8 - They Just Don't Understand

1.3K 151 10
                                    





გაკვეთილების დასრულებამდე ჯონგუკისგან შეტყობინება მომივიდა.

Jungkookie
თეჰიონ, შეგიძლია დღეს მარტო მოხვიდე ჩემთან? გზა გახსოვს?

უცნაური იყო. უკვე ერთი თვე გავიდა რაც ჯონგუკის სახლში ვმეცადინეობდით, მაგრამ აქამდე მსგავსი რამ არ უთხოვია.

TaeTae 💜✨
მოვაგნებ.

გაკვეთილების შემდეგ დრო არაფერზე დამიკარგავს, მაშინვე ჯონგუკის სახლისკენ წავედი. იქ მისასვლელად ათი წუთი დამჭირდა. კარზე დავაკაკუნე და შიგნიდან ჯონგუკის ყვირილი გავიგე, რომ ღია იყო.
გავაღე თუ არა კარი, თვალები გამიფართოვდა...
ოთახში სრული აურზაური სუფევდა. ყველაფერი იატაკზე ეყარა, ნივთები დამსხვრეული იყო, ნახატები კედლიდან ჩამოგლეჯილი და ძირს მიყრილი. ბალიშები, ტანსაცმელი, სკამები... ყველაფერი იატაკზე... წესრიგში თითქმის არაფერი იყო.

- ქუქ, აქ რა ჯანდაბა მოხდა?-გაკვირვებულმა ვკითხე მე.

- ისეთი არაფერი... უბრალოდ ცოტა გავბრაზდი...- ხელოვნურად გაიცინა მან.- ახლა ვალაგებდი. ცოტა ხნით ჩამოჯექი.

ცოტა გაბრაზდა?! თუ ცოტათი გაბრაზების დროს ასე იქცევა, წარმოდგენაც არ მინდა რას გააკეთებს ძალიან რომ გაბრაზდება.
ჩამოჯდომას და ლოდინს ვარჩიე, რომ მას დავხმარებოდი.
ჯონგუკი უცნაურად იქცეოდა... უკვე საკმაო ხანი იყო მას ვიცნობდი, ბედნიერიც მინახავს, მოწყენილიც, გაბრაზებულიც, ჩაფიქრებულიც. მიუხედავად იმისა, რომ თავის გრძნობებზე არასდროს ლაპარაკობდა, ყველაფერი სახეზე ეწერა, ყველაფერი მის თვალებში ჩანდა და მე ძალიან მომწონდა მასზე დაკვირვება, ამიტომ ყოველთვის ვხვდებოდი ხოლმე რას გრძნობდა.
მაგრამ იმ დღეს...
მხიარული იყო, ძალიან ბევრს იცინოდა, უაზრო ხუმრობებს მიყვებოდა და შემდეგ თავისსავე ხუმრობებზე ხითხითებდა. ერთი შეხედვით, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მაგრამ მისი საქციელები არაბუნებრივი იყო. არაბუნებრივად ბევრს იცინოდა და დაახლოებით ვხვდებოდი, რომ კარგად არ იყო, მაგრამ არაფერი მიკითხავს. ველოდებოდი, როდის შეწყვეტდა და დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია.

𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕Where stories live. Discover now