თავი 4

178 16 4
                                    

რამხელაა შესაძლებლობა იმისა რომ დიდ ქალაქში დაიკარგებით და დაკარგვის შემდეგ როგორღაც იქ აღმოჩნდებით სადაც თავდაპირველად გსურდათ მოხვედრა,იქამდე სანმ თქვენი მიმართულება აირეოდა,?

თავს ნუ დაიღლით პასუხზე ფიქრით,ისედაც გასაგებია რომ ასეთი რაღაცეები უმეტესად მხოლოდ ფილმებში ხვდება

ვისაც ოდესმე მაინც გადაგიტანიათ ნამდვილი სტრესი...ვინც ოდესმე მაინც ყოფილხართ ნამდვილ დეპრესიაში...გეცოდინებათ რას ნიშნავს საკუთარ თავში დაკარგვა

გგონია თითქოს სამყარო ცივი ბეტონის ქალაქია და ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლია ამ ყოველივეს დაემალო ისევ შენი გონება და სულია

მაგრამ როდესაც შენს თავში იკეტები...ძნელია შემდეგ კვლავ დაუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე ჩვეულ რიტმს

ძნელია...და არც გინდება

შავთმიანის შემთხვევაში  ,,თავის თავში ჩაკეტილი,, მსუბუქი ნათქვამია,მისთვის არ არსებობს სამყარო,იგი ფსიქიატრიული კლინიკის ბეტონის კედლებმა ჩაანაცვლეს, მისთვის არ არსებობს ხალხი ისინი შეშლილმა იდიოტებმა ჩაანაცვლეს მისთვის არსებობს მხოლოდ მტკინვეული წარსული

მტანჯველი აწმყო და...მომავალი? აქვს საერთოდ მომავალი?

მართალია ბიჭს ბევრი ფიქრი არუყვარს მაგრამ კვლავ თავის ჩაბნელებულ პალატაში მჯდომი,რატომღაც სწორედ ამაზე ფიქრობდა

იხსენებდა წარსულს,თან პერიოდულად ნატიფი ხელებით დასერილ ადგილებს ეხებოდა თითქოს შრამებთან შეხებისას მასში მოგონებები იღვიძებდნენ

ხელები...მუცელი...ზურგი...ყელი...დარჩა ადგილი რომელიც არ შეახსენებდა თავის წარსულს? თითქოს მთელი მისი სხეული ერთი დიდი რუკა იყო მოგონებების ქალაქში

შავთმიანი საწოლიდან ნელა დგება,სარკეს უახლოვდება,ასევე ნელა იხსნის ზედის ღილებს და ანარეკლში თავის ნაიარევებით სავსე სხეულს უყურებს

-მტკინვეული იყო?

პალატაში დაუპატიჟებელი სტუმრის ხმა ისმის და შავთმიანი კარისკენ იხედება სადაც ყავარჯენზე დაყრდნობილი ქერა ბიჭი დგას

-რატომ მოხვედი?!

-მტკინვეული იყო?

ბიჭის კითხვის დაიგნორებით თავის კითხვას იმეორებს ქერა და პალატაში თამამად შედის

-რას გადამეკიდე სხვა საქმე არ გაქვს?

მკვახედ ეუბნება შავთმიანი და მკერდთან ხელებს იჯვარედინებს

-შენ ხარ ჩემი საქმე

სრული სერიოზულობით ეუბნება ქერა და ბიჭის წელს ზემოთ მოშიშვლებულ შრამებით სავსე სხეულს კიდევ ერთხელ ავლებს თვალს

-ღმერთო ყველა გიჟი მე რატო უნდა გადამეკიდოს

თავს უკან აგდებს შავთმიანი თითქოს მართლაც მოელოდოს ღმერთისგან პასუხს თან ხმაში სიცილს ურევს აშკარაა მიეჩვია რომ მის პირად სივრცეში ყოველთვის ვიღაც იჭრება

-არ გადაგეკიდე შენ ჩემი დახმარება გჭირდება

ახლა უკვე დამაიმედებელი ღიმილით ეუბნება ქერა და მხარზე ხელს ადებს ჯონგუკს

-შენკი აშკარად ფსიქოლოგის დახმარება გჭირდება გადი

მხარიდან ხელს იშორებს შავთმიანი და სხეულზე იმ ურცხვ ნაჭერს ირგებს მისი სხეული რომ დაფარა

საწოლისკენ მიდის და კვლავ ყურსასმენებს ირგებს

-ვერ გაიგე რაგითხარი?!ნუ გამიხურე საქმე გაეთრიე!

ხმას უწევს შავთმიანი და კარისკენ იშვერს ხელს

-სულ ერთსა და იმავე მელოდიას რატომ უსმენ?

კვლავ აიგნორებს მის კითხვას ქერა

-ღმერთო შენ მართლა კრეტინი ყოფილხარ ან ყრუ გაეთრიე სიტყვა არ გესმის?!

ბიჭი კვლავ დგება საწოლიდან უხეშად კიდებს მკლავში ხელს ქერას,სწრაფი ნაბიჯებით კარისკენ მიყავს და რამდენიმე წუთში ჰოლში დაცემული ცისფერთვალა ბიჭის წინ კარი ბრახუნით იხურება

To be continued...

spring flower under the water Onde histórias criam vida. Descubra agora