ალბათ ყველას გეცნობათ გამაღიზიანებელი გრძნობა როცა კითხვა გაქვს პასუხს კი ვერ პოულობ
ზოგჯერ პასუხი ცხვირ წინ გვაქვს და ვერ ვხედავთ
ზოგჯერ უბრალოდ არ გვინდა მისი დანახვა
ზოგჯერ კი...იგი უბრალოდ არ არსებობს
რატომ აკეთებდა თეჰიონი ამას? რატომ დაიწყო მოულოდნელად შავთმიანისგან თავის არიდება?
თითქოს ყველაფერი კარგად იყო
მან შეძლო შავთმიანის სამყაროში შეაღწია და აიძულა თავისი ნაჭუჭიდან გამოსულიყო
აიძულა სამყარო სხვა თვალით დაენახა
წლებისწინ დაკარგული ცხოვრების ხალისი და არსებობის სურვილი დაუბრუნა
ახლაკი ისე ექცეოდა როგორც უცნობს
გაურბოდა თავს არიდებდა ყოველჯერზე როცა ხედავდა სახეზე ფერი ეცვლებოდა
რატომ? ასე რატომ ხდებოდა?
ეს აზრები გაუჩერებლად ირეოდნენ შავთმიანის გონებაში
აი უკვე რამდენიმე დღეა გარეთ კოკისპირულად წვიმს
ირგვლივ ყველაფერი მოქუფრული და ნისლიანია
ადრე ალბათ ასეთი ამინდი შავგვრემანს გაახარებდა მაგრამ ახლა რბილათ რომ ვთქვათ ფეხებზე ეკიდა ამინდიც და მთელი სამყაროც
ახლა მხოლოდ ქერა ცისფერთვალაზე შეუძლია ფიქრი
-ჯანდაბა რატომ აკეთებს ამას?!
უკმაყოფილო ღრენა ისმის ცარიელ პალატაში შავთმიანი სწრაფი მოძრაობით საწოლიდან დგება და პალატაში ბოლთის ცემას იწყებს
-თითქოს არაფერი დამიშავებია ისეთი
გიშლის თმა ჩვეულებისამებრ ასჩეჩვია საავადმყოფოს პერანგის ღილები ოდნავ შეხსნილიაქვს და თვალები ოდნავ ჩაშავებული აშკარაა უძილო ღამეების გამო სულ გადაავიწყდა რომ თავს მოვლა სჭირდება
VOUS LISEZ
spring flower under the water
Fanfictionჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მოულოდნელად ჩნდებიან,ჩვენდა დაუკითხავად ჩვენს სამყაროში იჭრებიან და შემდეგ უბრალოდ....ქრებიან(?)