[END]
Turn around,
Every now and then I get a little bit lonely and you're never coming 'round.
Turn around,
Every now and then I get a little bit tired of listening to the sound of my tears.
Turn around,
Every now and then I get a little bit nervous that the best of all the years have gone by.
Turn around,
Every now and then I get a little bit terrified and then I see the look in your eyes.
Turn around, bright eyes,
Every now and then I fall apart.***
მომდევნო დღის გაკვეთილებისთვის მეცადინეობა დავამთავრე, უკანასკნელი წიგნი ოხვრით დავხურე და დანარჩენ წიგნებს ხმაურით დავაგდე ზემოდან.
თვალი მაგიდაზე მიგდებულ ფურცელს გავუსწორე, რომელზეც გაკრული ხელით მისამართი მქონდა მიწერილი და კიდევ ერთხელ ამოვიოხრე. ოდესმე აუცილებლად წავიდოდი იქ, მაგრამ ჯერ არა. ჯერ გამბედაობისა და თავდაჯერებულობის მოკრება იყო საჭირო.
მაგიდიდან ნელა წამოვდექი და ჯონგუკის, ახლა უკვე ჩვენი ოთახისკენ დავიძარი. საწოლზე ზურგით მოწყვეტით დავეცი და მზერა ჭაღს გავუსწორე.
და, რა თქმა უნდა, თავისუფალი დროის პირველივე წამი ჯონგუკზე ფიქრით დავიწყე და გამეღიმა. ეს ყოველთვის მოქმედებდა: მხოლოდ მისი სახის წარმოდგენა ან დანახვა იყო საჭირო იმისთვის, რომ ყველაზე ცუდი დღე რადიკალურად საპირისპიროსკენ შემოტრიალებულიყო.
რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი მასზე.
ბოლო ერთი თვე კი სამოთხეს გავდა. ჯონგუკი იმდენად სრულყოფილი იყო, ერთხელაც არ მიგრძვნია, რომ იმ სახლიდან შორს ვიყავი, სადაც გავიზარდე. ერთი წამითაც კი არ მიგრძვნია მშობლების მონატრება და არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, აუცილებლად მოვინდომებდი დარჩენილი სიცოცხლე მასთან ერთად, მის პატარა ბინაში გამეტარებინა. თითქოს ყველაფერს, რაც ჩვიდმეტი წლის განმავლობაში გამოვტოვე, ახლა ვნახულობდი, ახლა განვიცდიდი. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯონგუკის წყალობით.
ტელეფონს დავხედე საათის შესამოწმებლად და ეკრანზე დაყენებულმა ფოტომ მაიძულა კიდევ ერთხელ ყურებამდე გამეღიმა. ჯონგუკის ნახატი იყო, ორი კვირის წინ იხუმრა, რომ თვითონ ბაჭიას გავდა, მე- ვეფხვს, მერე ეს იდეა ზედმეტად მოეწონა და დახატა კიდეც. იმ დღიდან ჩემი ტელეფონის ეკრანს თეთრ ფურცელზე დახატული ბაჭია და ვეფხვი ამშვენებენ.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, გუკი ხანდახან ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ხოლმე, ამიტომ იმ დღეს გვიან მოვიდოდა, მაგრამ მისი სამსახური უკვე დიდი ხნის დამთავრებული იყო. მივწერე სად ხარ-მეთქი და ტელეფონი გვერდით გადავდე.
ვერც კი გავიაზრე დაღლილს როგორ ჩამეძინა, მაგრამ შეხებაზე გამომეღვიძა და გონს რომ მოვედი, მივხვდი, რომ ჯონგუკი ტანსაცელს მხდიდა, მერე საწოლში თბილად ჩამაწვინა და თვითონაც მომიწვა. ზურგიდან მომეხუტა, თავი მხარზე მომაყრდნო და ვიგრძენი, რომ მისი სხეული ძალიან ცივი იყო და გული საშინლად სწრაფად უცემდა.
![](https://img.wattpad.com/cover/192311892-288-k523443.jpg)
YOU ARE READING
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.