თავი 9

141 16 0
                                    

მონატრება საკმაოდ შემაწუხებელი და გულისმჭამელი რამაა

თუ ოდესმე თქვენთვის მნიშვნელოვანი,ძვირფასი ადამიანი დაგიკარგავთ მიხვდებით და გაიგებთ რასაც ვგულისხმობ

გგონია რომ სუნთქვა გეკვრის და მილიარდობით კილომეტრზე გადაჭიმული დედამიწა შენთვის პატარა ასანთის კოლოფი ხდება

გარშემო ყველაფერი მის თავს გაგონებს და ადგილს ვერ პოულობ მოსასსვენებლად

შესაძლოა რამდენიმე წამით გადაგავიწყდეს და ამდროს გულზე მოგეშვება თითქოს ფრთები შეგესხაო

არარეალურ სიმსუბუქეს გრძნობ... მაგრამ ეს მხოლოდ ცოტახნით.არაფერია სამუდამო და შესაბამისად ეს სანუკვარი წამებიც ქრება,

ყველაზე მტკინვეულად მაშინ ეცემი როცა გგონია ფრთები დაგიჭერენ მაგრამ..ისინი გღალატობენ 

და კვლავ....კვლავ იძირები მონატრებაში

საბედნიეროდ ამ ქვეყნად მარტო არავინაა თუნდაც ადამიანი თავად იქმნიდეს იმის ილუზიას რომ მარტოა

ეს ასე არაა ზოგჯერ ვერ ვხვდებით რაოდენ ახლოა ის ვინც მონატრებისას განცდილ ტკივილს შეგვიმსუბუქებს

კაფეტერიაში პაციენტები აქეთ იქით დადიოდნენ სახეზე სიცარიელი ეს მათთვის ჩვეული გამომეტყველება იყო

ყველა ფერწასული და განადგურებული ჩანდა

ერთის გარდა

შავთმიანი ბიჭი ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან იჯდა ყურსასმენები ეკეთა და პლეიერს ხელში ათამაშებდა

წინ ჯერკიდევ ცხელი თუმცა მიუკარებელი საჭმელი ედო სახეზე მასაც ტკივილი ეწერა მაგრამ დაკვირვების გარეშე ამას ვერ იტყოდით

შეიძლება ითქვას დანარჩენებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო

როდის აქეთ?

-მარტო რატო ზიხარ?

არსაიდან ღრმა მხიარული ხმა ისმის და ჯონგუკის წინ  ქერას ჩვეულებისამებრ ყურებამდე გაღიმებული სახე იკავებს ადგილს

spring flower under the water Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ