extreme physical or
mental suffering.ღრმად ისუნთქე...
ამოისუნთქე, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, ჩაისუნთქე...
პირდაპირ იყურე და ყურადღება არავის მიაქციო.
მორჩა! მზად ხარ!
სკოლის წინ ვიდექი და იქ შესასვლელად მენტალურად ვემზადებოდი.
ასეთი რთული არასდროს ყოფილა სკოლაში მისვლა, მიუხედავად იმისა რომ დღეს, ცხოვრებაში პირველად, ერთი საათი ვემზადებოდი წამოსასვლელად. როცა დავამთავრე და სარკეში ჩავიხედე, მივხვდი, რომ იქიდან სხვა ადამიანი მიყურებდა და დიდი ხნის შემდეგ პირველად გამეღიმა.
ეს ყველაფერი: ჩემი ახალი თმის ფერი და ჩემი ახალი სტილი იმ თავისუფლების გრძნობას აჩენდა ჩემში, რომელიც აქამდე არასდროს მიგრძვნია.
გამიმართლა... წინა დღეს სახლში მისულს მშობლები არ დამხვდნენ და არც ჩემი ახალი თმა უნახავთ... სავარაუდოდ ეს დღეს მოხდებოდა და ისე მეშინოდა, გული მეკუმშებოდა, მაგრამ ამავდროულად საშინლად თავდაჯერებული ვიყავი.
საერთოდ, ნეტავ საიდან გქონდა იმხელა სიმამაცე, რომ ასეთი რაღაც გაგეკეთებინა? მამაშენი მოგკლავს.საბოლოოდ, პირბადე მოვიხსენი და მაქსიმალურად თავდაჯერებულმა შევაბიჯე სკოლაში. გმირულად ვიტანდი ყველა იმ ადამიანის მზერას, რომელიც დერეფანში მიმავალს თვალს მაყოლებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველა მე მაშტერდებოდა და მგონი ასეც იყო.
ყურადღება არ მიაქციო, თეჰიონ.
საკლასო ოთახში რომ შევედი მაშინვე ჯიმინი მოვძებნე. იუნგისთან, ჰოსოკთან, ნამჯუნთან და ჯინთან ერთად იყო, ჩემგან ზურგით იჯდა და რაღაცაზე გაცხარებულები ლაპარაკობდნენ. მაშინვე მათკენ წავედი.
YOU ARE READING
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.