***
დღეები, რომლებიც ყველაზე ბედნიერად ან ყველაზე უბედურად აქცევს ხოლმე ადამიანებს, ჩვეულებრივ იწყება.
გაიღვიძებ, შენს დილის რუტინას შეასრულებ, სკოლაში ან სამსახურში წახვალ, დღე ჩვეულებრივად მიდის და მერე უცებ, ყველაზე მოულოდნელ მომენტში რაღაც ისეთი ხდება, რაც ყველაფერს ცვლის. ან უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ.
არსებობს უცნაური დღეებიც. როდესაც რაღაც ხდება, მაგრამ ეს რაღაც არაფერს ცვლის, არც უკეთესობისკენ და არც უარესობისკენ... რაღაც, რასაც არ კი იცი რა უნდა დაარქვა. რაღაც, რაც შენს გონებაში საშინელ ქაოსს ქმნის.ის დღე უცნაური იყო... დილა ჩვეულებრივ დაიწყო და მერე ჩვეულებრივ გაგრძელდა.
ჯონგუკთან გაკვეთილები არ მემთხვეოდა, ამიტომ იმ დღეს საერთოდ არ მინახავს. არც გაკვეთილებზე და არც დერეფნებში.
სამაგიეროდ, დიდი შესვენება დაიწყო თუ არა მე სახურავისკენ წავედი, სადაც ჯონგუკი უკვე მელოდა. ჩვეულებისამებრ, ძირს იჯდა და ზურგით კედელს ეყრდნობოდა.ჯონგუკის ჩემს სკოლაში გადმოსვლამდე შესვენებას ყოველთვის ჯიმინთან ერთად ვატარებდი, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა. ჯონგუკთან ერთად ბევრი გაკვეთილი არ მიტარდებოდა, სკოლაში ჩვენი გზები არც თუ ისე ხშირად იკვეთებოდა და ერთადერთი გზა, მასთან დროის გატარებისა, ეს იყო. ამიტომ ჯიმინი არასდროს არაფერს ამბობდა იმაზე, რომ ახლა მასთან ერთად აღარ მივდიოდი საჭმელად და საერთოდ, ჭამას ჯონგუკთან ერთად ყოფნა მერჩივნა. თანაც, ჯონგუკი და ჯიმინი უკვე იცნობდნენ ერთმანეთს და ჯიმინს უარყოფითი დამოკიდებულება აღარ ჰქონდა მის მიმართ.
მე და გუკი ერთად ყოფნის დროს ბევრს არ ვლაპარაკობდით ხოლმე. დიალოგები ძირითადად ონლაინ გვქონდა და ეს არცერთს არ გვაწუხებდა. როცა დროს ერთად ვატარებდით, თითქმის არაფერს ვამბობდით და ეს უცნაურად სასიამოვნო იყო. იმდენად სასიამოვნო, რომ ხანდახან მეგონა ჩვენი სიჩუმე იმაზე მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე საჭირო იყო... უბრალოდ თავს კომფორტულად ვგრძნობდით ერთმანეთის სიჩუმეში.
არც ის დღე იყო გამონაკლისი. დავინახე თუ არა ჯონგუკი, რამოდენიმე სიტყვა გავცვალეთ, მერე გვერდით მივუჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე.
რამდენიმე წუთში მისი თავი ჩემს კალთაზე ვიგრძენი და ქვემოთ დავიხედე.
ასეთ რაღაცებს ჯონგუკი ბუნებრივად აკეთებდა ხოლმე. შეეძლო ჩემს კალთაში თავი ჩაედო, ხელი მხრებზე გადაეხვია, ჩამხუტებოდა, თმებზე მომფერებოდა ისე, თითქოს ამაში უცნაური არაფერი იყო.
ყურსასმენები ეკეთა და ქვემოდან მიყურებდა. ისეთი ლამაზი იყო მაშინვე ავარიდე თვალი და ვცადე წიგნის კითხვა გამეგრძელებინა, მაგრამ ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას და არაფერი გამომდიოდა. ერთ ასოსაც ვეღარ ვარჩევდი. თვალწინ მხოლოდ ჯონგუკის სახე, მისი მრგვალი, მოკაშკე თვალები მედგა, რომლებიც დაჟინებით მიყურებდნენ ქვემოდან და არაფერზე კონცენტრირება აღარ შემეძლო.
ŞİMDİ OKUDUĞUN
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Hayran Kurguთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.