იმ დღის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისი იყო და რაღაცები უკეთესობისკენ უნდა შემეცვალა.
სკოლაში ერთ-ნახევარი სემესტრი მქონდა დარჩენილი და მამაჩემი კიდევ ერთ შეცდომას არ მაპატიებდა. ამიტომ, პირველ რიგში ჩემი კონცენტრაციის პრობლემა უნდა გადამეჭრა, რისთვისაც ჯეონ ჯონგუკზე ფიქრი უნდა შემეწყვიტა.
ჩემი ,,დავაბრუნოთ დებილი თეჰიონი თავის სრულყოფილ სამყაროში" გეგმა იმით დაიწყო, რომ ჯონგუკს ისე ვაიგნორებდი, თითქოს არც არსებობდა.
მას და იერის საერთოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას. ჯონგუკი სადაც არ უნდა შემხვედროდა, თავს ისე ვიჭერდი, რომ არც კი დამინახავს. ჩვენს საერთო გაკვეთილზე ჯიმინის გვერდით მჯდომ მოსწავლეს ვთხოვე ადგილის გაცვლა და ისევ ჩემი საუკეთესო მეგობრის მარცხნივ ვიჯექი. ჯონგუკი რომ კლასში შემოვიდა, ჯერ ჩემს ადგილზე მჯდომს შეხედა, მერე კლასს თვალი მოავლო და მე რომ ჯიმინის გვერდით მიპოვა, სახე შეეცვალა. მე, რა თქმა უნდა, არ ვუყურებდი, მაგრამ ჯიმინი უყურებდა.მეორე ნაბიჯი ენერგიის მოპოვება იყო. თუ საკმარისი ენერგია მექნებოდა, კონცენტრაციის პრობლემასაც მოვაგვარებდი და ძველებულად მეცადინეობას შევძლებდი. ამის გამო ვარჯიში და სწორად კვება დავიწყე. ჩემს უზარმაზარ სახლში, რა თქმა უნდა, გვქონდა ყველაფერი, რაც ამისთვის დამჭირდებოდა.
ამ ყველაფრიდან ორი კვირის შემდეგ ყველაფერი თითქოს ნორმას დაუბრუნდა. მე ისევ შემეძლო ძველებურად მეცადინეობა და ჯონგუკზე ფიქრი აზროვნებაში ხელს აღარ მიშლიდა.
ყველაფერი თითქმის ნორმალურად იყო, მაგრამ თავს ისევ ისე ვგრძნობდი... გამოფიტულად და დაღლილად, მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის ნაკლებობა აღარ მაწუხებდა.
ერთადერთი, რაც ცოტა უცნაური მეჩვენებოდა, ჯონგუკი იყო.
თითქოს ახლა უფრო მეტ ყურადღებას მაქცევდა. აქამდე ხშირად ვერ ვხვდებოდი ხოლმე სკოლაში, ძალიან განსხვავებული ცხრილი გვქონდა, მაგრამ ახლა თითქოს ყველგან იყო, ყოველთვის თვალებში მედებოდა და ეს რაღაცნაირად უცნაური იყო.

VOUS LISEZ
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.