ოდესმე თუ ყოფილხართ საკურას ყვავილობაზე,ან თუ გინახავთ მაინც აყვავებული საკურა.. მაშინ გეცოდინებათ რა მშვენიერია იგი.იშვიათობაა ამ ხეს შეხედო და გულში ის თბილი ფერები არ ჩაგეღვაროს რითიც ეს ხე ანათებს მაგრამ...
როცა გული გაქვავებულიგაქვს არამცთუ ხე და ყვავილები,მთელი სამყაროს სილამაზეც კი ვერ იმოქმედებს შენზე
სწორედ ასეთ სიტუაციაში იყო ჯონგუკი
საკურას ჩრდილ ქვეშ მჯდომარე თვალდახუჭული ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა და თუ მისი სახით ვიმსჯელებთ მელოდიაში თავდავიწყებას გრძნობდა
მართალია არ უყვარდა მზე, არუყვარდა გარეთ ყოფნა,მაგრამ ახლა თვითონაც არიცის რატომ ალბათ გაქვავებულმა გულმა უკარნახა ჩრდილქვეშ გაზაფხულის სურნელით ამდენი წლის მანძილზე პირველად დამტკბარიყო
ვერ ვიტყვი რომ ახლა ის თავს სამოთხეში გრძნობს,არა შესაძლოა მშვიდად გრძნობს თავს მაგრამ ბედნიერად ნამდვილად არა
თუმცა მოდით მაინც ვუწოდოთ ამ სიტუაციას ,,სამოთხის იდილია,, ჰოდა ამ ,,სამოთხის იდილიაში,, ერთი ზედმეტი წვრილმანი ჩნდება...
საკურას ყვავილის ფოთოლს ნიავი ბიჭის ფერდაკარგულ ღაწვებზე ასვენებს და შემაწუხებელი ღუტუნის შედეგად შავთმიანი ინსტინქტურად ახელს თაფლისფერ თვალებს
მოშორებით სილუეტს ამჩნევს რომელიც მისკენ პროფილით დგას
კარგად ვერ არჩევს მაგრამ ხედავს რომ ეს ბიჭია,ქერა ბიჭი რომელსაც თვალები აქვს დახუჭული და ისიც შავთმიანივით მშვიდად გრძნობს თავს
ყოველშემთხვევაში შორიდან ჩანს ასე,შორიდან კი არასდროს ღირს შეფასება,მანძილზე არაა საუბარი უბრალოდ როცა ადამიანს უყურებ და ის მშვიდადაა შესაძლოა გულში ქარიშხალი უტრიალებდეს
შავთმიანი უყურებს ქერას იკვლევს მის ღაწვებს მის ცხვირს ტუჩებს აწ უკვე გახელილ ცასავით ცისფერ თვალებს,ნატიფ ხელებს ყავარჯენზე რომ აქვს შემოხვეული იდეალურად სუფთა,თეთრ კანს
თუმცა ბიჭი მალე მოდის გონს ქერას ტანსაცმლით ხვდება რომ ისიც ერთ-ერთი ,,ავადმყოფია,, და მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი ეკარგება კვლავ ხუჭავს თვალებს და წუთის შემდეგ ცალს მაინც ახელს
სპეციალურად არა, უბრალოდ შიგნით რაღაც აიძულებს ეს გააკეთოს მაგრამ..
ქერა იქ აღარ დგას
-ჰეი რას აკეთებ
ესმის უკნიდან მხიარული ღრმა და სუფთა(?) ხმა რომელზეც ეს უკანასკნელი კრთება და რამდენიმე სანტიმეტრით იწევს
-რას უსმენ?
ქერა ყურსასმენებს და პლეიერს ართმევს თვითონ ირგებს და აინუნშიც არ აგდებს იმას რომ არც ნებართვა უკითხავს არც პასუხს დალოდებია
-ჰმმ რა მოსაწყენი მელოდია სხვას ჩავრთავ
ბიჭი ცდილობს სხვა მელოდიაზე გადართოს მაგრამ მცდელობა უშედეგოდ სრულდება
-მხოლოდ ერთი სიმღერა რატომ გაქვს?
ისე სვავს კითხვას თითქოს შავთმიანი ვალდებული იყოს უპასუხოს,საერთოდ ვინ არის რა უფლებით იჭრება სხვის პირად სივრცეში რაუფლებით ურღვევს მას სიმშვიდეს
-რა შენი საქმეა ვინმემ გთხოვა მოუსმინეო?
ჯონგუკი პლეიერს ართმევს და კვლავ ჯიბეში ითავსებს აზრი აღარ აქვს ,,სამოთხის იდილიის,, დაბრუნების მცდელობას,სიმშვიდე უკვე დარღვეულია,ამიტომ ბიჭი უბრალოდ დგება და უკან იტოვებს ქერასაც და აყვავებულ საკურებსაც
-მე თეჰიონი მქვია
უკნიდან ეძახის ქერა და უცნაურ თუმცა მიმზიდველ ღიმილს ჩუქნის,რომელსაც აწ უკვე შენობისკენ მიმავალი ბიჭი ცხადია ვერ დაინახავს
,,და შენ მე გჭირდები,,
გონებაში აბოლოვებს ფრაზას ქერა და კვლავ იღიმის უფრო თავისთვის ვიდრე ვინმესთვის
ბალახზე ეშვება ყავარჯენს გვერდით იდებს და მისი თვალებივით კრიალა ცისფერ ცას შესცქერის
To be continued...
YOU ARE READING
spring flower under the water
Fanfictionჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მოულოდნელად ჩნდებიან,ჩვენდა დაუკითხავად ჩვენს სამყაროში იჭრებიან და შემდეგ უბრალოდ....ქრებიან(?)