იმ დღეს საშინლად წვიმდა... იმაზე საშინლად, ვიდრე ეს ჯონგუკს ოდესმე ახსოვდა. აბაზანიდან გამოსული, სველი და ნახევრად შიშველი ფანჯარასთან ახლოს ჩამოჯდა და ქალაქს გახედა. ცა დაბნელებული იყო, წვიმის წვეთები გაუჩერებლად ასხავდნენ ფანჯარას, რამდენიმე წუთში ერთხელ ცა იასამნისფრად ნათდებოდა და შემდეგ დამანგრეველი გრუხუნის ხმა ყველაფერს აგვირგვინებდა.
ჯონგუკს უყვარდა წვიმა. ეხმარებოდა აზრების დალაგებასა და ფიქრში.
დეპრესიული დღე ჰქონდა, არავის ელოდებოდა და არც გარეთ გასვლას აპირებდა. იმ ერთადერთმა ადამიანმა, რომელიც მასზე ზრუნავდა, უთხრა, რომ დღეს ვერ მოახერხებდა მის ნახვას.
გასაკეთებელი არაფერი ჰქონდა. ღრმა ამოსუნთქვით ადგა, თავის ოთახში შევიდა, მხოლოდ შარვალი ჩაიცვა და საწოლს ზემოდან მოექცა. თვალები დახუჭა, თბილი პლედი მიიფარა და უკვე მშრალი დაძინებას შეეცადა.არ ახსოვს რამდენი ხანი ეძინა, მაგრამ საწოლის ხმამ და მერე რაღაც ცივის და სველის შეხებამ გამოაღვიძა. დაფეთებულს წამოხტომა უნდოდა, მაგრამ მასზე მოხვეულმა მკლავებმა არ მისცეს ამის საშუალება. გონს რომ საბოლოოდ მოვიდა, ცოტა შეშინებული იყო და გული სწრაფად უცემდა. მის სხეულზე ჩახუტებულ ბიჭს დახედა და უამრავი პეპელა იგრძნო სხეულში.
- თე, პატარა, აქ რა გინდა? მეგონა არ მოხვიდოდი. სულ სველი ხარ.
- არც მოვდიოდი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ შენი ნახვა მერჩივნა მშობლებთან ერთად ვახშამზე წასვლას. ვიღაც გოგო უნდა გაეცნოთ ჩემთვის.
ჯონგუკს ცივმა ოფლმა დაასხა და წამით გაშეშდა. გაბრაზდა, მაგრამ თეჰიონს ეს არ უნდა შეემჩნია.
მისი მშობლები ზედმეტად ცდილობდნენ მათ დაშორებას, ზედმეტად ცდილობდნენ მათ ცხოვრებაში ჩარევას...- კარგია, რომ ჩემთან მოხვედი. მომენატრე,- გაუღიმა მან და ბიჭი უფრო მეტად ჩაიხუტა.- ჯანდაბა, თე, რა სველი ხარ. ფეხით მოხვედი აქამდე? ადექი, სასწრაფოდ უნდა გამოიცვალო.
YOU ARE READING
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.