ოდესმე თუ დაფიქრებულხართ კითხვაზე სინათლე არსებობს სიბნელეში თუ სიბნელე სინათლეში მეცნიერები ამ კითხვაზე ბევრს არ ფიქრობენ რადგან ზუსტი პასუხი იციან თუმცა მეცნიერება ყველაფერზე ვერ გაგქცემს პასუხს,მაგალითად...რატომ არსებობს სინათლე ან რატომ ასოცირდება იგი იმედთან სიყვარულთან და ბედნიერებასთან?!...
აი მაგალითად შავთმიანი ბიჭის პალატა ავიღოთ,ის განათებული ნათელია თუმცა ამ პალატაში არც იმედი არსებობს არც სიყვარული ბედნიერებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია
ახლა ბიჭი უგონოდ წევს თავის საწოლში გაჭრილი ყელი შეხვეულიაქვს თუმცა ბინტს მაინც ეტყობა წითელი სითხის კვალი
რატომ არის იგი შინაგანად ცარიელი და ჩაშავებული,რატომ ვერ გრძნობს ვერაფერს ტკივილის და სიბრაზის გარდა თუ მის გარშემო მხოლოთ სინათლეა
და ახლაც ეს წყეული მზე არ აცდის სიმშვიდის სამყაროში ყოფნას, არ აცდის განაგრძოს სიმზრების სამყაროში ლივლივი და თავისი გამაღიზიანებელი სხივებით აიძულებს ბიჭის ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს გაიღვიძონ,დაუბრუნდნენ ამ სამყაროს,დაუბრუნდნენ ,,ნათელ პრობლემებს,,
შავთმიანი თვალების გახელის შემდეგ სწრაფადვე იღებს მჯდომარე მდგომარეობას,ნატიფი თითებით ნელა ეხება ნაიარევს რომელიც წესით მისი სიკვდილის მიზეზი უნდა გამხდარიყო მაგრამ ვინ აცადა...
-ოხ ეს წყეული მზე
გაბრაზებული ტონით ამბობს საწოლიდან დგება და მუქ ფარდებს ხელის უხეში მოქნევით აფარებს
ოთახში სიბნელე ისადგურებს მაგრამ არა ისეთი რომ ბიჭი ვერ ხედავდეს თავის ანარეკლს სარკეში
სარკეს უახლოვდება და თითქმის ცრემლ მორევით ამავდროულად საშინელი ზიზღით თავის ანარეკლს უყურებს
იგი არასოდეს ყოფილა ამპარტავანი მაგრამ ოხ რა მშვენიერი იყო იგი აქ მოხვედრამდე,რა ძლიერი მხარბეჭი და როგორი სიცოცხლით სავსე თვალები ჰქონდა ახლა კი...ახლაკი ნარკომანს უფრო გავს ჩაშავებული თვალები ცხოვრებისგან გადაღლილი თუმცა კვლავ დაკუნთული სხეული დასერილი ხელები რომლებიც საავადმყოფოს სამოსის ქვეშ იმალებიან და ახლა უკვე შეხვეული ყელიც რომელზეც აუცილებლად დარჩება შრამი
YOU ARE READING
spring flower under the water
Fanfictionჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მოულოდნელად ჩნდებიან,ჩვენდა დაუკითხავად ჩვენს სამყაროში იჭრებიან და შემდეგ უბრალოდ....ქრებიან(?)