თავი 8

149 17 0
                                    

ერთი სუპერძალის არჩევა რომ შეგრძლებოდათ რას აირჩევდით?

ალბათ ზოგს ფრენა უნდა,ზოგს ტელეპორტაცია,ზოგს აზრების კითხვა თუმცა სამწუხაროთ ეს შეუძლებელია

ალბათ მომავალში ადამიანი მართლაც შეძლებს თავისი გენეტიკის იმ დონეზე განვითარებას რომ შეასძლებელი იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ძალის შეძენა თუმცა...ჯერ-ჯერობით ეს უბრალოდ ზღაპრები და ფანტასტიკის ჟანრის ფილმების ნაწილია

გაგიკვირდებათდა ზოგ ადამიანს მართლაც აქვს სუპერძალა,შეიძლება ახლა არ დაიჯეროთ მაგრამ დარწმუნებულივარ ასეთი ადამიანი ყველას შეგხვედრიათ

უნარი გააღიმო ვინმე რთულ სიტუაციაში....მართლაც რომ დიდი ძალაა

-ბევრი სისხლი დაკარგა ახლა ძალიან სუსტადაა...

პალატაში ექიმების საუბარი ყრუდ ესმის შავთმიანს, თაფლისფერი თვალებიდან ისე იხედება როგორც დაორთქლილი მინიდან

კარგად ვერაფერს ამჩნევს ერთადერთი რაც შეუძლია გარკვევით გაარჩიოს მზეა ფანჯრის მიღმა

-ფარ...ფარდა

ლუღლუღებს ბიჭი და ცდილობს ექიმების ყურადღება მიიქციოს რომლებიც თავიანთი სასაუბრო თემით უფრო დაინტერესებულები ჩანან ვიდრე თავად პაციენტით

-რა ბატონო ჯონგუკ რამე თქვით?

ახალგაზრდა მედდა ბიჭს უახლოვდება და მისი საწოლის წინ თითის წვერებზე იხრება

-ფარდა!

შედარებით მტკიცეთ ამბობს ბიჭი და ათასი ,,შნურით,, შებოჭილ ხელს ფანჯრისკენ იშვერს

მედდა მის საჩვენებელ თითს მზერას აყოლებს და როგორციქნა ხვდება რაშიცაა საქმე

იგი სწრაფად დგება და რამდენიმე წამში ოთახში ბნელდება

მზის სხივის მოულოდნელი გაქრობა პალატაში ექიმების ყურადღებას იქცევს და ჯერ მედდაზე შემდეგ კი პაციენტზე გადააქვთ ყურადღება

spring flower under the water Donde viven las historias. Descúbrelo ahora