4 - I Can Help

1.3K 151 11
                                    


მისი ბოლო ნახვიდან ერთი კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა, თანაც ისე, რომ ჯონგუკი ერთხელაც აღარ მინახავს...
ხშირად მაწუხებდნენ მასზე ფიქრები, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევდი ბევრი მეფიქრა. ჩემი ცხოვრება ძველ კალაპოტში უნდა დამებრუნებინა...

ის დღე ჩვეულებრივ დაიწყო, სკოლაში ვიყავი და ლანჩის შესვენებაზე მე და ჯიმინმა ეზოში ჭამა გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ციოდა.

- თეჰი, იმ ბიჭს ხედავ?-ჭამა შემაწყვეტინა ჯიმინმა.

- ვის?-ვკითხე მე და იქით გავიხედე საითაც მანიშნა.

- იმ საღამოს ჩემამდე რომ მოგაცილა ის არაა? იცნობ?

რა ჯანდაბაა? რატომ ავნერვიულდი და რატომ ვიგრძენი ეს წყეული პეპლები ყველგან?!
იერისთან ერთად იდგა ეზოში და რაღაცაზე იცინოდნენ.

- ჰო, რამდენჯერმე შევხვდი.

- აირინმა მათზე რაღაცები მომიყვა.

- რა რაღაცები? აირინი ვინ არის?

- იერისთან მეგობრობს.

- კარგი. რა მოგიყვა?

- ეს ბიჭი ცოტა უცნაური ვინმეა. 18 წლისაა, მაგრამ თექვსმეტის რომ იყო სკოლიდან გამორიცხეს, ახლა არსად სწავლობს. იერიმ თქვა მუშაობსო, მაგრამ აირინის აზრით უკანონო საქმეებშია ჩართული. მეტი არაფერი ვიცი.

- არ სწავლობს?-გაოგნებული ვიყავი მე.

- ჰო, სკოლიდან გამორიცხეს და მერე სწავლა აღარ გააგრძელა.

- რა საშინელებაა...-ხმადაბლა ვთქვი მე და მისი მიმართულებით ყურება განვაგრძე.

- უცნაური ტიპია, ჩემი აზრით, ცოტა საშიშიც. ყოველთვის შავები რატომ აცვია?!

უკანონო საქმეები?
მართლა ისეთი საშიშია, როგორც გამოიყურება?

𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕Where stories live. Discover now