***
- ჯონგუკ, მეოთხედ გიხსნი. შეგიძლია მეტი ყურადღება გამოიჩინო?- ბოდიში... რაღაცაზე ვფიქრობდი...
- რაზე?-ჩავეძიე მე.
- არაფერზე.-წამის სისწრაფით მიპასუხა და სახეზე აშკარა დისკომფორტი გამოესახა.
- კარგი, მაშინ ამოცანას დაუბრუნდი და შეეცადე ამოხსნა.
თავი დამიქნია და რამდენიმე წუთში სწორი პასუხიც მითხრა.
უკვე ერთი კვირა იყო რაც მას მეცადინეობაში ვეხმარებოდი და ეს იმაზე სახალისო იყო, ვიდრე ველოდი. მშობლებს ცუდად არ მიუღიათ ეს ამბავი, არც კითხვები დაუსვამთ, უბრალოდ მითხრეს, რომ საუკეთესო ნიშნებისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და მას შემდეგ, ბატონი ლი ერთი საათის დაგვიანებით მოდის ხოლმე ჩემს წასაყვანად.
მე და ჯონგუკს მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ბევრს არ ვლაპარაკობდით. მასზე ჯერ კიდევ თითქმის არაფერი ვიცოდი, ისიც ანალოგიურ სიტუაციაში იყო. ჩვენი საუბრები მხოლოდ საგნებს და მეცადინეობას შეეხებოდა.- კარგი, ეს მასალა კარგად გაიგე. დამატებითი სავარჯიშოების გაკეთებას შეძლებ?
- არ ვიცი, მაგრამ ვცდი...
თავი დავუქნიე, რამდენიმე სავარჯიშო ჩავანიშნინე და ჩემი ნივთების ალაგება დავიწყე.
- ხვალამდე.-გასვლამდე ვუთხარი მას.
- კარგად. მადლობა, თეჰიონ.
- ჯონგუკ, აუცილებელი არ არის მადლობა ყოველი დღის ბოლოს მითხრა.-გავიღიმე მე.
- მადლობა. ღიმილი ძალიან გიხდება.-გაიცინა მანაც.
მადლობის თქმა მინდოდა, მაგრამ ვიგრძენი რომ ვწითლდებოდი, ამიტომ ზურგი სწრაფად ვაქციე და ბიბლიოთეკა დავტოვე.
***
გაკვეთილების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეტყობინება მომივიდა:,,თეჰიონ, დღეს მეცადინეობას ვერ მოვახერხებ, მე და იერი სადღაც მივდივართ... ბოდიში, ხვალ გნახავ 🤓"
YOU ARE READING
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.