12 - Numb

1.2K 155 13
                                    

unable to think, feel, or respond normally.

unable to think, feel, or respond normally

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


- თე,-ჩემი ყურადღება მიიქცია ჯიმინმა.- კარგად ხარ?

მზერა გაჭირვებით მოვაშორე წყვილს და ჯიმინს მივაშტერდი.

- კარგად ვარ?!-რიტორიკულად შევუბრუნე კითხვა.- არ ვიცი. მთელი ცხოვრებაა ის მესმის, რომ სრულყოფილი უნდა ვიყო და შეცდომები არ დავუშვა. საუკეთესო ნიშნები მყავდეს, არაფერი არ უნდა შემეშალოს, მამაჩემი არ უნდა შევარცხვინო, ბიძაჩემს არ უნდა ვგავდე... მერე ვიღაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მითხრა, რომ სრულყოფილი არავინაა და...- ამოვიოხრე და უეცრად ლაპარაკი შევწყვიტე. მივხვდი, რომ გაგარძელება აღარ ღირდა.- მაპატიე, ბევრს ვლაპარაკობ. იმას ვამბობდი, რომ არ ვიცი. კარგად უნდა ვიყო?

- თეჰიონ...- ამოიოხრა ჯიმინმა.

- კარგად ვარ.-მოსალოდნელი მონოლოგის შიშით აღარ გავაგრძელებინე მე.

კაფეტერიაში ვისხედით. იმ ამბის შემდეგ ორი დღე იყო გასული და მე ჯერ კიდევ საშინელ აგონიაში ვიყავი.

- თე, ნორმალურია თუ ახლა გულნატკენი ხარ. ვწუხვარ, რომ ჯონგუკი ასეთი აღმოჩნდა.

მეც ვწუხვარ.
ვწუხვარ, რომ ის ასეთი აღმოჩნდა და ვწუხვარ, რომ მე ყველაფერი დავიჯერე.

ჯერ ჩემს ხელუხლებელ საჭმელს დავხედე, მერე ისევ წყვილისკენ გავაპარე თვალი. მშვიდად ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და ჭამდნენ.
ყელში მძიმე ბურთი ვიგრძენი.

𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕Where stories live. Discover now