-გთხოვთ ბატონო ჯონგუკ ნუ გვეწინააღმდეგებით
შეშფოთებით იძახის მედდა და ექიმის ზურგს უკან იმალება რომელიც ცდილობს გაშმაგებულ შავთმინ ბიჭს ნემსი გაუკეთოს და დაამშვიდოს მაგრამ შავთმიანი ახლა გაცეცხლებულ ლომზე უარესია
-გითხარით ყველა გაეთრიეთ მეთქი!!! არავინ და არაფერი არ მჭირდება უბრალოდ გაეთრიეთ!!!
ბიჭი ფანჯარასთან მდგარ სკამს იღებს და რამდენიმე წამში შუშის სახით ბარიერი შავთმიანი ბიჭის პალატასა და გარე სამყაროს შორის ნამსხვრევებათ იშლება
საწოლზე აკურატულად გადაფარებული ზეწარი ნაფლეთებად ეცემა იატაკზე ბალიში ბუმბულებისგან იცლება მაგიდა იატაკზე ხმაურით ეცემა
-ჯონგუკ გთხოვ გეფიცები არაფერს დაგიშავებთ ნება მოგვეცი დაგეხმაროთ
ჭაღარაშერეული ექიმი ნელი ნაბიჯებით ცდილობს ბიჭს მიუახლოვდეს თან ძალღონეს არ იშურებს რომ შავთმიანის მდობელობა მოიპოვოს
-გითხარით არ მომიახლოვდეთ მეთქი კიდევ ერთი ნაბიჯი და აქედან ჩემს ცხედარს გაიტანთ
შავთმიანი აწ უკვე ჩამტვრეული ფანჯრის ერთ-ერთ ნამსხვრევს მჭიდროდ იქცევს ხელში და ყელთან იჭერს რის შედეგადაც თეთრ უნაკლო კანზე წითელი სისხლი იწყებს დენას
-არა გთხოვთ ეს არ გააკეთოთ
პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობით შეშინებული მედდა ხელებს ბიჭისკენ იშვერს და ცდილობს მიუახლოვდეს მაგრამ მისი ამ საქციელის შემდეგ შუშის ნატეხი კიდევ უფრო ღრმად ჭრის ბიჭის კანს და წითელი სითხე სხეულის გავლით იატაკზე ეცემა
-ჯოჯოხეთში შევხვდებით ნაბიჭვრებო
მტკინვეული ღიმილით იღიმის შავთმიანი და მზადაა ბოლო გასმა გააკეთოს
როდესაც მთელს დაწესებულებაში ,,სირენების ხმა,, ისმის რაც ბიჭის ყურადღებას იპყრობს ჭაღარანარევი ექიმი ამ მომენტს თავის სასარგებლოდ იყენებს ჯონგუკთან მიდის და მუცელში ურტყავს რომ ხელიდან შუშა გააგდებინოს ბიჭი ტკივილისაგან ექიმის ფეხებთან იკეცება და გრძნობს კისერში ჩხვლეტის შემდეგ როგორ შეედინება მის ძარღვებში ცივი მწარე სითხე რომელიც ნელ-ნელა მის სხეულს იმორჩილებს და გაუცნობიერებლად შავთმიანი ამ სამყაროს დროებით ეთიშება
To be continued...
YOU ARE READING
spring flower under the water
Fanfictionჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მოულოდნელად ჩნდებიან,ჩვენდა დაუკითხავად ჩვენს სამყაროში იჭრებიან და შემდეგ უბრალოდ....ქრებიან(?)