გალერიის თეთრ დერეფნებს სწრაფი ნაბიჯით მივუყვები.
ჩემი კონცენტრაცია მთლიანად იმ საბუთებისკენაა მიმართული, რომლებიც ხელში მიჭირავს. არც წინ ვიყურები, არც - გვერდით. უბრალოდ ფურცლებს ჩავკირკიტებ და ვცდილობ რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვო, რაც პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება.
სამყაროს მხოლოდ მაშინ ვუბრუნდები, როდესაც ვიღაც მთელი ძალით მეჯახება და თავით მასკდება. ფურცლები ხელიდან მცვივა, შუბლზე ხელს ვიჭერ და ტკივილისგან ვკრუტუნებ.ნოსტალგია... თუ დეჟავუ?! ასეთი რაღაც ადრეც მომხდარა.
იმ ადამიანისკენ, რომელიც დამეჯახა, თავს აგრესკულად ვაბრუნებ და მზად ვარ რომ საშინელი სიტყვებით გავლანძღო.
მაგრამ სიტყვები პირზე მაშრება და უკმაყოფილო სახე მერეცხება.
შეუძლებელია...
რამდენიმე წამში ჩემი ორგანიზმი სრულიად მოშლილია. ნორმალურად ვერ ვსუნთქავ, ვერ ვხედავ, ვერ ვდგავარ. გული საშინლად მაქვს აჩქარებული, ფეხები მიკანკალებს და სადაცაა დავეცემი, ხელები და შუბლი ოფლისგან მაქვს დაცვარული და მზერაგაშეშებული შევყურებ მას.
შეუძლებელია...ჩემ წინ... ჩემ წინ ჯეონ ჯონგუკი დგას.
იმაზე სიმპათიური და მამაკაცური ვიდრე მე მახსოვს.
ჯეონ ჯონგუკი, რომელიც უკვე ათი წელია არ მინახავს და რომელიც ისეთივე გაოცებულია ჩემი ნახვით, როგორიც მე ვარ.- თ-თეჰ-ჰიონ?-სათქმელს ძლივს ამბობს და გაოცებული მიყურებს.
მისი თვალები არ შეცვლილა... მისი ნაკვთები უფრო დახვეწილი და მამაკაცურია, მაგრამ თვალები... ისევ ისეთი ბემბის თვალები აქვს, როგორც ათი წლის წინ... ისეთივე მრგვალი, დიდი თვალები, რომლებიც თითქოს სამყაროს იტევენ და, რა თქმა უნდა, მე მათში ვიკარგები. რამდენიმე წუთი ვიყურები მის თვალებში და მერე, როგორც იქნა, მისი ხელის შეხებას ჩემსაზე გონს მოვყავარ.
- გ-გუკ?-მისი სახელის წარმოთქმისას გული უფრო მეტად მიჩქარდება.
YOU ARE READING
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.