სკოლიდან დაღლილი დავბრუნდი. მანქანის კარი მძღოლმა გამიღო და მეც სწრაფად გადმოვედი. დრო მხოლოდ სადილისთვის და გამოცვლისთვის მქონდა, მერე წარმატებულ მოსწავლეთა შეხვედრაზე მივდიოდი.
მძულდა ფორმალობები, მძულდა ჩემი სკოლა, მძულდა ჩემი მასწავლებლები, მძულდა ჩემი დირექტორი, მძულდა ჩემი ცხოვრება და ხანდახან, ჩემი მშობლებიც...
მისაღებში შესული პირდაპირ კიბეებისკენ გავემართე, მაგრამ მამაკაცის ხმამ ადგილზე გამაშეშა.
ამ დროს სახლში არ უნდა ყოფილიყო.- თეჰიონ!
- დიახ, მამა.-ღიმილით მივმართე მას.
- შენი სკოლიდან ნიშნების ამონაწერი მოვიდა.
თავი დავუქნიე და დაველოდე მის შემდეგ სიტყვებს. ზუსტად ვიცოდი რის თქმასაც აპირებდა. ნერვიულობისგან ხელი კისერზე მოვისვი და მისმა მკაცრმა ხმამაც არ დააყოვნა:
- ტრიგონომეტრიაში 98 გყავს.
თავი მორჩილად დავუქნიე.
- მერე, რას ფიქრობ?
- მაპატიე, აუცილებლად გამოვასწორებ. უბრალოდ, ტრიგონომეტრია ძალიან რთულია...
- არ მაინტერესებს, მეტად მოინდომებ! იმისთვის არ ვმუშაობ, რომ ჩემმა შვილმა ჩემი შრომა გაფლანგოს. მე ყველაფერს გაძლევ რაც გჭირდება, ერთადერთი რაც მოგეთხოვება ისაა, რომ სრულყოფილი იყო. გასაგებად ვსაუბრობ?
- კი, მამა, მაპატიე, მე მეტად მოვინდომებ...- ხმა მიწყდება მე.
- თუ არ გინდა, რომ ბიძაშენივით პათეტიკური, საცოდავი მათხოვარი იყო, ასეც მოიქცევი.-ნიშნის მოგებით მეუბნება ის.
თავს კიდევ ერთხელ ვუქნევ, ველოდები, როდის გავა ოთახიდან და ძლივს შეკავებულ ცრემლებს ვათავისუფლებ.
ყოველთვის ახერხებდა ჩემს მანიპულაციას. მძულდა, რომ ის და დედაჩემი ყველაზე დიდი სტრესორები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში.
აღარ მშიოდა... უბრალოდ გამოვიცვალე და შეხვედრაზე წასასვლელად მოვემზადე.

DU LIEST GERADE
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.