დილით ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ოქროსფერი სხივები შემოდიოდა და მთელ ოთახს ეფინებოდა. გარედან ოკეანის ხმა ისმოდა. ავდექი და აივანზე გავედი. ღმერთო ჩემო ულამაზესი იყო. ცაში აიჭრებოდნენ ჩიტები სა და ისევ უკან ნაპირზე ბრუნდებოდნენ. ვიღაცის მწველი მზერა ვიგრძენი. გავიხედე და გვერდითა კოტეჯის აივნიდან ჯიმინი მიყურებდა. გავხედე და მომინდა მის მკლავებში ვყოფილიყავი. მიღიმოდა და თან ხელს მიქნევდა. მე ტუჩების მოძრაობით ვუთხარი "მომენატრე". არ მინდოდა ლეა გამეღვიძებინა. მანაც მანიშნა "მეც" და ხელით ტელეფონზე მიმანიშნა. კოტეჯში შევბრუნდი და ტელეფონით დავბრუნდი. 7 საათი იყო. ტელეფონზე ჯიმინის კონტაქტი ამოვარდა "BABYBOY" ის ასე მიწერია, მას კი ჩემზე "BABYGIRL".
---------------------------
_BABYBOY_
▪️ძალიან მინდა რომ ახლა ჩაგეხუტო, მოდი სანაპიროზე გავიპაროთ მე და შენ პატარა პიკნიკი მოვაწყოთ! პიცას და დასალევს წამოვიღებ.
_BABYGIRL_
▪️ვაიმეე ძალიან მინდაა კიი წავიდეთ! ნახევარსაათში მზად ვიქნები! ♥️ ✨
--------------------------გახარებული სახით ავხედე და შიგნით შევედი. ლეა საწოლში წრიალებდა.
კირა_ დილამშვიდობისა გოგონიი!
ლეა_ ასეთ კარგ ხასიათზე რატომ ხარ? ან მოიცა სადმე მიდიხარ?
კირა_ მე და ჯიმინის პატარა პიკნიკი გვაქ.
ლეა_ ვაააუუ მეც ვეხვეწებოდი ქუქს მაგრამ ვიცოდი რომ ორივეს დაგვეზარებოდა. ისევ ძილს გავაგრძელებ, თუ რამე მოგწერ.
კირა_ დაიძინეე ჰო დაიძინე.
მცირედი მაკიაჟი, ტანსაცმელი, სანდლები და ვუაალააა... მზად ვარ.გარეთ გამოვედი. ჯიმინი პატარა კალათით ხელში მიცდიდა.
თეთრი მაისური და ლურჯი შორტი ეცვა. აი ახლა გავექანები და ისე ჩავეხუტები არ გავუშვებ. მასთან მივირბინე და ძლიერად ჩავეხუტე.
ჯიმინი_ ასე ძალიან მოგენატრე?
კირა_ ჰო. და შენ?
ჯიმინი_ მეც babyy!
ხელი ჩავკიდე და სანაპიროსკენ წავედით. მივსეირნობდით და ბოლოს კარგ ადგილზე შევჩერდით. მინი პიკნიკი გავაწყვეთ.
YOU ARE READING
🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃
Fanfictionკირა მანობანი, რომელიც საცხოვრებლად კორეაში გადადის, რათა აიწყოს კარიერა. მას საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში უწევს მუშაობა, სადაც 7 ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ისიმი შენიღბული კრიმინალები არიან. ამის შესახებ კი კირას წარმოდგენაც არ აქვს.... ✨🌙☀️🌹