თავი 11

145 16 12
                                    

სიბრაზე ეს ერთ-ერთი ბუნებრივი ემოციაა

ის ყველა ჩვენგანს გააჩნია უბრალოდ ზოგს შეუძლია მისი გაკონტროლება ზოგს არა

ზოგი უმნიშვნელო წვრილმანზე ფეთქდება ზოგს კი რაც არუნდა ეცადო წყობილებიდან ვერ გამოიყვან

ზოგჯერ ჩვენი სიბრაზის მიზეზი ჩვენთვისვე უცნაურია

ჩვენ ვფეთქდებით და შემდეგ
ვფიქრობთ ,,ჯანდაბა საერთოდ რატომ ავიშალე ნერვები,,

მაგრამ ამის გამო ვერავინ გაგვკიცხავს,ძნელია გაანალიზებულად მოიქცე მაშინ როცა გონებაში ტორნადო ბობოქრობს

-იდიოტი ხარ იდიოტი სულელი კრეტინი

ცარიელ პალატაში წამოწოლილი შავთმიანი ბიჭი უკვე მერამდენე სილას ურტყავდა საკუთარ თავს და ჭერში იყურებოდა უაზროდ...ისე თითქო ეს უსულო საგანი შეაჩერებდა მაზოხისტური გამოხტომისაგან

-საერთოდ რაზე ფიქრობდი რა გემართება ჭკუა სულ დაკარგე?!

პატარა შენიშვნა ნორმალური ხალხი თავის თავს არ ელაპარაკება (ყოველშემთხვევაში დიალოგს არ აბავს)მე ველაპარაკები თქვენ?

გაღიზიანებულმა ბიჭმა გიშლის თმა დაბნეულად აიჩეჩა და ტუმბოზე დადებული პლეიერი აიღო,ყურსასმენები მოირგო და თვალები დახუჭა

ცდილობდა მისთვის უცნაურ გაუგებარ საკითხზე აღარ ეფიქრა მაგრამ რაღაც არ ასვენებდა

რაღაც მასში ან მის გარშემო ძველებურად აღარ იყო...რაღაც შეიცვალა

საწოლზე მოუსვენებლად წრიალებდა,ვეღარც მუსიკა ამშვიდებდა,პატარა ბავშვივით იყო რომელმაც არ იცის რაუნდა

წუთიერი ფიქრის შემდეგ შავთმიანი დგება,ფანჯარას უახლოვდება,ერთი ხელის მოქნევით ფარდას სწევს და პალატაში სინათლე იღვრება რომელიც სიბნელეს ნოკაუტში აგდებს

-ასე უკეთესია

კმაყოფილი ამბობს შავგვრემანი და თავისი კურდღლის ღიმილით იღიმის

spring flower under the water Where stories live. Discover now