თავი 14

145 14 1
                                    

ყველას გვაქვს რაღაც ოცნებები სურვილები გეგმები

ზოგჯერ ყველაფერს ვაკეთებთ ოცნების მისაღწევად ზოგჯერ კი ხელიგვაქვს ჩაქნეული

არის სიტუაციები როცა ოცნება გვისრულდება თუმცა შემდეგ ვფიქრობთ...

ნამდვილად გვინდოდა ეს?

ბიჭი ნელა მიუახლოვდა კარს სადაც მის წინ მიმავალი ექთანი რამდენიმე წამისწინ შევიდა

გონებაში უკვე წარმოდგენილი ჰქონდა დიალოგი რომელიც ფსიქოლოგთან შეხვედრისას ელოდა

არაფერი ახალი პრიმიტიული კითხვები წარსულზე და ახლანდელ მდგომარეობაზე

ახლა ამ უაზრობისთვის ნამდვილად არ სცხელოდა მაგრამ ტალღას ვერსად დაემალებოდა

სახელურის ჩამოწევა ხის კარის გაღება და შავთმიანის გაოგნება ერთი იყო

-მა...მამა?

ჩვეულებრივ პატარა მყუდრო მცენარეებით სავსე ოთახში მხოლოდ ფეხიფეხზე გადადებული წელში გამართული ფსიქოლოგი ხვდებოდა ხოლმე ყავის ჭიქით ხელში

რამხელა იყო მისი გაკვირვება როცა ფსიქოლოგის სავარძელში შუახნის მკაცრი გამომეტყველების მქონე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ჭაღარა შერეული კაცი დაინახა რომელსაც გვერძე მისთვის კარგად ნაცნობი ექიმი ედგა

ქალბატონ ნერვების ამშლელ ფსიქოლოგას
ესაუბრებოდა და ექთანი ფინჯანში ყავას უსხავდა

ისე გამოიყურებოდა თითქოს თავის სამეფოში ყოფილიყოს

-აი ისიც

ყურებამდე გაიკრიჭა ექიმმა და ჯონგუკს მხარში ხელი მოჰკიდა რითაც ანიშნა შემოდიო

-აბა რას იტყვით გაზრდილა არა?

კიდევ უფრო პირფერული ღიმილით მიუგო ექიმმა კაცს და ბიჭს შავი თმა აუჩეჩა

-გაზრდილა...

ოდნავი ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა და შავგვრემანი თავიდან ფეხებამდე შეათვარიელა როგორც გასაყიდი პროდუქტი

spring flower under the water Where stories live. Discover now