას გავხედე, მშვიდობაა. უცებ სიგნალიზაცია ჩაირთო, მთელი ოთახი აიკლო, ნამჯუნი ჩემთან მოვარდა, დანარჩენებიც, მივხვდი რომ სიგნალიზაცია ჩვენს სახლში არ ჩაირთო, ეს ლეას სახლი იყო. ნიღბიანი ტიპები სახლისკენ მიიწევდნენ. ქუქი და ჯიმინიც ჩამოვიდნენ.
ნამჯუნი_ ახლაავე გავდივართ! სწრაფად! წავედით!
გიჟებივით გავცვივდით გარეთ, კბილებამდე შევვიარაღდით, მანქანა ისე სწრაფად გავარდა წინ, ყველანი წინ წავვარდით. არვიცი რანაირად მაგრამ სეულში უკვე 40 წუთში მივედით. ჯინი საუკეთესოაა. სახლში შევვარდით, დავინახე ქუქი და ჯიმინი ლეას ოთახისაკენ გაიქცნენ, დაცვის ნახევარი მოკლული ვიპოვეთ, დანარჩენები უგონოდ იყვნენ. ბატონი კიმი, თავის კაბინეტში იყო, არაფერიც არ გაუგია, ამან დამაეჭვა. ქუქი და ჯიმინი გიჟებივით ჩამოვიდნენ ქვემოთ.
ჯიმინი&ქუქი_ ლეა იქ არ არის!
ESTÁS LEYENDO
🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃
Fanficკირა მანობანი, რომელიც საცხოვრებლად კორეაში გადადის, რათა აიწყოს კარიერა. მას საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში უწევს მუშაობა, სადაც 7 ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ისიმი შენიღბული კრიმინალები არიან. ამის შესახებ კი კირას წარმოდგენაც არ აქვს.... ✨🌙☀️🌹