თავი 16

147 17 3
                                    

ხშირად გვგონია რომ რამეს არასწორად ვაკეთებთ

გინდაც მართლები ვიყოთ შეგვეპაროს ჩვენს თავში ეჭვი ეს ჩვეულებრივი ამბავია

ასეთ მომენტებში ვინმე გვჭირდება ვინც დაგვარწმუნებს რომ მართლებივართ

მაგრამ რაუნდა ვქნათ მაშინ როცა ეს ვიღაც საპირისპიროს გვიქადაგებს...

წვიმა დიდი ხნის გადაღებული იყო მაგრამ მაინც ისმოდა გამაღიზიანებელი წკაპუნი ფანჯრის რაფაზე

სწორედ ეს შემაწუხებელი ხმები გახდა მიზეზი შავთმიანის გაღვიძებისა

ჯერ კიდევ ძილბირანში მყოფმა ხელი ქერას მოხვია მაგრამ მალევე გაანალიზა რომ ჰაერის მეტი ვერაფერს შეეხო

სწრაფად წამოჯდა და ცარიელ საწოლს დახედა

ძნელი გამოსაცნობია რა აზრები უტრიალებდა მას თავში მანამდე სანამ სარკეთან მდგარ ბიჭს არ მოკრა თავი რომელიც პერანგის ღილებს იკრავდა და ,,გალამაზებულ,, სხეულს მალავდა

შავთმიანი დამშვიდებული წამოდგა თეჰიონს მიუახლოვდა და ზურგიდან ჩაეხუტა

ბიჭი მოულოდნელობისგან ოდნავ შეხტა
როგორ შეიძლება შეხტე როცა სარკეში იყურები?!

-გაიღვიძე?

შავგვრემანმა ნელა დაუქნია თავი და ღიმილით რამდენიმე კოცნა დაუტოვა ყელის არეში

-სალაპარაკო გვაქვს

ქერა ბიჭს შეუბრუნდა და თავისი ცისფერი თვალები მიანათა რომლებიც ახლა უჩვეულოდ სერიოზულად გამოიყურებოდნენ

-მოდი ახლა არა რა

ჯონგუკი კვლავ საწოლზე დაეშვა და ერთი ხელის მოქაჩვით თეჰიონიც მის მკლავებში დაეცა

-ოღონდ არ თქვა რომ ისევ ძილს აპირებ

მკაცრი ხმით მიუგო ცისფერთვალამ და შეეძადა ბიჭის მკლავებიდან თავი დაეხსნა

როგორცჩანს ისევ დაავიწყდა რომ სუსტი ძლიერს რაც არუნდა ეცადა ვერ მოერეოდა

spring flower under the water Where stories live. Discover now