თავი 10

152 17 2
                                    

ზოგჯერ უცნაურები ვართ

არა ჩვენ კიარა ჩვენი შინაგანი მეა უცნაური ზოგჯერ.შესაძლუა სერიოზული დინჯი დაფენილი თოვლივით მშვიდი ადამიანი იყოთ მაგრამ ორიაზრი არარსებობს რომ სიგიჟე არ ჩაგიდენიათ

ზოგჯერ შინაგანი ხმა გვაიძულებს გავაკეთოთ ის რაც ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება,ერთ რამეს გეტყვით...

ეს ნორმალურია
____________________________________

გაზაფხული სილამაზესთან ხალისთან ღიმილთან სურნელოვან ნიავთან ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება

რა მშვენიერია გარემო წელიწადის ამ დროს

სამწუხაროდ...(ან საბედნიეროდ) შავთმიანი ბიჭი რომელიც ცისფერთვალას ფეხდაფეხ მისდევდა არ ფიქრობდა არც გარემოზე არც სურნელზე არც რაიმე სხვაზე ამისთვის არ ეცალა

ქერასთან დაკავშირებით თავში უამრავი კითხვა უტრიალებდა

რატომ იყო ამ საავადმყოფოში?

რატომ დადიოდა ყავარჯენით თუმცაღა სიარული არცისე უჭირდა?

რატომ არასდროს არავის ელაპარაკებოდა მის გარდა?

-ცოტაც და მალე მივალთ

ნაბიჯის შეუნელებლად გამოხედა თეჰიონმა შავგვრემანს და საფირმო კვადრატული ღიმილით გაუღიმა გასამხნევებლად

ჯონგუკი წამოეწია და ნაბიჯები გაუცნობიერებლად ყოველ მიზეზ გარეშე მისას აუწყო

-აი მოვედით

აქოშინებულმა თუმცა ,,ფინიშს,, მიღწეულმა ქერამ გახარებულმა გაუშვირა თითი პატარა ბორცვისკენ რომელზეც ალუბლის თვალწარმტაცი ხე იდგა თავისი ყვავილებით მიდამო რომ ,,გადაეპენტა,,

-მოდი რაღას უცდი

ცისფერთვალა რბილ ბალახზე ჩამოჯდა და ანიშნა ბიჭს მის გვერდით დამჯდარიყო

შავთმიანი უემოციო სახით დაეშვა მიწაზე და ინტერესით (რომლის დამალვასაც ცდილობდა) ქერას შეხედა

spring flower under the water Donde viven las historias. Descúbrelo ahora