16 - The trip to heaven and back

1.3K 146 31
                                    



კაფეტერიაში ჯიმინთან, იუნგისთან, ჰოსოკთან, ნამჯუნთან და სოკჯინთან ერთად ვიჯექი, საჭმელს ნელა ვჭამდი და ხანდახან მათ საუბარშიც ვერთვებოდი, მაგრამ ჩემი ყურადღება სულ სხვა რამისკენ იყო მიმართული.
იმ დღეს ჯონგუკისთვის თვალიც კი არ მქონდა მოკრული და ყოველ ერთ წუთში მზერას მთელ კაფეტერიას ვავლებდი, რომ ის მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ, გუკი არსად ჩანდა.

- ჯიმინ, ხვალ ფეხბურთის მატჩზე წამოხვალ?-ჰკითხა იუნგიმ ჯიმინს.

- რა თქმა უნდა, იუნგს.-გაუღიმა მან.

შეგიძლია ამაზე მეტად აშკარა იყო, ჯიმინ?!

- ჰეი, ჩვენც აქ ვართ!-გააპროტესტა ჰოსოკმა.- ყოველთვის ჯიმინს რატომ ეპატიჟები? შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, იუნგი.

- თქვენ საყვარლები არ ხართ.-მხრები აიჩეჩა იუნგიმ და ჭამა მშვიდად გააგრძელა.

- ჰობი მართალია.-აყვა ნამჯუნი.- ყველანი წამოვალთ.

- მე არ შემიძლია.- სასხვათაშორისოდ თქვა ჯინმა.

- რატომ?-მიუბრუნდა ნამჯუნი.

- რატომ?!-შეურაცხყოფილი გამომეტყველება ჰქონდა მას.- მსგავსი ადგილები უსაფრთხო არ არის! შეიძლება ბურთი მომხვდეს და ჩემი სიმპათიური სახე დააზიანოს.- ისე თქვა მან, თითქოს ამაზე აშკარა არაფერი იყო დედამიწის ზურგზე.

მისი ნათქვამი ყველამ დააიგნორა და საუბარი გააგრძელეს.

- ჰეი.-მომესმა ნაცნობი ხმა და ზემოთ ელვის სისწრაფით ავიხედე.
თვალები გამიბრწყინდა და ყურებამდე გავიღიმე.

- გამარჯობა, გუკ.

- გამარჯობა, თეჰი.- ბაჭიის ღიმილით გამიღიმა მან და რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც იუნგის სიტყვებმა დაარღვია:

- ეს... უხერხულია.

- ბ-ბოდიში,- გავწითლდი მე.- გაიცანით, ეს ჯონგუკია. ჯონგუკ, ესენი იუნგი, ჰოსოკი, ნამჯუნი და სოკჯინი არიან.

𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕Where stories live. Discover now