მივედით თუ არა ჯონგუკთან, მე მაგიდისკენ წავედი, ჩანთიდან წიგნები ამოვიღე და ჯონგუკის მიმართულებით გავიხედე, რომელიც სამზარეულოში იდგა ყავის აპარატს ინტერესით ათვალიერებდა.
- თეჰი, ამ რაღაცით ყავის გაკეთება იცი?-გამომძახა მან.
- ვიცი.-გამეცინა მე.
- ყავას გამიკეთებ?
თანხმობის ნიშნად გავუღიმე და სამზარეულოში გავედი. მე ყავის მომზადება დავიწყე, ის კედელს მიეყუდა და ჩემს მოქმედებებს აკვირდებოდა.
- ეს სახლი არ მომწონს, ყველა კუთხე ბიძაჩემის სახელს ყვირის. საკმარისი ფული რომ მექნება, აუცილებლად გადავალ სხვაგან და იქაურობა მერე ჩემს სახელს დაიყვირებს.
- ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი სახლია. ბიძაშენი სახალისო ადამიანი ჩანს.
- არის, უბრალოდ ცოტა მეტად რომ ზრუნავდეს მის ახლობლებზე უკეთესი იქნებოდა.-გულდაწყვეტილმა თქვა მან.
რა თქმა უნდა, მინდოდა მეკითხა რას გულისხმობდა, მაგრამ ჩავთვალე რომ ზედმეტად პირადი იყო და არაფერი მიკითხავს.ყავის კეთება განვაგრძე და რამდენიმე წამში ჩემს უკან ვიღაცის არსებობა ვიგრძენი.
ჯონგუკი ჩემს უკან იდგა, ძალიან, ძალიან ახლოს. იმდენად ახლოს, რომ სულ ნახევარი სანტიმეტრით რომ გავწეულიყავი უკან, მის სხეულს ვიგრძნობდი... თავი მხარზე ჩამომადო და უყურებდა რას ვაკეთებდი.- ყავა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან თავის ტკივილის დროს ვსვამ ხოლმე.-ამიხსნა მან. მისი ტუჩები ჩემს ყურთან ძალიან ახლოს იყვნენ და ყველა ბგერა იმაზე მკაფიოდ მესმოდა, ვიდრე ეს საჭირო იყო.
ჩემი გონება სასოწარკვეთილი უყვიროდა ჯონგუკს, რომ ცოტა უკან უნდა წასულიყო, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ვაბამდი თავს. ყავა ჭიქაში გაჭირვებით დავასხი, ხელები მიკანკალებდა. მერე ჭიქა ავიღე, მინდოდა შევბრუნებულიყავი და ჯონგუკისთვის ის მიმეცა, მაგრამ ის ისე ახლოს იდგა ჩემთან, რომ რაღაცები ვერ გავთვალე, მერე ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა და საბოლოოდ დაბნეულმა ცხელი ყავა ხელზე გადავისხი და ჭიქა გავტეხე.

YOU ARE READING
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanfictionთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.