თავი 18

136 15 1
                                    

*******3 წლის შემდეგ********

გასროლა
კიდევ ერთი
და კიდევ ერთი

იარაღიდან გამოტყორცნილი ტყვიები სამიზნეს ზუსტად ხვდებიან და მთელს შენობაში აუტანელ ხმაურს იწვევენ

შავთმიანი სათვალეს და დამცავ ყურსასმენებს იხსნის
იარაღს ტენის და კვლავ რამდენიმე გასროლას აკეთებს

-გეტყობა ძალიან მოცლილი ხარ რახან აქ ხარ

შენობაში ქერა შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი შემოდის და შავთმიანის შორიახლოს დგება

-დრო გამყავს

უხეშად პასუხობს შავთმიანი და კვლავ ტენის იარაღს

-არშეგიძლია ნორმალური ადამიანებივით პარკში ისეირნო ძაღლები ასეირნო და მტრედებს საჭმელი დაუყარო

ცოტაოდენი სარკაზმით ამბობს ბიჭი და მხრით კედელს ეყრდნობა

შავთმიანის სახეზე ცინიკური ღიმილი ჩნდება თუმცა მხოლოდ წამიერად

-როდის აქეთ ვარ ან მე ან ჩემი ცხოვრება ნორმალური

-ჯობია გართობას თავი დაანებო საქმე გამოგვიჩნდა

ჯონგუკი იარაღს დებს და იქვე მდგარ სკამზე გადაკიდულ ტყავის ქურთუკს იცმევს

-ეგ მე არ მეხება შვებულებაშივარ და მამამ ეს იცის

-სწორედ მამაშენმა გამომგზავნა

ქერა საქაღალდეს მაგიდაზე დებს შავგვრემნის წინ და ხელებს შარვლის ჯიბეებში იდებს

ჯონგუკი ჯერ ქერას უყურებს შემდეგ საქაღალდეს და რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ მაინც წყვეტს გადახედოს

-ბატონი კიმი,ფერმერი,ოჯახი:ცოლი ორი ვაჟი და ქალიშვილი ცხოვრების მანძილზე არცერთი კანონ დარღვევა არყოფილა ნასამართლევი და ერთადერთი რაც შეიძლება დანაშაულად ჩაეთვალოს მეგობრებთან ბილიარდის თამაშია არადა ცოლს ეუბნება ფილმის საყურებლად მივდივართო

spring flower under the water Where stories live. Discover now