თვალებს ნელა ვახელ.
წინა საღამოს მოვლენებს მონაცვლეობით ვიხსენებ და როცა საბოლოოდ მოვდივარ გონს, ვგრძნობ რომ რაღაც, უფრო სწორად ვიღაც, მთელი ძალით მეხვევა და განძრევას ვერ ვახერხებ.
ყველაფერი მართლა მოხდა?
ანუ არაფერი დამსიზმრებია?
ჩემზე კოალასავით შემოხვეულ ჯონგუკს, რომელიც ნახევარი ტანით მაწევს ღიმილით დავყურებ.
ყველაფერი მართლა, მართლა მოხდა?!
ცოტა ხნით ვუყურებდი მის მშვიდ, მძინარე სახეს, მერე ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შემაწუხეს და მის მკლავებში შევიშმუშნე.
ადგომა მინდოდა, მაგრამ ჯონგუკმა ახლა უფრო ძლიერად მომხვია ხელები, უფრო მეტად ამეკრო და მოძრაობის უნარი საერთოდ შემიზღუდა. თავი ჩემს მხარზე ედო და მის მშვიდ სუნთქვას ყელზე ვგრძნობდი.
ფანჯრიდან უკმაყოფილოდ გავიხედე.
ჯონგუკის ოთახში ვიყავით. წინა ღამის ბოლო მოგონება ის იყო, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და მერე ალბათ დივანზე ჩამეძინა და ოთახში მან შემომიყვანა.
ბედნიერებისგან მეგონა გული გამისკდებოდა, მაგრამ ქვედა ნაწილი არ მასვენებდა და ჯონგუკის მკლავებში უკვე ფართხალი დავიწყე.- თეჰიონ,-ამოიზმუვლა მან.-მოისვენე!-მკაცრად მითხრა და თავი ჩემს კისერში ჩამალა.
- შეგიძლია გამიშვა? ტუალეტში უნდა გავიდე.
- არა!-შეუვალი იყო ის.
- ქუქ, გთხოვ. ცოტა ხნით გავალ.
- არა!
- ქუქ! კარგი რა...
- თეჰიონ, არა! ასე ყოფნა მომწონს.- ნახევრად მძინარე ლაპარაკობდა ის.
- ქუქი, გთხოვ გამიშვი და მალე დავბრუნდები.
- თეჰიონ, გთხოვ... მეძინება და მინდა რომ ასე ვიყო.
- კი, მაგრამ...
- თეჰი...

ESTÁS LEYENDO
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanficთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.