დილით მაღვიძარას წკრიალმა გამაღვიძა. ველოდებოდი როდის ამოხტებოდა კასი ჩემს საწოლზე და მოსაფერებლად გვერდით მომიწვებოდა, მაგრამ გავაანალიზე, რომ ახლა მარტო ვცხოვრობდი. არც კასი. არც დედა. მხოლოდ მე.
ავდეგი, ცხელი შხაპი მივიღე და გადავწყვიტე, რომ სასეირნოდ გავსულიყავი. თმა გავიშრე, ორად ჩავიწანი. შავი მაღალწელიანი ჯინსი, შავი ტოპი და კუბოკრული წითელი პერანგი ჩავიცვი.ტელეფონი, ყურსასმენები ავიღე და გარეთ გამოვედი.
თბილი ნიავი მსიამოვნებდა, ქუჩებში გზააბნეული დავდიოდი, რადგან ქუჩები არ ვიცოდი. ულამაზესი მაღაზიები, კაფეები, ყვავილების მაღაზიები. უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო იქაურობა. პატარა კაფეში შევედი. მყუდრო გარემო, ლამაზი განათებები, დაბალ ხმაზე მუსიკა. შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.
შევუკვეთე ორი შოკოლადის დონატი და ერთი ლატტე. სანამ ჩემი შეკვეთა მოვიდოდა გარემოს ვათვალიერებდი. მიყვარს როდესაც გარემოს, თუნდაც ადამიანს კარგად "შევისწავლი". ფიქრებში გართულმა შევამჩნიე, რომ სამი მაღალი ტიპი შემოვიდა და ჩემთან ახლოშივე დასხდნენ. ერთ-ერთი ძალიან მეცნობოდა.
ჰაჰ ეს ხომ ის ბიჭია ვისთან ერთადაც მომიწია თვითმფრინავში მგზავრობა. შავი მანტო ეცვა თმებიც ნახშირივით შავი ჰქონდა. თვალები კი მემგონი მწვანე ჰქონდა არ მახსოვს ზუსტად. მეორეც მაღალი იყო, ისევე როგორც მესამე. მეორეს ნაცრისფერი თმა ჰქონდა, მას ნაცრისფერი მანტო ეცვა და შავი ბერეტი ეხურა. მესამეს ყავისფერი თმა ჰქონდა, ის სულ შავებში იყო. მხოლოდ ყავები შეუკვეთეს. ამასობაში ჩემი შეკვეთაც მზად იყო. ყავას ვსვამდიდა თან იმ შავთმიან, უცნობს ვუყურებდი, როცა გავაანალიზე, რომ ისიც მიყურებდა. მის სახეზე ემოციას ვერ ვკითხულობდი. არც კი ვიცი მიცნო თუ არა. დონატები დავამთავრე, გადავიხადე და ყავით ხელში გარეთ გამოვედი. სახლის გზაზე ნელა მივდიოდი, თან იმაზე ვფიქრობდი სად დამეწყო მუშაობა.
ამ დროს გავიგონე ვიღაც შუა ხნის კაცი, როგორ ლაპარაკობდა მობილურზე გაცეცხლებული და შეშფოთებული:
**_ ხომ არ გააფრინეთ მასეთი შეცდომა, როგორ დაუშვით. გაგაფრთხილეთ, რომ ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა. ჯანდაბა, ამის დედაც, კარგი კარგი მაგ საქმეს მე მივხედავ და ჰოო კიდევ მოსამსახურე გჭირდებათ, როგორც თემ მითხრა, მოსამსახურესაც მე გიშოვით. რასაკვირველია მაღალი ანაზღაურება ექნება. კარგი ვთიშავ.
ამ დროს ამ კაცთან მივედი და ვუთხარი:
კირა_ გამარჯობა. თქვენს საუბარს ყური მოვკარი, მაპატიეთ მაგრამ გავიგე მოსამსახურეს ეძებთ, მე სამსახურს ვეძებ, ვიცი სადილის გაკეთება, სახლის დალაგებაც. იქნებ დაფიქრდეთ.
და თვალებში შევციცინებდი.
**_ გამარჯობა მე ჯეი მქვია. ძალიან კარგი ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს მოსაშორებელი, ასე რომ. ანაზღაურება თვეში 30,500 ევრო იქნება, მოგიწევთ ღამის იქ გატარებაც, მაგრამ არა ყოველთვის. სახლში 7 ბიჭი ცხოვრობს მათ საქმეში ცხივრს არ ჩაყოფთ მხოლოდ თქვენს საქმეს მიხედავთ. შევთანხმდით?
მე გაღიმებული სახით ვუყურებდი ხელი გავუწოდე და ვუთხარი:
კირა_ შევთანხმდით. მე კირა მქვია, მუშაობას როდიდან ვიწყებ?
ჯეი_ დღეს 3 საათზე მანქანას გამოვუშვებ შენს მისამართზე და დღეიდან დაიწყებ.
თავი დავუქნიე, მისამართიც ჩავაწერინე და სახლში წამოვედი. ნახევარ საათში მანქანა უნდა მოსულიყო, ამიტომ გადავწყვიტე რამე მაინც მეჭამა.
გამოვიცვალე.
أنت تقرأ
🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃
أدب الهواةკირა მანობანი, რომელიც საცხოვრებლად კორეაში გადადის, რათა აიწყოს კარიერა. მას საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში უწევს მუშაობა, სადაც 7 ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ისიმი შენიღბული კრიმინალები არიან. ამის შესახებ კი კირას წარმოდგენაც არ აქვს.... ✨🌙☀️🌹