ჯონგუკთან იმ ინციდენტის შემდეგ ჩემი ცხოვრების ორი საუკეთესო თვე გავიდა...
ერთადერთი, რაც სრულ ბედნიერებამდე მაკლდა ის იყო, რომ მე დღითიდღე ვრწმუნდებოდი ჩემს გრძნობებში, მაგრამ მათი გაზიარება არ შემეძლო.
იმ სემესტრში ყველა საგნის სრულოფილ ქულაზე დახურვა შევძელი და მამაჩემს აღარ ჰქონდა მიზეზი, რის გამოც უსარგებლოს დამიძახებდა. ნიშნების ფურცელი მე მივუტანე, თავის კაბინეტში იჯდა, სათვალეები ეკეთა და ჩემს მიერ მიწოდებულ ფურცელს ინტერესით უყურებდა. მე ველოდებოდი...
ველოდებოდი, რომ ერთ დადებით სიტყვას მაინც მეტყოდა. მხოლოდ ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ფურცელი ირონიული ღიმილით დამიბრუნა, თავი დამიქნია და ბევრი სამუშაო მაქვსო, მითხრა, რაც ნიშნავდა, რომ მისი კაბინეტიდან უნდა გავსულიყავი.
იქიდან მხრებჩამოშვებული გამოვედი, მაგრამ დედაჩემი დავინახე და დაიმედებული მისკენ წავედი. რა თქმა უნდა, არც მისგან მიმიღია რაიმე რეაქცია... საბოლოოდ, ჩემს ოთახში ავედი, საბნის ქვეშ შევძვერი,სახეზე ბალიში ავიფარე და მთელი ხმით ვიყვირე.ყოველთვის, როცა მეგონა, რომ რაღაცას კარგად ვაკეთებდი და ის შვილი ვიყავი, რომელიც ჩემს მშობლებს გააბედნიერებდა, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ დაემტკიცებინათ, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა, კარგი ვერასდროს ვიქნებოდი... და მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის მიჩიჩინებდნენ, რომ სრულყოფილი უნდა ვყოფილიყავი და უკვე ვეღარც იმას ვხვდებოდი, სრულყოფილებამდე როგორ უნდა მიმეღწია, როგორ უნდა მიმეღო ჩემი მშობლების ოდნავი სიმპათია მაინც. თავს ვაძალებდი, რომ მათ მიმართ რაიმე გრძნობა მქონოდა, ვცდილობდი მყვარებოდა ისინი, მიუხედავად ყველაფრისა, მაგრამ არ შემეძლო. ალბათ ვერასდროს შევძლებდი მათ გულწრფელად შეყვარებას... და ალბათ არც იმსახურებდნენ ჩემს სიყვარულს.
იმავე საღამოს ჯონგუკს ვიდეო ზარით ველაპარაკე და როგორც ხდება ხოლმე... ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა და ხუთი წუთის შემდეგ აღარც კი მახსოვდა რამე პრობლემა თუ მქონდა.
ის ზაფხული პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც დასვენება არ მიხაროდა. ანუ ის ერთადერთი პერიოდი, რომლის გატარებაც ჩემს სურვილზე შემეძლო, არ მიხაროდა და ეს იმიტომ, რომ არდადეგები ავტომატურად ნიშნავდა, რომ ჯონგუკთან შეხვედრას ვეღარ შევძლებდი. ეს კი ყველაფერს უარესობისკენ ცვლიდა... მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე მწერდა, ყოველდღე ვლაპარაკობდით და ჩვენი გაკვეთილებიც ონლაინ გრძელდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უფრო მეტ დროს ვატარებდი მასთან ერთად.
მაგრამ იყო რაღაც უფრო სასიამოვნო მის პირისპირ ნახვაში...
მერე ჯონგუკს გამოცდები და გასაუბრებები დაეწყო... ორმაგი ძალებით სწავლობდა , ორმაგი შემართებით ცდილობდა ყველაფერს და მეც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამხნევებდი მას. გასაუბრება ჯერ ჩემს სკოლაში გაიარა, შემდეგ კიდევ რამდენიმე სკოლაში და ბოლოს გამოცდები ჩააბარა.
ESTÁS LEYENDO
𝑻𝒐𝒕𝒂𝒍 𝑬𝒄𝒍𝒊𝒑𝒔𝒆 𝑶𝒇 𝑻𝒉𝒆 𝑯𝒆𝒂𝒓𝒕
Fanficთეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში. მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.