თავი 6

143 14 0
                                    

რა მრავალფეროვანია სიზმრების სამყარო არა?

ოდესმე თუ გინატრიათ მალე დაძინება რათა სიზმარში გააკეთოთ ის რაც რეალობაში არ გამოგდით,სიზმარში აისრულოთ ის ოცნება რაც რეალობაში აუხდომელად მიგაჩნიათ

სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სიზმრებს ვერ ვაკონტროლებთ და სწორედ ამიტომაა კოშმარებს რომ ვხედავთ

კოშმარები...იღვიძებ და ბედნიერიხარ რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო ზოგჯერ კი....იღვიძებ და წუხარ რადგან ის ბედნიერება და სიხარული რაც სიზმარში განიცადე სიზმარი იყო

-დამიბრუნე პლეიერიიი

გაბრაზებით ამბობს პატარა გოგონა და მასზე ბევრად უფროსი ბიჭისკენ იწევს რათა კუთვნილი ნივთი წაართვას თუმცა ქამარი რომლითაც იგი მანქანის სავარძელსაა მიბმული არ აძლევს ამის საშუალებას

-მორჩი ხელების ქნევას მომბეზრდება და დაგიბრუნებ

სიცილით ამბობს შავთმიანი და გოგონას ოდნავ უჯიკებს

-დამიბრუნეე...იცოდე დედას ვეტყვიიიი დედააა.....

შავთმიანი პატარას პირზე ხელს აფარებს და ცდილობს მისი წიკვინა ხმა გადაფაროს თუმცა იძულებული ხდება ხელი გაუშვას როცა კბენას გრძნობს

-აუჩ ძაღლიხარ რო იკბინები?!
მორჩა დაემშვიდობე პლეიერს

ბიჭი სათითაოდ იწყებს  პლეიერში სიმღერების წაშლას

-არააა ჯონგუკ არ გაბედოოო

ყვირილს და ხელების ქნევას იწყებს გოგონა ბიჭი კი სიმღერებს შლის და ამავდროულად პატარას სისაყვარლეზე იცინის

და უცებ...უცებ ხმაური ისმის ბიჭი პატარა დას გულში იკრავს და გრძნობს მის ცხელ ცრემლებს მის მკერდზე

ბიჭი სწრაფად იწევა საწოლედან,სხეულზე სულ ოფლის წვეთები სდის,ღრმად სუნთქავს და
ცდილობს გაანალიზოს რაც მოხდა

ფიქრებმა გაიტაცეს და ვერც კი შეამჩნია როგორ გამოუწოდა ,,დაუპატიჟებელმა,, სილუეტმა ცივი წყლით სავსე ჭიქა

spring flower under the water Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin