იმ საღამოს ჯიმინთან სულ რამდენიმე საათი მომიწია ყოფნა. დილით სახლში დავბრუნდი და რადგან შაბათი იყო, მთელი დღე ჩემს ოთახში გავატარე იმის მოლოდინში, რომ ჩემი მშობლები შემოვიდოდნენ და მეტყოდნენ, რომ მათთან პოლიციამ დარეკა და იცოდნენ გუშინ სადაც ვიყავი.
კვირას მთელი დღე ვმეცადინეობდი, მაგრამ შიში, რომ ჩემი ოთახის კარს ვინმე შემოაღებდა, მაინც არ გამქრალა.
ორშაბათს შედარებით დამშვიდებული წავედი სკოლაში. გადავწყვიტე, რომ უბრალოდ დამევიწყებინა იმ საღამოს არსებობა და ის, რომ მე წვეულებაზე წავედი. ჯიმინსაც შევურიგდი და ის კვირა ახალი ენერგიით დავიწყე.
ჩემი ახალი ენერგია მაშინვე გაქრა, როცა სკოლიდან გამოსულმა შემოსასვლელში ნაცნობი ბიჭი შევამჩნიე.
ეს უკვე არარეალური იყო. სადაც მივდიოდი ყველგან ის რატომ მხვდებოდა?
მიუხედავად უკმაყოფილებისა, გასასვლელამდე მაინც კუს ნაბიჯებით ვიარე იმ იმედით, რომ შემამჩნევდა, მაგრამ მას ტელეფონის გარდა გარშემო არაფერი აინტერესებდა.
საერთოდ, რატომ გაგიჩნდა სურვილი რომ შეემჩნიე? - რიტორიკული კითხვა დავუსვი საკუთარ თავს და მანქანაში ჩავჯექი.სამშაბათს მთელი ჩემი ენერგია გაკვეთილებზე კონცენტრააციის შენარჩუნებას მოვახმარე, რადგან მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის შეიძლებოდა დღესაც გარეთ ყოფილიყო. ლოგიკური იყო, რომ თუ გუშინ იდგა, შეიძლებოდა დღესაც იქ ყოფილიყო, არა?
ბოლო გაკვეთილი დამთავრდა თუ არა, მთელი სისწრაფით გავვარდი გასასვლელისკენ და დიახ, ის კიდევ იქ იდგა.
გადავწყვიტე გამეგო აქ რას აკეთებდა, ამიტომ დავივიწყე ის ფაქტი, რომ ჩემი მძღოლი გარეთ მელოდებოდა, დასადგომად ისეთი ადგილი ავირჩიე, რომ მისი დანახვა კარგად შემძლებოდა და ჯიმინს დაველოდე, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა სკოლიდან გამოსვლას და ამის გამო არასდროს მივდიოდით სახლში ერთად.ათი წუთი ვიდექი ასე. მასზე მიშტერება და მისი სახისა და სხეულის დეტალების დათვალიერება საშინლად სასიამოვნო და გამრთობი პროცესი იყო და საწუწუნოც არაფერი მქონდა. ათი წუთის გასვლის შემდეგ ტელეფონი გვერდით გადადო, ვიღაცას გაუღიმა და რამდენიმე წამში ვიღაც გოგოს ეხუტებოდა.
თვალები ავატრიალე.
იგივე გოგო იყო, ვისაც წვეულებაზე კოცნიდა.
ალბათ შეყვარებულია-მეთქი, ვიფიქრე და ამ ფიქრს უსიამოვნო შეგრძნებები მოჰყვა, რომელთა ახსნაც არც შემეძლო და არც მინდოდა.
ჯიმინს აღარ დაველოდე და ჩემი მანქანისკენ უკმაყოფილო სახით წავედი.
![](https://img.wattpad.com/cover/192311892-288-k523443.jpg)
ESTÁS LEYENDO
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanficთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.