17 - Total Eclipse of The Heart

1.2K 144 10
                                        




სანამ სკოლაში შესვლას გავბედავდი, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.
მეშინოდა...
გული საშინლად სწრაფად მიცემდა, მთელი სხეული დაძაბული მქონდა და ერთადერთი ინსტინქტი, რომელიც იმ წამს გამაჩნდა, გაქცევა და უკან არასდროს დაბრუნება იყო.
მეშინოდა იმ დაწყევლილ ადგილას შესვლა, მეშინოდა მისი ნახვა, მეშინოდა იმის, რის გაკეთებასაც ვაპირებდი, მეშინოდა მისი რეაქციის, მეშინოდა მამაჩემის...
ჩემი ცხოვრება არეულობა იყო და არაფრის გაკეთება შემეძლო მის გამოსასწორებლად, საერთოდ არაფრის...
სრულყოფილი შვილი...
ირონიულია, რა სწრაფადაა შესაძლებელი ცხოვრება ერთი უკიდურესი წერტილიდან მეორე უკიდურესი წერტილისკენ
შემოტრიალდეს...

პირველ გაკვეთილზე შევედი თუ არა ჯიმინის გვერდით დავჯექი, მეგობარს სუსტად გავუღიმე და ჩანთიდან წიგნები ამოვალაგე.

- ჰეი, თეჰიონ. კარგად ხარ?-რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა მან.

თავი სწრაფად დავუქნიე, ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს.

- თეჰიონ?!..

- ჰმ...

- ჯანდაბა, რა გჭირს?-შეშფოთდა ის.

- არაფერი.

- თეჰიონ, არ მელაპარაკები, არ მიყურებ, ხელები გიკანკალებს, ერთ ადგილზე ვერ ისვენებ და არაფერი გჭირს?! დებილი გგონივარ?

- ჯიმინ, გთხოვ, ახლა არა...

- ჯონგუკთან მოხდა რამე? გუშინ დილით რომ მომწერე ყველაფერი კარგად იყო.

- ჯიმინ!-წამიერად შევბრუნდი მისკენ და მავედრებელი თვალები შევანათე.- გაიგო... მამაჩემმა გაიგო.

ჯიმინს თვალები გაუფართოვდა და პირზე ხელები აიფარა.

- არაა...- პანიკა ისმოდა მის ხმაში.
თავი უსუსურად დავუქნიე.

- ზუსტად რა გაიგო? ან რანაირად, თე?!

- ექსკურსიაზე რომ არ წავედი დირექტორმა დაურეკა და მერე ნაცნობების წყალობით გაიგო, რომ ჯონგუკთან ერთად ვიყავი. ჯერ მხოლოდ ეს იცის... იმედია ვერასდროს გაიგებს სხვა რაღაცებს, ჯიმინ.

𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕Tempat di mana cerita hidup. Terokai sekarang